"დინამო თბილისი" ახალი სეზონისთვის მზადებას 22 იანვრიდან თურქეთში გააგრძელებს. შეკრება ბელეკში ორ ნაწილად - 22 იანვრიდან 2 თებერვლამდე და 5 თებერვლიდან 16 თებერვლამდე ჩატარდება, რა პერიოდშიც დედაქალაქელები 8 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. გუნდი შეკრებაზე 26 ფეხბურთელით გაემგზავრა.

26 იანვარს "დინამო" უკრაინის პრემიერლიგელ "ლვოვს" გაეჯიბრება. 29 იანვარს სპარინგ მეტოქეობას სერბული სუპერლიგის მეხუთეადგილოსანი "კრუშევაცის " ნაპრედაკი გაგვიწევს, ხოლო 1 თებერვალს დინამო ბულგარეთის ჩემპიონს და მიმდინარე გათამაშების ლიდერს - რაზგრადის "ლუდოგორეცს" შეხვდება. 2 თებერვალს, შეკრების პირველ ეტაპს ჩვენი გუნდი უკრაინის პერშა ლიგის ლიდერ ხარკოვის "მეტალისტთან" ამხნაგური მატჩით დაასრულებს.

თურქული შეკრების მეორე ნაწილი ასევე ბელეკშია დაგეგმილი. 8 თებერვალს დინამო თბილისი უკრაინის ჩემპიონ "დინამო კიევს" შეხვდება. 10 თებერვალს თბილისელებს მეტოქეობას რუსეთის პრემიერლიგის მეორეადგილოსანი "დინამო მოსკოვი" გაუწევს. მომდევნო დღეს ჩვენი გუნდი დანიური სუპერლიგის მეხუთეადგილოსან "რანდერსთან" ითამაშებს, ხოლო შეკრებას კახა ცხადაძის გუნდი 15 თებერვალს, უზბეკეთის ჩემპიონ ტაშკენტის "ფახთაქორთან" მატჩით დაასრულებს.

თურქეთში გასამართი ამხანაგური მატჩების განრიგი:

26.01.2022 | დინამო თბილისი - ლვოვი

29.01.2022 | დინამო თბილისი - ნაპრედაკი

01.02.2022 | დინამო თბილისი - ლუდოგორეცი

02.02.2022 | დინამო თბილისი - მეტალისტი ხარკოვი

08.02.2022 | დინამო თბილისი - დინამო კიევი

10.02.2022 | დინამო თბილისი - დინამო მოსკოვი

11.02.2022 | დინამო თბილისი - რანდერსი

15.02.2022 | დინამო თბილისი - ფახთაქორი

fc dinamo

Master
ძალიან სუსტი შემადგენლობაა.დაცვაში ახალგაზრდები წინ შედარებით ასაკიანები.არადა ზოგადად პირიქითაა ხოლმე ფეხბურთში.რავიცი,რავიცი...
შოკირებული გულშემატკივარი
საუკეთესო გუნდისგან და საუკეთესო მწვრთნელისგან საუკეთესო შედეგებს ველოდებით
მოგზავნილია?
ფიფია შემოგზავნილი ხომ არ არის რუსეთიდან, დინამო რომ გააფარჩაკოს? )) რა შემადგენლობაა ეს რა არის. ამით საქართველოშიც მაქსიმუმ მეორე-მესამესთვის იბრძოლო . ტეხავს მეტი ამბიცია რომ არ აქვთ
Kolo
მორჩილაძე გაუშვეს თუ რატომ არ არის განაცხადში?
Xalxi
ცვლილებები დავიწყეთო ესაო ისაო და გუნდიიი ისევ ის ყავთ ხალხს გვაყრიან თვალებში ნაცარს თქვენ თუ გგონიათ ამ გუნდიიით რამეს მიახწევთ მაგრად ცდებით კონფერენციები ლიგა ზე ერთ ეტაპზე ვერ გადალახავთ თუ არ გაძლიერდით აზრი არაქვსსს დინამოო თბილისიიი კაი ხანია აღარარსებობსსს…!!!!!!!!ტყვილად ვიშლით ნერვებს!!!!
beqa
არ გავარდებიან 3 გავლენ :)ისეთი გუნდია ევროპა ლიგას დადებს :))
მარუშუჩის უზბეკური გუნდი
ელიგიდან არ გავარდეთ, ბიჭებო
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა