ჩხუბი პრესკონფერენციაზე
საინტერესოდ განვითარდა მოვლენები დაუმარცხებელი ამერიკელის ფლოიდ მეივეზერისა (41-0-0, 25KO) და ვიქტორ ორტისის (29-2-2, 22KO) პრესკონფერენციაზე, რომელიც ლოს ანჯელესში გაიმართა. ეს მოკრივეები 17 სექტემბერს ლას ვეგასში შეხვდებიან ერთმანეთს და გაითამაშებენ ნახევრადსაშუალო წონაში WBC-ის ტიტულს, რომელიც ორტისს ეკუთვნის.

პრესკონფერენციამდე მოკრივეებს შორის კინაღამ ჩხუბი ატყდა, რომელიც 24 წლის ორტისის პროვოცირებული იყო. მან რამდენიმე უცენზურო სიტყვა იხმარა, რამდენჯერმე ხელი ჰკრა მეტოქეს და ბოლოს თავიც ჩაარტყა მეივეზერს.

მაგრამ გაცილებით საინტერესო იყო პრესკონფერენციის ის ნაწილი, რომელშიც მეივეზერმა ფილიპინელ მენი პაკიაოსთან სავარაუდო შეხვედრაზე ილაპარაკა. საინტერესო იმიტომ, რომ ამერიკელმა პრაქტიკულად თანხმობა განაცხადა ფილიპინელთან ჩხუბზე.

თავისი მონოლოგის დროს მეივეზერმა აღნიშნა, რომ არასოდეს დაუდანაშაულებია პაკიაო დოპინგის მიღებაში. უბრალოდ, ფლოიდი თავისი ყოველი ბრძოლის წინ ოლიმპიური სისტემით აპირებს დოპინგტესტის გავლას და იგივე ითხოვს მოწინააღმდეგისგანაც.

"მსურს თუ არა პაკიაოსთან შეხვედრა? რა თქმა უნდა. თუ ეს კრივის მოყვარულებს ძალიან უნდათ, ვაჩუქებ მათ ამ სანახაობას. არასოდეს მითქვამს, რომ პაკიაო თაღლითობს. მხოლოდ ის აღვნიშნე, რომ ნებისმიერმა ჩემმა მეტოქეს უნდა გაიაროს დოპინგ-ტესტი.

მენის დისკრედიტაცია არასოდეს მიცდია. თუ შენ გინდა ჩემს წინააღმდეგ რინგზე გასვლა და გამარჯვება, მაშინ ტესტი უნდა გაიარო. ასეთ შემთხვევაში მივიღებთ პატიოსან თამაშს", - ამბობს მეივეზერი.

"მენი, შენ შემდეგი იქნები", - ასე დაასრულა ამერიკელმა თავისი გამოსვლა.

ამასობაში, ცნობილმა პრომოუტერმა ბობ არუმმა გამოაცხადა, რომ მისი ორი შეგირდი - პირველ საშუალო წონაში WBA-ის ჩემპიონი მიგელ კოტო და ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ანტონიო მარგარიტო 3 დეკემბერს ამერიკაში გამართავენ მატჩრევანშს.

79 წლის არუმის თქმით, გარიგება შედგა და ერთადერთი გასარკვევი საკითხია სად გაიმართება ბრძოლა - ნიუ იორკში თუ ლას ვეგასში.

შეგახსენებთ, რომ ამ მოკრივეებს შორის პირველი ბრძოლა 2008 წლის 26 ივლისს გაიმართა და მაშინ მე-11 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა ანტონიო მარგარიტომ.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"