კიდევ ერთი დიდი ოლიმპიელი და ღირსეული მოქალაქე გამოგვაკლდა - 72 წლის ასაკში ვერაგ ვირუსს ემსხვერპლა ქეთევან ლოსაბერიძე: ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მშვილდოსანი, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური რეკორდსმენი, მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.

ქეთევან ლოსაბერიძემ მშვილდოსნობაში ვარჯიში ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლისას დაიწყო და ცოტა ხანში ყურადღება მიიქცია, როგორც ნიჭიერმა და შრომისმოყვარე ახალგაზრდამ, რომელსაც წინ დიდი სპორტული წარმატებები ელოდა. მისი ოლიმპიური დებიუტი 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე შედგა - რამდენიმე ქულა დააკლდა მედლამდე და მეოთხე ადგილი ერგო. მანამდეც და მერეც, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ქეთევანი მაშინდელი საბჭოთა ნაკრების ლიდერის რანგში გამოდიოდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო გამარჯვებებში, ტოლს არ უდებდა უძლიერეს აზიელ მეტოქეებს და ხშირად ამარცხებდა მათ.

სწორედ ქეთევან ლოსაბერიძე იყო პირველი ევროპელი მშვილდოსანი ქალი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ეს მოხდა მოსკოვში, 1980 წლის ოლიმპიადაზე, სადაც, უკვე სოლიდურ ასაკში, იშვიათი ბრძოლის უნარი და დიდი სპორტული ოსტატობა გამოავლინა, ოლიმპიური რეკორდი დაამყარა და ამაყად შედგა ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

აქტიური სპორტული ცხოვრების დასრულების შემდეგ ქეთევან ლოსაბერიძე პედაგოგიურ საქმიანობას შეუდგა და, როგორც ნიჭიერ მათემატიკოსს, აქაც წარმატებული კარიერა ჰქონდა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადი მათემატიკის კურსი მიჰყავდა. პარალელურად კი, არც სპორტს და მშვილდოსნობას ივიწყებდა - რამდენიმე წელიწადს სათავეში ედგა საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციას, თავის მდიდარ გამოცდილებას უზიარებდა ახალბედა მშვილდოსნებს, აქტიურად საქმიანობდა სეოკ-ის ქალთა კომისიაში, რეგულარულად მონაწილეობდა მნიშვნელოვან ოლიმპიურ ღონისძიებებში; ოლიმპიურ მუზეუმში ხშირად მასპინძელობდა საჯარო სკოლების მოსწავლეებს, გატაცებით უყვებოდა მათ ძველ სპორტულ ამბებს, აცნობდა ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის საინტერესო ისტორიას.

ჩვენი სპორტის წინაშე ქეთევან ლოსაბერიძის დამსახურება აღინიშნა არაერთი ჯილდოთი, მათ შორის - ღირსების, ვახტან გორგასლის მეორე ხარისხის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით, სეოკ-ის ორდენით და მედლით.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

სოსო
ამ წელში,იანვარიც არ გასულა და ჯერ მხოლოდ სპორტში,უკვე მესამე ლეგენდა და მეოთხე დიდი მოღვაწე გამოგვაკლდა.ვიქტორ სანეევი,ჯანო ბაგრატიონი.ქეთევან ლოსაბერიძე და ზოგადად მეცნიერების და სპორტული მეცნიერებების დიდი მოღვაწე,აკადემიკოსი ნოდარ მამისაშვილი.ვითომ იმედით შევყურებდით ამ წელს და კიდევ უფრო საშინელი დასაწყისი გვაქვს.ღმერთმა გაანათლოს ქალბატონი ქეთევანის სული.ძალიან ვწუხვარ.
ჩვენი სიამაყე!!!
ამხელა ლეგენდა ყოფილა ეს ქალბატონი რატომ არ აქცევდით ყურადღებას ისევე როგორც სხვა ლეგენდარულ ჩემპიონებს რომლებიც გვყავს
aburjga
რა უბედური წელი დადგა, ეს რა არის, რა ხდება?! ძალიან მეწყინა ჩვენი ჩემპიონი ქალბატონის გარდაცვალება, ძალიან! ღმერთმა აცხონოს! ყველანი სიკვდილის შვილები ვართ და იქნება მახათაზე პანთეონში, გავაკეთოთ განსაკუთრებით სახელგანთქმული სპორტსმენების სამარადისო განსასვენებელი ხეივანი?!
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"