უიმბლდონი 2011: ნოვაკ ჯოკოვიჩმა მიმდინარე უიმბლდონზე პირველი მიზანი შეასრულა - ფინალში გავიდა, რითაც პირველი ჩოგანის სტატუსი გაინაღდა
ორშაბათიდან ATP-ის მსოფლიო რეიტინგს ახალი ლიდერი ეყოლება. ნოვაკ ჯოკოვიჩმა მიმდინარე უიმბლდონზე პირველი მიზანი შეასრულა - ფინალში გავიდა, რითაც პირველი ჩოგანის სტატუსი გაინაღდა. მეორე მიზნის - ტიტულის მოგებისთვის მას კვირას რაფაელ ნადალის დამარცხება სჭირდება. სწორედ მას ჩამოართვა ნოვაკმა ლიდერობა კლასიფიკაციაში.

ჯოკოვიჩი გუშინ როჯერ ფედერერის მძლეველ ჟო-ვილფრიდ ცონგას ხვდებოდა. პირველ სეტში მეტოქეებმა თითო ბრეიკი გაცვალეს. სხვათა შორის, ფრანგი 5:4-ზე სეტზე აწვდიდა და სწორედ ამ დროს წააგო საკუთარი გეიმი, რის შემდეგაც ტაი-ბრეიკი დაინიშნა, სადაც უფრო ძლიერი სერბი ჩოგბურთელი აღმოჩნდა - 7:6 (7:4). მეორე სეტში ცონგამ შეცდომებს უმატა, რასაც ორი საკუთარი გეიმის წაგება მოჰყვა - 6:2 ჯოკოვიჩის სასარგებლოდ.

ყველაზე დრამატულად მოვლენები მესამე სეტში განვითარდა. ნოვაკმა ადრეული ბრეიკი გააკეთა და თითქოს გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი, მაგრამ ცონგამ მოულოდნელად თამაშს უმატა და უკუბრეიკით ანგარიში გაათანაბრა - 4:4. თუმცა დიდი გაჭირვებით გადარჩენილი სეტის ბედი ისევ ჯოკოვიჩის ხელში აღმოჩნდა - მან მორიგი ბრეიკი გააკეთა და 6:5-ზე მატჩზე ჩაწოდების საშუალება მიიღო. მაგრამ მე-12 გეიმში ფრანგმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, შანსი გამოიყენა და დაინიშნა მატჩში მეორე ტაი-ბრეიკი. იქაც დრამატული ბრძოლა იყო - ცონგას ორი მატჩბოლის გადარჩენა მოუწია, რის შემდეგაც ეს ხანგრძლივი გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 11:9.

ჟომ მესამე სეტს ბევრი ძალა და ემოცია შეალია და წარმატების განვრცობა ვეღარ მოახერხა. ფრანგმა ისევ ძალიან მალე დაკარგა საკუთარი მოწოდება და შემდეგ მისი დაბრუნება ვეღარ მოახერხა - 3:6.

ასე გავიდა პირველად უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი და პირველად გახდა კლასიფიკაციის ლიდერი. ის რიგით 25-ე ჩოგბურთელია, ვინც სათავეში ჩაუდგა ATP-ის რეიტინგს.

"მთელი კარიერის განმავლობაში ასეთი ემოცია არ მიმიღია. პირველად გავედი უიმბლდონის ფინალში! ეს უბრალოდ ფანტასტიკაა!

ახლა არ ვიცი, როგორ აღვნიშნავ ამ წარმატებას, აგრეთვე მსოფლიოს რეიტინგში დაწინაურებას. ვფიქრობ, მოგვიანებით მოვასწრებ ამას მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად. ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის. ფინალში სიამოვნების მიღებას ვაპირებ", - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

ATP-ის ყველა ლიდერი

1. პიტ სამპრასი (აშშ) 286 კვირა

2. როჯერ ფედერერი (შვეიც) 285

3. ივან ლენდლი (ჩეხ) 270

4. ჯიმი კონორსი (აშშ) 268

5. ჯონ მაკინროი (აშშ) 170

6. ბიორნ ბორგი (შვედ) 109

7. რაფაელ ნადალი (ესპ) 102

8. ანდრე აგასი (აშშ) 101

9. ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა) 80

10. სტეფან ედბერგი (შვედ) 72

11. ჯიმ კურიე (აშშ) 58

12. გუსტავო კუერტენი (ბრა) 43

13. ილიე ნასტასე (რუმ) 40

14. მატს ვილანდერი (შვედ) 20

15. ენდი როდიკი (აშშ) 13

16. ბორის ბეკერი (გერ) 12

17. მარატ საფინი (რუს) 9

18. ჯონ უიკომბი (ავსტრა) 8

18. ხუან კარლოს ფერერო (ესპ) 8

20. თომას მუსტერი (ავსტრი) 6

20. მარსელო რიოსი (ჩილ) 6

20. ევგენი კაფელნიკოვი (რუს) 6

23. კარლოს მოია (ესპ) 2

24. პატრიკ რაფტერი (ავსტრა) 1

24. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 1

ჯოკოვიჩის მეტოქე ნადალისა და ენდი მიურეის შეხვედრაში ირკვეოდა. ცენტრალურ კორტზე შეკრებილმა პუბლიკამ უკვე მერამდენედ იმედგაცრუებულმა დატოვა კორტი - ენდიმ კვლავ გამოავლინა გადამწყვეტი მატჩების კომპლექსი და კარგად დაწყებული შეხვედრა კატასტროფულად დაასრულა.

პირველ სეტში თანაბარი თამაში იყო და მეტოქეებმა 11 გეიმი ისე ჩაატარეს, რომ ერთი ბრეიკ-პოინტიც არ დაფიქსირებულა. მე-12 გეიმში ნადალის მოწოდებაზე მიურეიმ სამმაგი ბრეიკი-პოინტი მოიპოვა და მეორე ცდაზე გამოიყენა შანსი.

მეორე სეტში ისევ გაგრძელდა თანაბარი თამაში, ოღონდ 2:2-მდე. მეხუთე გეიმში ნადალმა მატჩში პირველი ბრეიკ-პოინტი მიიღო და პირველად მოიგო მეტოქის მოწოდება. ისე გამოვიდა, რომ რაფამ ზედიზედ შვიდი გეიმი აიღო, რისი წყალობითაც მოიგო მეორე სეტი 6:2 და მესამეში 2:0 დაწინაურდა.

მიურეი მატჩის ბოლომდე ვერ მოვიდა გონს. ბრიტანელმა მესამე პარტიაშიც ორი საკუთარი მოწოდება დათმო, მესამეში - ერთი და ასეთი ანგარიშით დამარცხდა - 7:6, 2:6, 2:6, 4:6.

თამაში ორ საათსა და 59 წუთს გაგრძელდა და ეს იყო ნადალის მე-12 გამარჯვება ბრიტანელთან ჩატარებულ 16 შეხვედრაში.

კაცები

1/2 ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ენდი მიურეი (ბრიტ, 4) 5:7, 6:2, 6:2, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 12) 7:6(4), 6:2, 6:7(9), 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...