ხუთშაბათს ევროპის ლიგაზე ქართველმა ფეხბურთელებმა სხვა კლუბების შემადგენლობაშიც ითამაშეს
ხუთშაბათს ევროპის ლიგაზე თბილისის "დინამოსა" და რუსთავის "მეტალურგის" ფეხბურთელთა გარდა, ქართველებმა სხვა კლუბების შემადგენლობაშიც ითამაშეს.

შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიბევა გიორგი ადამიას "ყარაბახმა", რომელმაც ლიტვაში "ბანგა" 4:0 გაანადგურა. ადამია აგდამელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. იმ დროისთვის "ყარაბახი" 3:0-ს იგებდა.

ბაქოს აზალ-ი შინ "მინსკს" 1:1 დაუზავდა. მასპინძელთა რიგებში ნუგზარ კვირტია 70-ე წუთიდან გამოჩნდა.

დანარჩენი ჩვენებურებისთვის კი ხუთშაბათი მეტისმეტად წარუმატებელი გამოდგა. ერევნის "ულისი" ბუდაპეშტში "ფერენცვაროშთან" 0:3 განადგურდა. სომხური კლუბის შემადგენლობაში სრულად ითამაშეს თენგიზ უგრეხელიძემ და გიორგი კრასოვსკიმ, შოთა ჯიქია მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა, ლევან აკობია კი სათადარიგო იყო.

ლატვიური "დაუგავა" კიდევ უფრო შავ დღეში აღმოჩნდა - შინ ნორვეგიულ "ტრომსოსთან" 0:5 წააგო. მასპინძელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ბიძინა ცინცაძემ, მამუკა ღონღაძე სასტარტოში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ჩიხრაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე