ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ევროტურნირების გამოძახილი: ვსწავლობთ თანამედროვე თამაშს!

ევროტურნირების გამოძახილი: ვსწავლობთ თანამედროვე თამაშს!

"დინამო"-"მილსამის" მატჩში დადებითი და სასურველი შედეგის გარდა, სხვა "რამეებიც" იყო პოზიტიური

ვერაფერს ვიტყვით: ქართულმა გუნდებმა ევროტურნირებზე მართლაც მშვენიერი სტარტი აიღეს; რა თქმა უნდა, ერთი კვირის შემდეგ განმეორებითი მატჩებია, მაგრამ არა გვგონია, რომ თბილისის "დინამომ" და რუსთავის "მეტალურგმა" პირველ შეხვედრებში მოპოვებული უპირატესობა გაფლანგონ.

თანაც, უპირატესობასაც ხომ გააჩნია: ძნელი წარმოსადგენია, "დინამო" რომ მოლდოვაში სამბურთიანი სხვაობით დამარცხდეს; აღარაფერს ვამბობთ რუსთაველებზე: "ბანანცთან" სტუმრად გამარჯვების შემდეგ "მეტალურგის" მწვრთნელ-ფეხბურთელებმა ახლა იმაზე უნდა იფიქრონ, მომდევნო ეტაპზე რომელ მეტოქესთან (პოლონურ "იაგელონიასთან" თუ ყაზახურ "ირშინთან") იქნება უმჯობესი პაექრობა.

ეგაც რომ არ იყოს, ბოლოს და ბოლოს, ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დასრულდეს ის მართლაც უსიამოვნო ტრადიცია და რომელიმე ქართულმა გუნდმა "ბანანცის" დამარცხება საშინაო მატჩშიც შეძლოს?!.

"ბანანცისა" და "მეტალურგის" შეხვედრა არ გვინახავს და ამიტომაც ამ მატჩზე დაწვრილებით ვერ ვისაუბრებთ; სამაგიეროდ, გარკვეული მოსაზრება გვინდა გამოვთქვათ "დინამოსა" და "მილსამის" მატჩზე, - მით უფრო, რომ დადებითი და სასურველი შედეგის გარდა ამ შეხვედრაში სხვა "რამეებიც" იყო პოზიტიური;

თუმცა, ნურც ზედმეტ ეიფორიაში ჩავვარდებით: რა თქმა უნდა, დინამოელთა თამაშში დადებითი აშკარად ჭარბობდა უარყოფითს, მაგრამ საშუალოზე დაბალი კლასის მეტოქეს ამდენი მომენტი არ უნდა ჰქონოდა. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ "დინამო"-"მილსამის" წყვილში ევროპის ყველა საბუქმეიქერო კანტორამ აშკარა ფავორიტის სტატუსი სწორედ ქართულ გუნდს მიაკუთვნა. საბედნიეროდ, ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა ეს სტატუსი "შეიფერა" და, რუსთავის "მეტალურგის" მსგავსად, "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებსაც მომდევნო ეტაპზე ფიქრი შეუძლიათ.

ამასთან, "დინამოს" ქომაგებს ("მილსამისთან" მატჩში 10 000-მდე გულშემატკივრის მოსვლაც სასიამოვნო მოულოდნელობად უნდა მივიჩნიოთ) გაორმაგებული ოპტიმისტური განწყობაც უნდა ჰქონდეთ: მომდევნო წრეში ჩვენი მეტოქე (უელსური "ლანელი"), ჩვენი აზრით, მოლდოვურ კლუბზე სუსტი უნდა იყოს. ამას გარდა და რაც მთავარია, შემდეგი წრიდან "დინამოს" ხომ ერთდროულად სამი ესპანელი ახალწვეული ფეხბურთელი (ხისკო, კოტო, იაგუე) დაემატება...

წარმატებული დებიუტი და სიახლის ძიება

"დინამო"-"მილსამის" მატჩამდე ჩვენი გუნდის ესპანელი მწვრთნელი საკმაოდ ფრთხილ პროგნოზს აკეთებდა და ორივე გუნდის შანსებს 50/50-ზე აფასებდა; ალექს გარსიას სიფრთხილე თუ თავის დაზღვევა, წესითა და რიგით, არავის უნდა გაჰკვირვებოდა: "ბარსელონას" საკლუბო სტრუქტურაში ნამუშევარი კაცი ხომ თავის პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებდა თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში!

დებიუტი კი წარმატებულიც გამოდგა და "დინამოს" ქომაგთათვის დამაიმედებელიც: ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის თამაშში არაერთი სიახლე დავინახეთ. რაც მთავარია, "დინამო", ფაქტობრივად მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა თანამედროვე ფეხბურთის ელემენტების ჩვენებას.

სხვა საქმეა, თუ რამდენად ეფექტიანად ასრულებდნენ დინამოელები ახალი თავკაცის დავალებებს, - თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი მაინც ის იყო, რომ არც ერთ ჩვენიანს მონდომება არ დაეწუნებოდა. შეხვედრის პერიპეტიებზე დაწვრილებით არ ვისაუბრებთ, უბრალოდ, გვინდა ყურადღება დინამოელთა თამაშში დანახულ სიახლეებზე გავამახვილოთ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ალექს გარსიამ უპირატესობა 4-3-3 განლაგებას მიანიჭა; ამასთან, ისე როგორც სლოვენია-ავსტრიაში ჩატარებულ საკონტროლო მატჩებში, მართლაც "განსაკუთრებული" დავალება ჰქონდათ ჩვენს ორივე ფლანგის მცველს: 30 წლის დავით ოდიკაძე და 23 წლის გიორგი რეხვიაშვილი 90 წუთის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ "დინამოს" შეტევებში; ერთ ეპიზოდში ოდიკაძე, ფაქტობრივად, მარჯვენა თავდამსხმელის პოზიციაზეც აღმოჩნდა და მისი ზუსტი გადაცემის შემდეგ დინამოელთა კაპიტანმა 29 წლის ალექსანდრე კოშკაძემ ეფექტური თავურიც "მიაყოლა", მაგრამ ბურთი სტუმართა კარს მცირე მანძილით აცდა.

სხვათა შორის, ოდიკაძის, კოშკაძისა და 25 წლის გიორგი ლორიას გარდა, "დინამოს" ძირითადი შემადგენლობა ერთიანად გაახალგაზრდავებული იყო - საშუალო ასაკიც, ალბათ, 20-21 წელს რომ შეადგენდა...

გარკვეულ სიახლეებზე ვსაუბრობთ და, რაღა თქმა უნდა, სხვა ნიუანსებიც არ უნდა გამოგვრჩეს: უმეტეს შემთხვევაში, დინამოელები მეტოქის ნახევარზევე ცდილობდნენ მეტოქის შევიწროებას; მთელი მოედნის პერიმეტრზე (თანაც, 90 წუთის განმავლობაში) განხორციელებული ასეთი უმკაცრესი პრესინგი, რაღა თქმა უნდა, შესაშურ ფიზიკურ გამძლეობასაც მოითხოვს; ჰოდა, მატჩის განმავლობაში ერთი-ორჯერ კი არა, რამდენჯერმეც იყო ისეთი სიტუაცია, როცა ჩვენი გუნდის რგოლებს შორის "საკმარისზე" მეტი მანძილი რჩებოდა. ეგ კი არა, მეტოქე ბევრად უფრო მაღალი კლასის რომ ყოფილიყო, ასეთი "დინამოს" ასეთი "ავანტურული" ტაქტიკით, შესაძლოა, ესარგებლა კიდეც.

ისე, არც იმას დავმალავთ, რომ ნამდვილად არ იყო საამო საცქერი, როცა აშკარად "ჩვეულებრივმა" გუნდმა ("მილსამი" კი ასეთად მიგვაჩნია) მეტად და მეტად სახიფათო სამი მომენტი შექმნა "დინამოს" კართან. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ დროთა განმავლობაში "დინამოს" თამაში ბევრად უფრო დაიხვეწება - ალექს გარსიაც ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაშია და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გარკვეული პერიოდის მერე ფეხბურთელებს ერთმანეთთან შეთამაშების პრობლემაც აღარ უნდა ჰქონდეთ.

ახალი სამკუთხედი და საკმარისი რესურსი

სლოვენიურ-ავსტრიულ შეკრებაზე "დინამომ" სამივე სპარინგ-მატჩი სხვადასხვა შემადგენლობით ჩაატარა, თუმცა მეკარისა და დაცვის რგოლში მწვრთნელი მალევე "ჩამოყალიბდა", რასაც ვერ ვიტყვით შუახაზსა და თავდასხმაზე. აკი აღნიშნა კიდეც ესპანელმა მწვრთნელმა ამ რამდენიმე დღის წინ "ლელოსთან" ინტერვიუში: ამ ორ რგოლში ვარირებას ხშირად ვახდენდი და თავის გამოჩენის შანსიც ყველას მივეციო. თუმცა, ბოლო სპარინგ-მატჩში ("შტურმთან") და "მილსამისთან" შეხვედრაში "დინამოს" ძირითად შემადგენლობას თუ შევადარებთ, ერთადერთ ცვლილებას აღმოვაჩენთ: ავსტრიელებთან მატჩი 20 წლის გიორგი თექთურმანიძემ დაიწყო, მოლდოველებთან კი - 23 წლის რობერტინიომ. ანუ, ეს იმის ნიშნად უნდა მივიღოთ, რომ ესპანელი მწვრთნელი, ფაქტობრივად, ჩამოყალიბებულია ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით, თანაც იმის მიუხედავად, რომ თანამემამულე ფორვარდის იაგუეს განაცხადში შეყვანა ვერ მოხერხდა, გარსიამ საჭიროდ აღარ ჩათვალა "მილსამისთან" მატჩის ოქმში მე-18 ფეხბურთელი ჩაეწერა...

"ლელოსთან" ინტერვიუში გარსიამ "დინამოს" ნახევარდაცვის ხაზში ეგრეთ წოდებულ სამკუთხედზეც ისაუბრა და ჩვენი გუნდის სამკაციანი ნახევარდაცვის ხილვა მართლაც საინტერესო იყო. ამ სამიდან შედარებით უკან 19 წლის ნიკა კვეკვესკირი მოქმედებდა, ვინც ევროტურნირებზე სადებიუტო მატჩი მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა; თანაც, საქმე მხოლოდ გოლსა თუ ზღაპრულ საგოლე პასზე არ არის - კვეკვესკირი მოედნის ცენტრში ისე დამაჯერებლად მოქმედებდა, თითქოს ამ დონეზე წლებია ასპარეზობდეს!

კვეკვესკირის წინ, ოდნავ მარჯვნივ და ოდნავ მარცხნივ, ალექსანდრე კოშკაძე და ჯაბა ჯიღაური მოქმედებდნენ. სხვათა შორის, 18 წლის ჯიღაური "დინამოს" შემადგენლობაში მხოლოდ მეორე ოფიციალურ მატჩს ატარებდა და ასაკთან შეუფერებელი ტაქტიკური განსწავლულობითაც გამოვარჩევდით.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე 21 წლის ვახტანგ ფანცხავას გამოჩენა სავარაუდო იყო, ფლანგებიდან კი "დინამოს" შეტევები რობერტინიოსა და 19 წლის ირაკლი ლექვთაძეს უნდა გაემწვავებინა. 55-ე წუთამდე რობერტინიო მარცხნივ თამაშობდა, ლექვთაძე - მარჯვნივ და ფლანგების შეცვლის შემდეგ ლექვთაძის მარგი ქმედების კოეფიციენტი ერთი-ორად გაიზარდა.

მთელი მატჩის განმავლოაბში მხოლოდ ეს არ ყოფილა გარსიას მიერ განხორციელებული ტაქტიკური გადაადგილება: 20 წლის გიორგი თექთურმანიძემ რობერტინიო რომ შეცვალა, ნახევარდაცვის ცენტრში დაიკავა ადგილი, ხოლო მანამდე ამ პოზიციაზე მოასპარეზე ჯაბა ჯიღაური კი უკვე მარჯვენა ფორვარდად მოგვევლინა.

მოლდოველთა კარში მეორე გოლის შემდეგ კი (დაახლოებით, სამი წუთის მერე) გარსიამ "დინამოს" თამაში სხვა ტაქტიკაზე გადააწყო და მატჩის ბოლომდე ჩვენი გუნდი 4-1-4-1 განლაგებით ასპარეზობდა (ცენტრალური მცველების წინ გამოკვეთილ საყრდენად კვეკვესკირი თამაშობდა). ასევე ტაქტიკური ხასიათის იყო ბოლო ცვლილებაც: უფრო შეტევაზე ორიენტირებული ცენტრალური ნახევარმცველის კოშკაძის ნაცვლად ჩამშლელი ტიპის შუახაზელი, კიდევ ერთი დებიუტანტი გოგა ბერაია გამოჩნდა მოედანზე.

დაბოლოს, არცთუ უმნიშვნელო ფაქტორზეც: დინამოელთა თამაშში უამრავი სიახლის გარდა გარკვეული "სარეზერვო მარაგიც" იგრძნობოდა; ანუ, ფაქტია, რომ გუნდს ბევრად უფრო უკეთ შეუძლია მწვრთნელის იდეებს ალღო აუღოს, ამასობაში ერთდროულად სამი ესპანელი ფეხბურთელიც დაემატებათ და..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ramo

არ მომეწონა. ჯერ ერთი ბანანცნმა ორ ჯერ მოიგო საქართველოში და ავტორი ვალდებულია ამ ფაქტს განსაკუთრებით გაუსვას ხაზი. მითუმეტეს პიველი თამაში არ უნახავს. ანუ დამშვიდებულ ცხვირ აწეულმა პოლიტიკამ შეიძლება კიდევ ერთხელ მოგვჭრას თავი და ამაში ამ ავტორის დამსახურებაც იქნება. იგივე იგრძნობა დინამოზეც. მე ერთს ვიტყვი თუ მოლდოვაში ნახევარდაცვა არ გაძლიერდა, თუ არ დაემატა ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები, ამ ბავშვებმა შეიძლება ვერ გაქაჩონ. ერთი მიხარია, ესპანელი ამ სტატიას არ წაიკითხავს დარაიმე სისულელეს არ გააკეთებს.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!