"მიტდიულანდთან" წაგებულ (1:5) შეხვედრაში ჩაკვეტაძის კიტელის ნაცვლად ჩართვა სიმბოლური ცვლილება იყო. "ჰამბურგს" პლეიმეიკერი უახლოეს ტურში, ლიდერ "დარმშტადის" წინააღმდეგ დააკლდება.

გიორგის შესახებ არსებული მონაცემებიდან ჩანს, რომ ჩაკვეტაძე არა მხოლოდ კარგად ერგება "ჰამბურგს" და მისი თამაშის სტილს, არამედ შეტევაში მის ყველა შესაძლო თანაგუნდელსაც.

ჩაკვეტაძის საუკეთესო პოზიცია ცენტრშია და ის ასევე პროდუქტიულია მარცხნივაც. მისი ამჟამინდელი "GSN ინდექსი" არის 67.50. ეს ბუნდესლიგის საშუალო მაჩვენებელს შეესაბამება. თუმცა ამ ეტაპზე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი მხოლოდ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარითაა აყვანილი. ასე რომ, სწრაფად უნდა იმოქმედოს.

ჩაკვეტაძის ძლიერი მხარეებია ინდივიდუალურ დუელებში გამარჯვება, პასი, თამაშის ხედვა, კრეატიულობა და სისწრაფე. თუმცა თავდაცვით მუშაობაში აშკარა სისუსტეებს ავლენს. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 32,95 კმ/სთ, რაც კარგია ცენტრში მოთამაშისთვის. გიორგი უფრო სწრაფია, ვიდრე კიტელი (32,18).

კიტელს გოლის გასატანად 3 შეხვედრა სჭირდება, ჩაკვეტაძის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 5 მატჩს უტოლდება. 29 წლის გერმანელი ნახევარმცველი მეტოქის საჯარიმოში ბურთს უფრო ხშირად ეხება და პარტნიორებს საგოლე შანსებსაც მეტად უქმნის. ასევე, კიტელი მეტად ეძებს ფორვარდებს, ვიდრე ამას გიორგი აკეთებს.

ქართველს სხვა დადებითი მხარეები აქვს - 22 წლის ფეხბურთელი უფრო აქტიურია - 90 წუთში 82 ქმედება აქვს (კიტელს 65) და მათგან 74,39 პროცენტი წარმატებულია (კიტელის 67,69). აღსანიშნავია: ჩაკვეტაძე 90 წუთში ათ დრიბლინგს აკეთებს, საშუალოდ კიტელი მხოლოდ 3.3-ს ბედავს და უმეტეს შემთხვევაში, ბურთს კარგავს.

ჩაკვეტაძის 40 პასი 90 წუთში ძალიან კარგი მაჩვენებელია, თანაც 85-პროცენტიანი სიზუსტით. აქაც ის ჯობია კიტელს: "ჰამბურგის" ამჟამინდელი პლეიმეიკერი 90 წუთში 38 პასს აკეთებს, აქედან 29 ზუსტია (76,31 პროცენტი). ახალწვეული დუელებთან დაკავშირებითაც უკეთესია - ჩაკვეტაძეს 90 წუთში 21 დუელი აქვს, მისი წარმატების მაჩვენებელი 47,61-ია; კიტელი კი 39,09 პროცენტს იგებს.

მომზადებულია ndr-ის მიხედვით

რონი
მწვრთნელი მართალი იყო თან ვერ შეეწყო ხასიათებით ჩაკვეს. მესი რო მესია და ნეიმარი რო ნეიმარია უკვე მიდის მაგათზე აქტიური საუბარი რომ არ ეხმარებიან დაცვას და არ აპრესინგებენ მეტოქეს და ეს დიდ უპირატესობას აძლევს მოწინააღმდეგესო.. რეალი რასაც უზავს მაგ ვარსკვლავებით გაზულუქებულ ხროვას მალე ვნახავთ. ჩაკვემ ფიზიკაში უნდა მოუმატოს სანიოლიც მაგას მოსთხოვს რომ ათამაშოს დაცვას მიეხმაროს როგორც კვარა ეხმარება.... მარტო შეტევა არავის უნდა ვინისიუსი რომ ვინისიუსია ისიც კი დაცვაში დოღის ცხენივით ადის ჩადის... რაული გავიხსენოთ სად ჩადიოდა და სად ეხმარებოდა დაცვას.. ასეთი ფეხბურთელები ფასობს დღეს.....დაკარგე? წამოეწია დაიბრუნე ან ეცადე მაინც ხელი მაინც შეუშალე შეტევის წამოწყებაში.. მაგრამ ეს დიდ ენერგიას მოითხოვს..... ამიტომ ფიზიკას უნდა მოუმატოს
სოსო
არავითარი სტატისტიკა არ მჭირდება გიორგის შესაძლებლობების დასანახად.ეს უკვე ყველას ნანახი გვაქვს.მთავარია ფორმა და თავდაჯერებულობა სრულად აღიდგინოს.მერე კი,ბუნდესლიგაშიც ბევრს დასვავს მესამე წერტილზე.სწორედ ამას ვუსურვებ გიოს.
Alexandre
წარმატებები გიირგის! მთელი საქართველო შენი გულშემატკივარია. ღ.ანთაძესთან შეკითხვა: ჩაკვეტაძეს ციფრები საიდანაა, წელიწადია არ უთამაშია?
Levani
Sul2 და გოგა- თქვენ რო არ იცით,ამ ციფრებს დინამოს თამააებზეც ითვლიდნენ 80იანი წლებიდან დღემდე,ოღონდ ტექნიკაში ჩამოვრჩბით და თითო კაცს თითო დამთვლელს(ძირითადად მომავალ მწვრთნელებს) აბარებდნენ,ისინი კიდე იწერდნენ თავის დასათვლელს რამდენი პასი(ზუსტი) ჩაჭრა,დრიბლინგი და ა.შ. ჰქონდათ.ახალკაცის სკოლაა საქართველო ბაბუ,ყირგიზეთი არ გეგონოთ. დონეში სხვაობა ისაა-იმათთან ეს 2ე ლიგაში ხდება. ერთსაც დავამატებ- ჩაკვე როცა დაფრინავდა და მაგრა უბერავდა ის გასიებული იზელბრუკი მაშინაც იძახდა "ევროპული ფეხბურთი" უნდა ისწავლოსო.ანუ მარტო შექმნას შეტევა(სხვები ბანძები იყვნენ) და დაცვაშიც იმიშაოს ვირივითო... რა ვიცი-შევაგინოთ რამე ხო?
გიორგი IV
ესეთი პოტენციალი ქინქლაძის მერე არავის ქონია საქართველოში.ყველაფერი აქვს რაც უნდა ჰქონდეს სრულყოფილ ფეხბურთელს.ჰამბურგიც ძაან მაგარი კლუბია.ისტორიული.ტიტულოვანი.წარმატებები გიოს!
Zaza-ს
სწრაფია, მაგრამ მალე იღლება... ამტანობა მოამატებინონ და საოცრებებს ჩაიდენს!
Master
ამ შედარებით რაც ირკვევა ისაა რომ ჩაკვეტაძე გაცილებით უკეთესი ფეხბურთელია ვიდრე ეს კიტელი.თან გაცილებით ახალგაზრდა.იმედია მოიპოვებს მწვრთნელის ნდობას.
Zaza
ოქრიაშვილი ლაპარაკობდა ინტერვიუს დროს, რომ ნაკრებში 100 მეტრზე ყველაზე სწრაფები საბა და ჩაკვე არიანო. აჩქარებაში და 30-45 მეტრში კვარაა ძლიერი. ფეხბურთში მთავარი მოკლე აჩქარებებია და ამიტომ ამბობენ არაა სწრაფიო ჩაკვე. იმედია ჩაკვე თავის დადებით მხარეებს კარგად გამოიყენებს და განვითარდება.
L.J .
Acalet bichs pormashi shesvla...erti taimi itamasha da daiwyo tavidan
sul2
ციფრები... ციფრები... არ იყო ციფრები მაგრამ იყო კანტონა, იყო ბაჯო, ბერგკამპი, ზიზუ, ტიერი, ბატისტუტა, რეკობა, ძანეტი, შირერი და ლეგენდარული რონალდინიო... ქინქლაძეც იყო, სწორედ რომ ციფრების გარეშე, მაგრამ იყო...
tngh
წარმატებები გიოს!!!
გოგა
ეს გერმანელები სულ ციფრებს უყურებენ
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა