გერმანულ მედიაში "ჰამბურგის" ახალწვეულ გიორგი ჩაკვეტაძეზე საკმაოდ ბევრს წერენ.

TAG24:

"შესაძლოა, ჩაკვეტაძეს თავისი უნარების შეზღუდული დროით დამტკიცება მომავალ შეხვედრაში, ლიდერ "დარმშტადტ 98-თან" (6 თებერვალი) მოუწიოს.

მაისნერი თუ ვინცჰაიმერი - რომელი ფორვარდი შეიცვლება იანვარში? სონი კიტელი "ჰამბურგის" ნამდვილად ყველაზე შემოქმედებითი ნახევარმცველია, რომელიც ახლა დისკვალიფიცირებულია, დევიდ კინსომბს კი ძვლის დაჭიმულობა აწუხებს.

მთავარი მწვრთნელი ვალტერი ამბობს:

"გიორგის ნამდვილად შეუძლია დაგვეხმაროს იმით, თუ როგორ შემოქმედებით ფეხბურთს თამაშობს. ის ძალიან კრეატიული და საშიშია."

გიორგი ჩაკვეტაძეს ბოლო წლებში ტრავმები აწუხებდა და "გენტში" იშვიათად ენდობოდნენ - ბოლო 2.5 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების წევრმა მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა ამ ლიგაში და 731 წუთი ითამაშა - სერიოზული ტრავმების გამო."

ამასობაში, გერმანიის თასის მეოთხედფინალში "ჰამბურგის" მეტოქე გაირკა და ის "კარლსრუე" იქნება. ამ კლუბში ალექსანდრე იაშვილი გამოდიოდა. შეხვედრა 1-ელ ან 2 მარტს შედგება და მას ჩაკვეტაძე და მისი თანაგუნდელები საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.

zaza
მაგარი იყო კალცი , ძაან მაგარი , მაგრამ გუცაევმა ფარცხივით ათრია . გამოცდილება დააკლდა დინამოს მაშინ .
Bs
ახლა შენ იცი გიორგი! ბევრი შრომა და რა თქმა იღბალი რომ პრობლემებს აგარიდოს! დიდი ტრადიციების გუნდია ჰამბურგი. გესახელებინოს თავი! უფალი შეგეწიოს! მოკლედ, აწი ვქოგობთ ჰამბურგშპორტვერაინს! ჰა-ეს-ვო! ჰა-ეს-ვო! ))))
giorgi janikashvili
იმ თამაშის დავიწყება შეუძლებელია.დარწმუნებული ვიყავი გამარჯვებაში,მაგრამ...არადა პირველი გოლი ჩვენ გავიტანეთ.როგორც მახსოვს ერთი ბურთი პენალტით გაგვიტანეს.ბულიანმა დაარტყა პირდაპირ ცენტრში მეკარე რომ მდგარიყო თავში მოხვდებოდა,მაგრამ გაბელია რა თქმა უნდა უკვე გადამხტარი იყო ...
jordan beli
რა თქმა უნდა კიგანიც...წყეულიმც(ვხუმრობ რა თქმა უნდა)იყოს,აგვაწიოკა... და დავით მუჯირის გოლიც მახსოვს გაბელიას კარში და ამ მომენტის ამსახველი სურათიც მაქვს რომელიღაც გაზეთიდან-გაბელია ნახტომში და მუჯირის გაოცებული სახე. კალცი კი დინამოზე ვნახე და სირბილიც კი სხვანაირი ჰქონდა,ჩაწეული გეტრებით თამაშობდა.მოთელვაზე რო გამოვიდა ცხენი ფლოქვებით რო ბალახს გლეჯს ისე გლეჯავდა რო დარბოდა.მხეცი იყო!
გიზოგ
და კიგანი
რონი
ჩაკვეზეა ეხლა ყველაფერი დამოკიდებული 7ნომრიანი მაისური მისცეს სასტარტოსკენ გზა გაუხსნეს შანს აძლევენ და ეიმედებათ დალშე ჩაკვეზეა დარჩენილი რას როგორ იზავს თუ უნდა რომ ზრდა განაგრძოს და უმაღლეს დონეზე გააგრძელოს გზა ეს შანსი უნდა გამოიყენოს თუარადა მოუწევს ისევ საქართველოში დაბრუნება.... იმედია ღმერთი გადმოხედავს და ამ სეზონს ტრამვების გარეშე ჩაამთავრებს. ამდენი ხნის უთამაშებლობის მერე გამოხვიდე და სასწაული მოახდინო შეუძლებელია მაგრამ ამ 2 თვეში ნელ ნელა უმაღლეს დონეს უნდა მიაღწიოს იმ დონეს როგორც ვიცნობთ. მიდი ჩაკვე შენ იცი
ელგუჯა
მაგარი იყო მაღალი წვერებიანი 2 ნომერი კალცი ფლანგი ქონდა გაგდებული ნინიას ბაღივით წინ და უკან დარბოდა მხეცივით
მამუკა
ძალიან სწორი შეფასებაა გეთანხმებით, მხოლოდ ეგაა, რომ ვარჯიშს უნდა მოუმატოს და მოინდომოს 100%
jordan beli
ჰამბურგის გაგონებაზე მანფრედ კალცი მახსენდება ხოლმე...
გიო
სწორი გადაწყვეტილება იყო გენტიდან წამოსვლა იქ ფაქტიურად არ უწევდა თამაში მწვრთნელი არ ენდობოდა მის პოზიციაზე იყო დიდი კონკურენცია თუ სეზონის ბოლომდე სკამზე მოუწევდა ჯდომა ფლიქოლოგიურადაც ძალიან რთულია ისეთ გუნდში ყოფნა სადაც არ გენდობიან თამაშის დროსაც ეტყობოდა ჩაკეტაძეს ეს ყველაფერი მაქსიმალურად ფრთხილად თამაშობდა ცდილობდა რომ შეცდომა არ დაეშვა თავის თავზე არ იღებდა თამაშს ცდილობდა ბურთ არ დაეკარგა რომ თამაშის მერე მწვრთნელისგან შენიშნვნა და კრიტიკა არ მიეღო ზოგადად ასეთი სიტუციაში რთულია მე 2 ბუნდესლიგა და დღევანდელი ჰამბურგი არ არის იმ დონის გუნდი და აქ არც კონკურენცია ისეთი რომ ჩაკვეტაძეს გაუჭირდეს ძირითადში მოხვედრაა თუ იშრომებს თავს გამოიჩენს ვარჯიშებზე და დანახებს მწვრთენელბს თავის შესაძლებლობებს ბოლომდე ვარჯიშზე და თამაშებზეც მას სკამზე არავინ დასვამს.
ზაზა
ჰამბრუგი ძალიან ტიტულოვანი და ცნობილი გუნდია გერმანიაში თავის დროზე გერმანული ფეხბურთის ერთ ერთი გრანდი იყო 70-80 იან წლებში დაფრინავდა არაერთხელ აქვს მოგებული გერმანის ჩემპიონატი და თასი აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა თასების თასი ერთი სიტყვით დიდი ისტორია აქვს ამ გუნდს როდესაც ჰამბურგი გავარდა პირველი ბუნდესლიგიდან ამის შემდეგ ყველა წამყვანმა მაღალი კლასის ფეხბურთელმა დატოვა გუნდი როგორც ხდება ხოლმე ასევე გუნდს შეუმცირდა სპონსორობაც დღევანდელ ჰამბურგში ჩაკვეტაძის ნიჭის ტალანტის და გამოცდილების მქონე ფეხბურთელს წესით არ უნდა გაუჭირდეს ძირითადში დამკვიდრება ყველაფერი მასზეა დამოკიდებული იმედი მაქვს რომ ახალ გუნდში გადასვლა გარემოს შეცვლა და ახალი ჩემპიონატი კარიერაში მისთვის შემობრუნების წერტილი გახდება გერმანელებს კარგად შეუძლიათ ტაქტიკურად და ფიზიკურად ფეხბურთელების მომზადება მთავარია გახდეს ძირითადის ფეხბურთელი შედეგიანად ათამაშდეს და ამით ნაკრებსაც დაეხმარება და მისი საკლუბო კარიერისთვისაც ძალიან კარგი იქნება ეს ყველაფერი წატმატებებს ვუსურვებ. ზოგადად ვინც იყვნენ გერმანიაში ქართველები ნიჭიერები და შრომაც არ ეზარებოდათ ყველამ ითამაშა კობიაშვილი იაშვილი ცქიტიშვილი არველაძე ცხადაძე არ არის ქართველებისთვის ცუდად დაცდილი ჩემპიონატი.
tngh
წარმატებები გიოს, და საქართველოს ნაკრებს.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა