ესპანელმა ხერარდ პიკემ ღიად ისაუბრა საკითხებზე, თუ რას მოიმოქმედებდა იმ შემთხვევაში, "ბარსელონას" პრეზიდენტი რომ ყოფილიყო.

34 წლის მცველმა შიდა წრე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კლუბს ბევრად თანამედროვეს გახდიდა.

"კლუბს ბევრად თანამედროვეს გავხდიდი, უამრავ რაღაცას შევცვლიდი; შიდა წრეს ვეტყოდი, რომ მოეკეტათ. ტოქსიკურები არიან. როგორც კი დავინახავდი, რომ სიტუაცია ირევა, გავყრიდი.

რაც შეეხება უსმან დემბელეს მომავალს, ფრანგი ფეხბურთელი 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. მესმის ორივე მხარის, თუმცა ბიზნესის ნაწილი ვართ, ჩვენით სხვადასხვა გუნდი თუ პირი სოლიდურ თანხას შოულობს. ყველას აქვს უფლება, საკუთარი ინტერესი დაიცვას, ამიტომ საუკეთესო ვარიანტი უნდა იქნეს ნაპოვნი. მას ვკითხეთ, თუ რას აპირებდა, ის კი რაღაცას ელოდება", - განაცხადა ხერარდმა.

პიკემ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებზეც ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს მცველმა "ლა როხა" დატოვა, არ გამორიცხავს, რომ მომავალში ესპანეთის მაისური კიდევ მოირგოს.

"ცხადია, რომ მე ნაკრები დავტოვე, მაგრამ ერთ დღეს შეიძლება მწვრთნელს დავურეკო და ვუთხრა, შეიძლება...

არ მინდა, რომ ჩემთვის ნაკრების კარი დაკეტილი იყოს. 100 პროცენტით ვერ გეტყვით... მაგრამ 99 პროცენტით ეს ყველაფერი არ მოხდება".

შეგახსენებთ, პიკე "ბარსელონაში" 2008 წლიდან გამოდის, გამართა 382 შეხვედრა და თავი 29 გოლითაც გამოიჩინა.

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, მცველი 2009-18 წლებში გამოდიოდა, 102 მატჩი ჩაატარა და 5-ჯერაც აიღო მოწინააღმდეგის კარი.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს