ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნების" მეტოქე, რუმინეთის ეროვნული გუნდი მზადებას შეუდგა
ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქე, რუმინეთის ეროვნული გუნდი მომავალი ბატალიებისთვის მზადებას შეუდგა.

"მუხის ფოთლების" ფრანგმა თავკაცმა რობერ ანტონენმა 34 მორაგბე იხმო. გუნდის შემადგენლობა დიდად არ განსხვავდება იმ რაზმისგან, რომელმაც ახლახან ბუქარესტში გამართულ IRB-ს ერთა თასზე წარუმატებლად იასპარეზა.

რუმინელებმა ეს ტურნირი, რომელიც დიდი ხანია ბუქარესტში ტარდება ერთხელაც ვერ მოიგეს. ამჯერადაც, მათ სამი მატჩიდან ორი წააგეს და ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა. მიუხედავად ამისა, ანტონენის გუნდში მაინც ვერ მოინახა ადგილი ვეტერანი მეორეხაზელი სორინ სოკოლისთვის. ისევ უარობს ნაკრებში თამაშს სოკოლზე არანაკლებ გამოცდილი მესამეხაზელი ალექსანდრუ მანტა.

სხვა მხრივ ანტონენის განკარგულებაში ყველა საუკეთესო რუმინელი მორაგბეა. "სტეჟარის" თავკაცმა კიდევ ერთხელ დაადსტურა რუმინულ რაგბიში არსებული კრიზისის შესახებ გამოთქმული მოსაზრება და ამ ქვეყნის გუნდს ახალ ზელანდიაში მხოლოდ ერთი თამაშის მოსაგებად ამზადებს. რუმინელთა სამიზნე კი ცნობილია- საქართველოს ეროვნული ნაკრები.

რუმინეთის ნაკრები

პირველი ხაზი: ნიკოლაე ნერე, სეზარ პოპესკუ, დრაგოშ დიმა, მიჰაიტა ლაზარი, იონ პაულიკა, სილვიუ ფლორეა, მარიუს ტინკუ, ბოგდან ზებეგა, ანდრეი რადოი.

მეორე ხაზი: კრისტიან პეტრე, ვალენტინ ურსაკე, ვალენტინ პოპარლანი, მარიუს სირბე.

მესამე ხაზი: სტელიან ბურეა, მიჰაი მაკოვეი, დანიელ იონუსი, ოვიდიუ ტონიცა, დანიელ კარპო, ვასილე რუსი.

#9: ლუჩან სირბუ, ფლორინ სურუგუი, ვალენტინ კალაფეტეანუ.

#10: დანუც დუმბრავა, იონუც დიმოფტე.

#12-13: კონსტანტინ გეარა, ჩაბა გალი, იონელ კაზანი, კატალინ დესკალუ.

#11-14: კატალინ ფერკუ, კატალინ ნიკოლაე, მადალინ ლემნარუ, სტეფან ჩუნტუ.

#15: ვლაიკუ ფლორინ, იულიან დუმიტრაში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

admin
omar korgazakhia-ს. გმადლობთ გულისხმიერებისთვის. თქვენი შენიშვნა აბსოლუტურად სწორია. საერთოდ კი, მორაგბეს ვწერთ ყოველთვის, უბრალოდ ამ ჯერზე შეცდომა არა ჟურნალისტმა, არამედ ტექნიკურმა პერსონალმა ვიდეოფაილის ატვირთვის დროს დაუშვა. შეცდომა უკვე გამოსწორებულია.გმადლობთ.
goiona
"პიანისტიც" გადმონაშთია "კარატისტიც"? ინფრასტრუქტურაზე მთავრობას რო მადლობა უთხრეს მაგ რეპორტაჟში, სწორი იქნებოდა, ივანიშვილიც ეხსენებინათ.
omar korgazakhia
ვიდეოს ვერ გავუკეთე კომენტარი და მინდა აქ დავწერო და იმედია მიაქცევთ ყურადღებას... ვიდეოს ქვია "ქართველი რაგბისტები CNN-ზე" სიტყვა "რაგბისტი" არის პარადოქსი, წარსულის მახინჯი გადმონაშთი, რუსულის და ქართულის მახინჯი კომბინაცია, როდესაც ქართულში გვაქვს ამის შესატყვისი " მორაგბე" და შესაბამისად "ქართველი მორაგბეები", გთხოვთ როცა არსებობს იმის საშუალება, რომ ვიხმაროთ შესაბამისი ქართული სიტყვები და ქართული ნამდვილად არაა ღარიბი ენა მოვერიდოთ უცხოურ ტერმინებს. გინდ რუსული იყოს ეს და გინდ ინგლისური... ეს შოვინიზმი არა ეს მშობლიური ენის პატივისცემაა და ალბათ მოგეხსენებათ, რომ რაგბში თითქმის ყველაფერს აქვს ქართული შესატყვისი, რაზეც თავის დროზე იზრნა ბატონმა ზაალ გიგინეიშვილმა, რისთვისაც დიდი მადლობა ამ კაცს... მადლობა ყურადღებისთვის.
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე