ბელგრადში გრძელდება იუნიორთა ევროპის ჩემპიონატი სინქრონულ ცურვაში, სადაც 148 მონაწილეს შორის ქრისტინე ბოჭორიშვილიც ასპარეზობს
ბელგრადში გრძელდება იუნიორთა ევროპის ჩემპიონატი სინქრონულ ცურვაში. გუშინ სპორტსმენები ფიგურებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. 148 მონაწილეს შორის ქრისტინე ბოჭორიშვილმა, რომელიც სოლოში მეათე იყო, 68.9977 ქულით 74-ე ადგილი დაიკავა. ორგანიზატორებმა შედეგების შესაჯამებლად მხოლოდ სოლისტების ქულები აიღეს. ამ მონაცემებით (145.6677 ქულა) ქართველ სპორტსმენს მე-11 ადგილი ხვდა და კვირას ფინალში იასპარეზებს.

"ასეთ ტურნირში ქრისტინე პირველად მონაწილეობს და მსაჯები მას ცუდად იცნობენ,რასაც, სამწუხაროდ, ხშირად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, - გვითხრა ბოჭორიშვილის დედამ და მწვრთნელმა ნინო ლომოურმა ,რომელსაც გუშინ სერბეთის დედაქალაქში შევეხმიანეთ. - ფიგურებში ასპარეზობის შემდეგ ჩემთან რამდენიმე ქვეყნის მწვრთნელი მოვიდა, რომლებმაც გულისტკივილი გამოხატეს იმის გამო, რომ აშკარად დაგვაკლეს ქულები.

ხელი იმანაც შეგვიშალა, რომ პირველობაზე ჩვენი არბიტრი არ გვყავს. ყოველივეს მიუხედავად, ქრისტინა ფინალში თუ კარგად შეასრულებს სოლოს, ათეულში დაიმკვიდრებს ადგილს. დებიუტისთვის კი ეს ურიგო შედეგი არ იქნება, მით უმეტეს, რომ ბოლო დროს ცუდი საწვრთნელი პირობები ჰქონდა. სალონიკიში 17 წელიწადი ვიცხოვრე. იქ საწყლოსნო კლუბ "ირაკლისის" წევრებს ვავარჯიშებდი. ჩემმა ერთმა შეგირდმა ათენის ოლიმპიადაზე იასპარეზა, ერთიც ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორი გახდა.

ამასწინათ სამუშაოდ ქალაქი და კლუბი გამოვიცვალე. "ირაკლისიდან" ჩემმა წამოსვლამ ქრისტინე დააზარალა - კლუბის ხელმძღვანელობამ აუზში ჩასვლა აუკრძალა და სხვაგან გადასასვლელად სასპორტო პასპორტიც არ მისცა. პროვინციული აუზის ერთ ბილიკზე ვარჯიშობდა, სადაც საშეჯიბრო პროგრამის დამუშავება შეუძლებელი იყო.

პარასკევს და შაბათს კი მიმყავდა ჩემთან, მაგრამ კვირაში ორდღიანი წვრთნა წარმატებისთვის რას გეყოფა. ვეცდებით, პრობლემა დროულად მოვაგვაროთ და შედეგებიც გავაუმჯობესოთ..."

ბელგრადში ასპარეზობის ბოლო დღის წინ 173.1839 ქულით პირველ ადგილზეა რუსი ვლადა ჩიგირიოვა, მეორე-მესამე ადგილებს ევანგელია პლატანიოტი (საბერძნეთი, 164.6173) და კლარა კამაჩო (ესპანეთი, 162.0076) ინაწილებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა