ოფიციალურად დადასტურდა, რომ NBA-ის ოთხგზის ჩემპიონი, 38 წლის ცენტრი შაკილ ო'ნილი "ბოსტონ სელტიქსში" გააგრძელება კარიერას.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ NBA-ის ოთხგზის ჩემპიონი, 38 წლის ცენტრი შაკილ ო'ნილი "ბოსტონ სელტიქსში" გააგრძელება კარიერას. მხარეებმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც ლეგენდარული კალათბურთელის წლიური ხელფასი დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარი იქნება.

შაკმა ბოლო სამ წელიწადში მესამე კლუბი გამოიცვალა. "ორლანდოში" (1992-96), "ლეიკერსში" (1996-2004) და "მაიამიში" (2004-08) გამოსვლის შემდეგ, ო'ნილმა თითო სეზონი ითამაშა "ფინიქსსა" და "კლივლენდში", ახლა კი, როგორც ჩანს, კარიერის დასრულებას "ბოსტონში" აპირებს.

შაკილი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდა და კარიერის გაგრძელების ერთ-ერთ ვარიანტად ევროპაში გამგზავრება ჰქონდა, ოღონდ ხელფასის სახით 10 მილიონს ითხოვდა. "ბებერი კონტინენტიდან" ამერიკელ გიგანტს არავინ გამოხმაურებია. შაკმა არც "კლივლენდთან" ხელშეკრულების გაგრძელება მოისურვა, რადგან ლებრონ ჯეიმსის წასვლის შემდეგ, ეს კლუბი ჩემპიონობის მაძიებელებთა რიცხვში აღარ შედის, ო'ნილის მთავარი მოტივაცია კი კარიერის დასასრულს კიდევ საჩემპიონო ბეჭდის მოგებაა. ამისთვის ის ვეტერანის მინიმალურ ხელფასზეც კი თანახმა იყო. საბოლოოდ, შაკილს გაუმართლა. "ბოსტონი" ტრავმირებული ცენტრის - კენდრიკ პერკინსის შემცვლელს ეძებდა და შაკზე უკეთეს ვარიანტს, ალბათ, ვერც იპოვნიდა.

საინტერესოა, რომ შაკილი არ გახლავთ ერთადერთი ო'ნილი, რომელიც ამ ზაფხულს "სელტიქსში" ჩაირიცხა. გუნდის ახალწვეული გახდა მისი მოგვარე - მძიმე ფორვარდი ჯერმეინ ო'ნილი.

გუშინდელი გარიგების შემდეგ, "ბოსტონის" "დიდ სამეულს" შაკი შეუერთდა და ახლა ამ გუნდს შეიძლება "დიდი ოთხეული" დავუძახოთ. ცნობილმა "დიდმა ტრიომ" (პოლ პირსი, კევინ გარნეტი, რეი ალენი) "ბოსტონს" 2008 წელს ჩემპიონის ტიტული მოუტანა.

"ჩემთვის დიდი პატივია "სელტიქსში" თამაში, - წერია კალათბურთელის ოფიციალურ განცხადებაში. - მრავალი წლის განმავლობაში ვთამაშობდი პირსის, გარნეტის, ალენის, რონდოსა და ჯერმეინის წინააღმდეგ და კარგია, რომ ახლა ისინი ჩემი პარტნიორები იქნებიან. ერთი სული მაქვს როდის შევუდგები ახალ კლუბთან ერთად მორიგი ტიტულისთვის ბრძოლას".

ამ გარიგებით ცნობილი გახდა მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში "ბოსტონის" პოლიტიკა. კლუბის მენეჯმენტს ორი გზა ჰქონდა: შეენარჩუნებინა ამჟამინდელი შემადგენლობა ან ახალი, უფრო ახალგაზრდა გუნდის მშენებლობა დაეწყო. იმის გათვალისწინებით, რომ პირსმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ალენმა - ორწლიანი, გარნეტს კი კიდევ ორი წელი დარჩა ამ გუნდში, კლუბის გენერალური მენეჯერი დენი ეინჯი ძველი მოთამაშეების დახმარებით შეეცდება ორი წლის წინანდელი ტრიუმფის გამეორებას. ვნახოთ, რამდენად დაეხმარებიან ამ ოცნების ასრულებაში "სელტიქსს" შაკილ და ჯერმეინ ო'ნილები.

ლელო

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა