ქართველი გულშემატკივრები ყოველთვის ინტერესით აკვირდებიან იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენებური გვარის არიან, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში დაიბადნენ ან ადრეულ ასაკში საცხოვრებლად გადავიდნენ და კარიერაც იქ განავითარეს.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების ღირსება გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი წიტაიშვილმა წარმატებით დაიცვეს, ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
სოციალურ ქსელში 9 წლის ბიჭის ვიდეო გავრცელდა, რომელიც უკვე ბერძნულ გრანდ "ოლიმპიაკოსის" ასაკობრივი გუნდის წევრია - მოსე კვალიაშვილი.
მოსე კვალიაშვილი
როგორც გავარკვიეთ, დამწყები ფეხბურთელი საქართველოში "ცინცაძის აკადემიაში" გამოდიოდა, სადაც მისი მწვრთნელები ჯაბა ლეშკაშელი და ტატო იუკურიძე იყვნენ.
ჯაბა ლეშკაშელი: "მოსეს თავიდანვე ეტყობოდა, რომ შრომისმოყვარე იყო. ეს პატარა და საყვარელი ბიჭი მალე ჩვენი გუნდის კაპიტანი და ლიდერი გახდა.
მას ბურთთან ურთიერთობა, მისი შენარჩუნება არასდროს უჭირდა და დრიბლინგითაც გამოირჩეოდა. მოსეს გარკვეული სამუშაო სისწრაფის გაუმჯობესებაზე ჰქონდა და ამ კომპონენტშიც სერიოზული პროგრესი განიცადა. საკუთარ თავზე მუშაობა არ უჭირს, ფიზიკურადაც ძლიერია - უცხო ქვეყნის მოთხოვნებთან შეგუება არ გასჭირვებია.
სხვათა შორის, კვალიაშვილი სტანდარტულებს კარგად ასრულებს. მას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში, მაგრამ მე უფრო მეტად კლასიკურ ფლეიმეიკერად ვხედავ."
ტატო იუკურიძე: "მოსე ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ბიჭია, რომელიც ცდილობს, საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოს.
მე მის სათამაშო ინტელექტს გამოვარჩევდი, ასევე, ძლიერ ხასიათს - შეუძლია მატჩის სადავეები ხელში აიღოს. კვალიაშვილს ფიზიკური მომზადების კუთხით პრობლემები არც საბერძნეთში აქვს.
მოსე კარგად აცნობიერებს, რომ მისი მთავარი მიზნის ასრულებას - საქართველოს ნაკრებში თამაშს, დიდი მონდომება სჭირდება და დარწმუნებული ვარ, ამისთვის ყველაფერს გააკეთებს."
ფეხბურთელის მამა ალექსანდრე კვალიაშვილი ამბობს, რომ მოსეს საკმაოდ ხშირად ესაუბრება იმაზე, რომ მათი ოცნება საქართველოს ნაკრების მაისურის ტარებაა:
"თბილისში თამაშისას თითქმის ყველა ტურნირს პირველ ადგილზე ასრულებდნენ. საბერძნეთში ცხოვრების გადაწყვეტილება მისი კიდევ უფრო განვითარების მიზნით მივიღეთ - გავიგეთ, რომ "ოლიმპიაკოსს" მაღალი დონის აკადემია აქვს. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ადაპტაცია გაურთულდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგა...
აქ აღნიშნავენ, რომ მოსეს უნივერსალური უნარები აქვს - ფლანგზეც ათამაშებენ და "10 ნომრადაც". საქართველოში ხშირად ფორვარდი იყო და გოლების გატანა არ უჭირდა.
"ოლიმპიაკოსის" ასაკობრივი გუნდების მწვრთნელს მისი იმედი აქვს - მიმდინარე სეზონში უკვე 2 ჰეთ-თრიქი შეასრულა. საჯარიმოებს მშვენივრად ასრულებს - 2 გოლი სტანდარტულიდან გაიტანა.
მოსეს პატარა ძმა ჰყავს - ნოე, რომელიც ასევე იყო "ოლიმპიაკოსის" სინჯებზე და მწვრთნელებს თავიც მოაწონა."
ჩვენ შეგვიძლია, პატარა მოთამაშეების განვითარებას დავაკვირდეთ. ვისურვოთ, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ასეთი მონდომებული და ნიჭიერი ფეხბურთელებით გაძლიერდეს, რომლებიც ევროპულ ფეხბურთთან თავიდანვე ადაპტირებული არიან - როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად.
გიო
წარმატებები მოსეს❤️❤️
Გოგი
წარმატებები მოსეს და ყველა ქართველ პატარას. ღმერთმა ჯანმრთელობა და მშვიდობა მოგცეთ, ბევრი ივარჯიშეთ და თქვენც კარგად იქნებით და ჩვენც. ავტორ გიგი(გიორგი) ბედიანაშვილი, აბა ამ ბიჭზე თუ იპოვი რამე ინფოს დაწერე გთხოვ. ავსტრიაში ტიროლის მიწაზე თამაშობს.
დათო
…გაიხარე პატარავ!!! წარმატებებს გისურვებ!!!
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს