ქართველი გულშემატკივრები ლეგიონერების შესახებ განსაკუთრებულ ინტერესს ავლენენ, თითოეული მათგანის წარმატება ხომ ეროვნულ ნაკრებსაც უკავშირდება. უქმეებზე ყველა გაფაციცებით ველოდებით, რომელიმე ჩვენებურმა მეტოქის კარი აიღოს...

სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ელიტურ ლიგებში ნაკლებად ვმონაწილეობთ. ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც სერია "ა"-ში გამოდიოდა, ასეთი ფუფუნება აღარ გვქონდა, სანამ გასულ შემოდგომაზე გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიას" კარი არ დაიცვა...

2021 წლის ზაფხულში იყო განცდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია რომელიმე ტოპ-ლიგაში იასპარეზებდა, თუმცა ეს ამბავი გადაიდო. გარკვეული პერიოდი თითქოს ნიჰილიზმმაც კი შეგვიპყრო, მაგრამ ერთდროულად 2 კარგი ინფორმაცია გავიგეთ - ერთი მოულოდნელი და ერთიც მოსალოდნელი - შოთა არველაძის მიერ "ჰალის" შესაძლო გაწვრთნაზე თუ ვიცოდით, გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგში" ჩარიცხვამ სასიამოვნოდ გაგვაკვირკვა. რა თქმა უნდა, ჩემპიონშიპი პრემიერლიგა არაა და ვერც მეორე ბუნდესლიგა იქნება პირველი, მაგრამ უახლოეს უქმეებზე ინგლისური და გერმანული ფეხბურთით რომ ქართველების გამო ვინტერესდებით, ეს უკვე კარგია, რა თქმა უნდა, არასაკმარისი...

ჩაკვეტაძის მონდომება

ბოლო თვეების განმავლობაში ბელგიური "გენტის" თამაშებს უინტერესოდ და გულდაწყვეტილი ველოდით, რადგან იქ "ჩაკვეს" გამოჩენის იმედი აღარ გვქონდა. ახლა ეს ყველაფერი უკანა პლანზე გადავიდა. ვკითხულობთ, როგორ იწონებს "ჰამბურგის" მთავარი მწვრთნელი ქართველი ნახევარმცველის მონდომებას, გერმანული მედია გიორგის საკმაოდ დიდ ადგილს უთმობს და დასაწყისისთვის, ეს უკვე ძალიან კარგია. დანარჩენი მხოლოდ მასზე იქნება დამოკიდებული.

გერმანულ ფეხბურთთან, თუკი ლევან ყენიას სამწუხარო მაგალითზე არ ვისაუბრებთ, კარგი მოგონებები გვაკავშირებს - ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, კახა ცხადაძე... ჩაკვეტაძის ნიჭი იმედს გვაძლევს, რომ ის თავის სრულყოფილად რეალიზებას შეძლებს.

მეორე ბუნდესლიგაში მართლაც დიდი გუნდები მონაწილეობენ - "ვერდერი", "შალკე" და "ჰამბურგი" ცხრილში ერთმანეთის მიყოლებით არიან, მათ წინ კი "სტ. პაული" და "დარმშტადი" იმყოფებიან. სწორედ ამ უკანასკნელთან ველით გიორგის დებიუტს - კვირას, 6 თებერვალს, თბილისის დროით 16:30 საათზე. შორს არც "ვერდერთან" მატჩია - 27 თებერვალს. ასე რომ, ჰამბურგელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვეა.

მთავარ მწვრთნელ ვალტერსა და კლუბის ხელმძღვანელობას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ზამთრის სატრანსფერო სეზონზე მხოლოდ ერთი მოთამაშით გაძლიერდნენ. ჩაკვეტაძეს შეუძლია ეს საუბრები ჩააცხროს - ის ამისთვის დროს ნამდვილად მიიღებს...

შოთას ამბები

შოთა არველაძემ სადებიუტო შეხვედრა მოიგო და ეს ფსიქოლოგიურად ცოტას არ ნიშნავს. მატჩამდე ქართველმა სპეციალისტმა გუნდთან სულ ორი ვარჯიში ჩაატარა. ასე რომ, ბევრ რამეს ვერ შეცვლიდა. ახლა კი უფრო საინტერესო იწყება - შოთას ტაქტიკური სქემების ნახვა, მოთამაშეებთან კომუნიკაცია, შეხვედრის დროს სცენარების შეცვლა და ა.შ.

ქართველ სპეციალისტს საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილება გააჩნია და არც ურთიერთობები უნდა დაეწუნებოდეს. ეგაა, მან ახლა გუნდის სათანადოდ გაძლიერება ვერ მოასწრო და ამ ამბავმა მომავალი ზაფხულისთვის გადაიწია.

გულშემატკივრები საკმაოდ ბევრს წერენ, თუ რომელი ქართველი ფეხბურთელი შეიძლება აღმოჩნდეს შოთას გუნდში. ხვიჩა კვარაცხელიასაც ასახელებენ... სატრანსფერო ამბები ასე მარტივად, მხოლოდ მწვრთნელის სურვილზე დამოკიდებული არაა, მაგრამ შოთას მოღვაწეობას თუ გადავხედავთ, იქ ქართველ მოთამაშეებს ნაკლებად წავაწყდებით. ასეთ დროს უფრო თემურ ქეცბაია გვახსენდება...

"ჰალის" მეტოქე შაბათს, 5 თებერვალს, თბილისის დროით 19:00 საათზე "პრესტონი" იქნება. არველაძის გუნდს წარმატების მიღწევა მასზე 5 საფეხურით წინ, მე-13 ადგილზე მყოფ მეტოქესთანაც შეუძლია. მატჩის წინ, 48 წლის ქართველმა სპეციალისტმა ახალწვეულებზე კომენტარი გააკეთა:

"სეზონის ბოლომდე ბევრი მატჩია და მჯერა, რომ გავძლიერდებით. საიადმანეშის ადაპტაციით გაკვირვებული ვარ - პირველივე ვარჯიშიდან ძალიან აქტიურია.

მარკუს ფორსმა ვარჯიშებზე აჩვენა, რომ როცა არავინ ელოდება, მაშინ შეუძლია გატანა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც გაგვაძლიერებს. ლიამ უოლში თამაშს გრძნობს, იცის, როდის უნდა წავიდეს წინ, როდის შეიცვალოს ფლანგი."

შოთას მორიგ ტურში ლეგენდარული უეინ რუნის "დერბი" ელის, რომელიც აუტსაიდერია; 12 თებერვალს კი ყველაზე სერიოზული გამოცდა - ლიდერ "ფულემთან" დაპირისპირება, სადაც ისევ სერბი ალექსანდრ მიტროვიჩი მძლავრობს - მოედანს, ფაქტობრივად, უგოლოდ არ ტოვებს და მიმდინარე სეზონში უკვე 28 შედეგიანი დარტყმა და 7 საგოლე პასი აქვს.

კახა ქ.
ისე ბევრის გამკვირვებია,ჩაკვე და ხვიჩა წაოყვანეო რომ იძახიან.ჯერ ერთი ეს ინგლისია,მერე ერგენა თუ არა გუნდს სათამააშო სტილით,გადამხდელია იმ თანხის,რაც ადევთ და ა.შ.თუ რახან ქართველია,მორჩა და გათავდა.მწვრთნელი ქართველია და უნდა წაიყვანოს ქართველი......საინტერესო ლოგიკაა.მეც მინდა,მაგრამ......
bejo
კიდე კაი ეგეთი სახე აქვს და არ პოზირებს … )) ჯერ წვალობს და მაგიტომ აქვს ნატანჯი სახე … რო გაიბრწყინებს მერე გაიბადროს ჯობია )))
las
მუნდესლიგა ერგება ქართულ მენტალიტეტს. უფრო გახსნილი ფეხბურთია , შემტევს მეტი საშუალება აქვს
ლევანის
რომელ სახის გასწორებაზეა ლაპარაკი, როცა სულ ტრავმები გაწუხებს და ხელს გიშლის წარმატებაში? ცოტა დაფიქრდით როცა, რამეს წერთ.
tngh
წარმატებები!!!!
საბა
ეგ იქნებ იმ ფოტოგრაფის ბრალია როცა ჩააჩხაკუნა. ხომ არ გიფიქრია?..:)
ლევანი
ამ ჩაკვეტაძემ ცოტა სახე გაასწოროს. ყველა ფოტოდან მოცელილივით იყურება, ასეთი გამომეტყველებით წარმატება არ მიიღწევა...
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
გუნდის პრეზიდენტი საქართველოში მოდის და დავითაშვილის დაყოლიებას თავად შეეცდება - ზურიკოს ტრანსფერი მალე შედგება?
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
Geo Team: გიორგი ჩაკვეტაძე ბაჰრეინთან მატჩს გამოტოვებს
"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ზედიზედ მეხუთე მარცხი - "უოტფორდი" ჩემპიონშიფის ბოლო ტურში 0:4 განადგურდა
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად დაასახელეს [VIDEO]