გთავაზობთ ფრანჩესკო ტოტის ისტორიას, რომელიც ფეხბურთელმა 2016 წელს დაწერა:

"როდესაც რომში იბადები, ორი შანსი გაქვს... შენ უნდა იყო წითელი, ანდაც ცისფერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ან "რომას" უნდა ქომაგობდე, ანდაც "ლაციოს".

სამწუხაროდ, ბიძაჩემს არ ვიცნობდი, ის ჯერ კიდევ მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ბავშვი ვიყავი. ბიძაჩემი ჯანლუკა "რომას" დიდი გულშემატკივარი იყო და მან ამ გუნდის სიყვარული მამაჩემსაც ჩაუნერგა.

მამაჩემმა კი ყოველივე ეს მე და ჩემს ძმას გადმოგვცა. ჩვენი სიყვარული "რომას" მიმართ განსაკუთრებული იყო. ის ჩვენთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო კლუბი.

ის ჩვენი ოჯახი, სისხლი და სული იყო. როდესაც ბავშვი ვიყავი, მამაჩემს ამ კლუბის თამაშებზე ხშირად დავყავდი. ახლაც კი შემიძლია დავხუჭო თვალები და გავიხსენო, თუ რას ვგრძნობდი მაშინ.

მე ვიყავი ერთი პატარა ბავშვი, რომელიც "სტადიო ოლიმპიკოზე" უამრავ "რომას" ფანთან ერთად იმყოფებოდა და კლუბს შეძახილებით ამხნევებდა. სიტყვებით ვერ აღვწერ, თუ რას ნიშნავდა ეს... უბრალოდ დიდებული იყო.

ჩვენს ქალაქში, სადაც გაიხედავდი, ყველა ბურთს დასდევდა და მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი იყო. ბავშვობიდანვე ფეხბურთი ჩემთვის მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სიყვარული.

მქონდა ამბიცია, რომ საფეხბურთო კარიერა დამეწყო. თამაში ერთ-ერთ ახალგაზრდულ კლუბში დავიწყე. ჩემს საძინებელში "ჯალოროსის" კაპიტნის, ჯუზეპე ჯანინის დიდი პლაკატი მქონდა გაკრული.

ჯანინის პლაკატი ჩემთვის ბავშვობაში ხატი და სიმბოლო იყო. მე ის ძალიან მიყვარდა. როდესაც 13 წლის გავხდი, აკადემიაში მოულოდნელად "მილანის" წარმომადგენლები მოვიდნენ. მათ სურდათ, რომ კარიერა ამ კლუბში გამეგრძელებინა.

"როსონერის" წარმომადგენლებმა მკითხეს: "ფრანჩესკო, რას გადაწყვეტ, წამოხვალ ჩვენთან თუ დარჩები აქ?" საინტერესო ისაა, რომ ეს არა ჩემი, არამედ დედაჩემის გადასაწყვეტი იყო. დედაჩემი მაშინაც ბოსი იყო და ახლაც ასეა.

როგორც ყველა იტალიელი დედა, ისიც თავის შვილს ზედმეტად იცავს და მან უარი განაცხადა. რატომ? იმიტომ, რომ არ სურდა მე სახლი დამეტოვებინა, რომელიც ჩვენი ოჯახისთვის ყველაფერს ნიშნავს.

ასე დასრულდა ჩემი პირველი ტრანსფერის მცდელობა. ძნელი იყო "მილანისთვის" უარი გეთქვა, რადგან ამ შემოთავაზებაზე დათანხმება ჩვენს ოჯახს დიდ შემოსავალს მოუტანდა. მაგრამ დედაჩემმა ამ დღეს ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მასწავლა - შენი სახლი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

რამდენიმე კვირის შემდეგ ჩემთან უკვე "რომას" სკაუტები მოვიდნენ და ამ კლუბში გადასვლა შემომთავაზეს. დედამ იცოდა, რომ ეს დღე დადგებოდა. მან ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა. ის მე ყოველთვის მიცავდა და ახლაც ასეა! მან დიდი მსხვერპლი გაიღო, რომ ყოველდღიურად მოედანზე ვყოფილიყავი და ფეხბურთი მეთამაშა.

ვიცი, რომ ეს წლები მისთვის ადვილი არ ყოფილა. დედაჩემს დავყავდი ვარჯიშებზე. ის მელოდებოდა 2, 3, 4 საათს, ვიდრე ვარჯიშს არ დავასრულებდი. მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, ცხელოდა, წვიმდა თუ ციოდა, დედას უბრალოდ მე ვუყვარდი და ის ყოველთვის მელოდა. ის ელოდებოდა, რომ ერთხელაც ოცნებებს ერთად ავისრულებდით.

მატჩამდე 90 წუთით ადრე არ ვიცოდი, რომ "რომაში" დებიუტი მექნებოდა. "ჯალოროსის" ფანები ძალიან განსხვავებულნი არიან. როდესაც "რომას" მაისურს ატარებ, ისინი შენგან ძალიან ბევრს ელიან და შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს.

როდესაც მოედანზე "რომას" მაისურით პირველად გავედი, სიამაყეს ვგრძნობდი, რომ სახლში ვთამაშობდი. ბიძაჩემისთვის და ჩემი ოჯახისთვის. 25 წელი - ეს დიდი პრივილეგია და საგანძურია, რომელსაც ვერაფერი შეცვლის.

რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც. 12 წლის წინ ვფიქრობდი, რომ "რომა" უნდა დამეტოვებინა და კარიერა მადრიდის "რეალში" გამეგრძელებინა. მაშინ, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი შემოთავაზებას გიკეთებს, უარის თქმა ძნელია და მასზე ფიქრს იწყებ.

ამ ტრანსფერის შესახებ "რომას" პრეზიდენტსაც ვესაუბრე. საბოლოოდ გადაწყეტილება ოჯახთან ერთად მივიღე, რომლებმაც შემახსენეს, რომ სახლი ყველაფერია და ყველაზე მნიშვნელოვანია.

39 წლის განმავლობაში რომში ვცხოვრობ და აქედან 25 წელი ამ გუნდის ღირსებას ვიცავ. მიუხედავად იმისა, რომ სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგეთ, იმედი მაქვს, ისე დამიმახსოვრებენ, რომ "რომასთვის" ყველაფერი გავიღე.

ოჯახი იქამდე არ მიმიტოვებია, ვიდრე ცოლად ილარი ბლაზის არ შევირთავდი. როდესაც უკან ვიხედები, ვგრძნობ, რომ ბევრი რამ მენატრება. ვიცი, რომ მომენატრება ვარჯიშები, გასახდელი, თანაკლუბელებთან ერთად ყავის დალევა. იმედი მაქვს, აქ ერთხელაც დირექტორის რანგში დავბრუნდები. ხალხი მეკითხება: "რატომ გაატარე მთელი კარიერა "რომაში"?" რომი ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობარია და აქ მცხოვრები თითოეული ადამიანი მიყვარს. რომი არის ზღვა, მთა და მონუმენტი... რომი არის ყვითელი და თეთრი. რომი ჩემთვის მთელი სამყაროა. ეს კლუბი, ეს ქალაქი, ეს ყოველივე ჩემი ცხოვრებაა..."

რა გჭირს კეისარო?
2000/2001 წლის იტალიის ჩემპიონობას სკუდეტო არ ერქვა?! გერმანიას რომ მოუგო ფინალი 2006 ში, ერთადერთი რაც მამშვიდებდა იყო ის, რომ ტოტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
დათო
სკუდეტო მოგებული გაქვს ფრანჩესკო. დაგავიწყდა?
ტოტტი
შენ შემაყვარე მე ფეხბურთი ჩესკო. შენ ხარ ერთგულების მაგალითი. ეხლა კი მთავარია ფული იშოვონ და მეტი არაფერი აინტერესებთ . ვინ მეტი საფრიან კონტრაქტს შესთავაზებს იქ გადადიან
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა