ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"ჩიკაგო ბულზსი" "ინდიანა პეისერსს" ესტუმრა და 122:115 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან სამწუხაროდ გოგა ბითაძე ტრავმის გამო მნიშვნელოვან შეხვედრებს ტოვებს, არადა მაილის ტერნერი დიდი ხანია ლაზარეთშია და ქართველს მშვენიერი შანსი ექნებოდა... თუმცა უიღბლობა... უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს, ტორი კრეიგმა დღევანდელ შეხვედრაში მოედანზე 39 წუთი გაატარა, ბითაძის ყოფნის პერიოდში კი უფრო მეტად ჩვენებური დაიტვირთებოდა, ტორიმ 5 ქულა, 6 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. უნდა ითქვას, რომ დღევანდელი მატჩი ასევე დომანტას საბონისმაც გამოტოვა, ლიეტუველი ვარსკვლავის არყოფნაში კი გოგა და ტორი მაქსიმალურად დიდ დროს გაატარებდნენ მოედანზე...

საუკეთესო კარის ლევერტი გახლდათ, რომელმაც თავი 42 ქულით (19/26), 5 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

"ჩიკაგოს" მხრიდან ნიკოლა ვუჩევიჩმა კრეიგი აშკარად დაჩაგრა, მონტენეგროელმა სპორტსმენმა 36 ქულა (16/21), 17 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაეცმა და 3 დაფარება დააგროვა.

დემარ დეროუზანმა გუნდს 31 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.

ამრიგად, "პეისერსი" 19 გამარჯვებითა და 35 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას 7 იანვარს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ბულზსი" 33 მოგებითა და 19 წაგებით იმავე აღმოსავლეთს ლიდერობს, მომდევნო ტურში (ასევე 7 იანვარს) კი "ფილადელფიას" შეხვდება.

Video

ჩიკაგო - ინდიანა

"დალას მავერიკსმა" "ფილადელფიას" უმასპინძლა და 107:98 დაამარცხა. შეხვედრის მიმდინარეობისას ფარი დაზიანდა, რის გამოც დაპირისპირება გარკვეული პერიოდით გადაიდო.

მასპინძელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა გუნდს 33 ქულა, 13 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

რეჯი ბულოკმა აქტივში 20 ქულა და 4 მოხსნა ჩაიწერა.

"ფილადელფიას" მხრიდან ჯოელ ემბიდმა თავი 27 ქულით, 13 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.

ამრიგად, "დალასი" 30 გამარჯვებითა და 23 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება, შემდეგ მატჩს 7 თებერვალს, "ატლანტა ჰაუქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ფილა" 31 მოგებითა და 21 მარცხით აღმოსავლეთში მე-5 პოზიციას იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი იმავე 7 თებერვალს, "ჩიკაგო ბულზსის" პირისპირ გამართავს.

Video

დალასი - ფილადელფია

Nukri
მაგრად მაინტერესებდა მისი უთამაშებლობის მიზეზი, გთხოვთ ვინმემ თუ იცით გვითხრათ, რა ტრამვაა და რამდენ ხანს გასტანს
ლებრონი
ესეთი უჯიგრო სპორტსმენის მნახველი არ ვარ!! მისი კარიერის გადამწყვეტი ეტაპია ლოგინში კოტრიალობს. გამაყუჩებელი გაიკეთე და მოიკალი თავი
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად