24 წლის ურუგვაელმა ვარსკვლავმა, ლუის სუარესმა თქვა, რომ „ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცა
24 წლის ურუგვაელმა ვარსკვლავმა, ლუის სუარესმა თქვა, რომ „ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცა. ის გრძნობდა, რომ აუცილებლად უნდა გაეტანა გოლები, თორემ მისი მრავალმილიონიანი ტრანსფერი შეიძლებოდა ცუდად შემოტრიალებოდა.

გეხსომებათ, ეს ამბავი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, უფრო სწორედ კი მის ბოლო დღეს მოხდა. „ლივერპულმა“ „ჩელსის“ ესპანელი ვარსკვლავი ფერნანდო ტორესი მიჰყიდა და შემცვლელად სუარესი იგულა. ურუგვაელში მერსისაიდელებმა ამსტერდამის „აიაქსს“ 22,8 მილიონი ფუნტი ანუ 25,2 მილიონი ევრო გადაუხადეს და მართალია „ნიუკასლ იუნაიტედიდან“ ენდი ქეროლიც დაიმატეს (ამდენად, ტორესის საქმე მარტო მას არ დააწვებოდა მხრებზე), მაგრამ სუარესი მაინც დაძაბული იყო. ის გრძნობდა, რომ დიდი ამოცანის წინაშე იდგა. ყოველკვირეულ ესპანურ ჟურნალ „დონ ბალონთან“ ინტერვიუში „წითლების“ ფორვარდმა თქვა:

„იცით, ასეთ დროს რამდენი ადამიანი გიყურებს? თან, როდესაც იცი, რომ შენში ბევრი მილიონია გადახდილი, პასუხისმგებლობა გთრგუნავს, მაგრამ მე შევეცადე თავი ხელში ამეყვანა და რაც შეიძლება მშვიდად მეცხოვრა. გადავწყვიტე არ მეფიქრა ხალხზე, რომელიც მიყურებდა“.

და სუარესს გაუმართლა. მან „ენფილდ როუდის“ გული მოიგო - პრემიერლიგის 13 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. საინტერესო კი რა არის, იცით? ის, რომ ურუგვაელი ტორესს ემადლიერება. ის ამბობს, რომ 50 მილიონ ფუნტად გაყიდულმა ესპანელმა „ჩელსიში“ გადასვლის წინ მას ფასდაუდებელი რჩევები მისცა.

„ფერნანდომ მირჩია არაფერი შემეცვალა, როგორ ფეხბურთსაც ვთამაშობდი ზუსტად ისეთის თამაში გამეგრძელებინა. კიდევ, მან მითხრა „ლივერპული“ დიდი კლუბია და აქ, როგორც მოთამაშე, ძალიან გაიზრდები, ჩამოდი და ყველაფერში დაუჯერეო. დრო რომ გავიდა დავინახე, რომ ყველაფერი, რაც ტორესმა მირჩია სრული სიმართლე იყო“.

„დონ ბალონთან“ ინტერვიუში სუარესმა „ბარსელონაში“ თამაშის სურვილზეც ილაპარაკა. არ არის გამორიცხული მომავალში ის მართლაც გადავიდეს კატალონიაში, რადგან მისი აგენტი, პერე გვარდიოლა „ბარსას“ მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას ძმაა.

„ბარსელონაში გადასვლის სურვილი პერეს გაცნობამდეც მქონდა. რასაკვირველია, ის, რომ პერე „ბარსას“ მწვრთნელის ძმაა, ესპანეთის ჩემპიონთან მის კავშირებს ადასტურებს, მაგრამ ტრანსფერები ასე იოლად არ ხორციელდება. აქ, დიდი და პირად-ოჯახური ურთიერთობებისგან ძალიან განსხვავებული სამუშაოა ჩასატარებელი. თუ პეპ გვარდიოლას „ბარსელონაში“ ჩემი დამატება მოუნდება, ის ამას ყველა ვარიანტში გააკეთებს, მიუხედავად იმისა ვინ არის ჩემი აგენტი“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა