"რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ Sport24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მათთვის არავის მიუმართავს.

- ზაფხულში თქვენ თქვით, რომ ხვიჩათი ევროპის 3-5 კლუბია დაინტერესებული. საბოლოოდ ის რატომ არ წავიდა?

- იმიტომ, რომ ამ ინტერესის წინადადებით ფორმულირება არ მოხდა. ეს მეტ-ნაკლებად შეგნებული ინტერესი იყო, მაგრამ მეტი არაფერი. ხვიჩას პრობლემა უფრო პრესასთანაა დაკავშირებული.

- როგორ?

- მედიაში გაცილებით მეტი იწერებოდა, ვიდრე რეალურად ხდებოდა. ეს ყველაფერზე ძალიან ნეგატიურად აისახა. ჭორების რაოდენობამ, ზარებმა, ხვიჩას გარშემო მოძრაობებმა, რომლებიც აბსოლუტურად არაფერზე იყო დაფუძნებული - კარგი არაფერი მოიტანა.

რეალური წინადადება რომ ყოფილიყო, ჩვენ გავუშვებდით. ზაფხულში ოფიციალურად მხოლოდ ორ ფეხბურთელზე მოგვმართეს - კარლ სტარფელტსა და დენის მაკაროვზე. ერთი ახლა "სელტიკშია", მეორე - "დინამოში", ხოლო ხვიჩაზე არც ზაფხულში და არც ზამთარში ოფიციალური წინადადება არ ყოფილა.

ერთადერთი, საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს "რუბინში" მოვიდა ოფიციალური წერილი ინტერესზე, თუმცა ფინალურ წინადადებამდე საქმე არ მივიდა.

- ვისთვის იყო ხვიჩას მიმართ ინტერესის გაბუქება ხელსაყრელი?

- ეს საერთოდ თქვენი ნამუშევარია. ჟურნალისტები რაღაც სიახლეს აიტაცებენ, დაიწყებენ გაბუქებას, კომენტარების აღებას, წერენ მოსაზრებებს ტელეგრამ-არხებზე, ყველაფერი დუღს, ყველაფერი განიხილება...

მე ჟურნალისტებს დიდი პატივისცემით ვეკიდები, მათ პროფესიას ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესად ვთვლი, მაგრამ ვერასოდეს ვხედავ ლოგიკურ ჯაჭვს, რომლებიც ზოგიერთი ადამიანის თავში წარმოიშვება. მე ვფიქრობ: "ცუდი არ არის, კინოსცენარის დაწერაა საჭირო", რადგან ჩვენ შიდა პროცესისას ვერც კი ვხვდებით იმ ეშმაკურ ჩანაფიქრებს, რომლებიც გარკვეულ თეორიულ იდეას მიეწერება.

ახლა ჭორები ისეთი სიხშირით წარმოიშვება, რომ თუ შენ უარყოფ, ის არავისთვის საინტერესო არ იქნება.

ზურას
მთავარი საბაბი ისაა, რომ მას აღარ უნდოდა რუბინში და რუსეთში ყოფნა და უნდოდა უფრო დიდ გუნდში, რადგან სანაკრებო თამაშები ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და პრესაშიც სხვა კლუბების ინტერესებზე იწერებოდა. (სრულიად ნორმალურად მიმაჩნია ეგ ამბიციაც) რატომ უნდა იყოს ისეთი დაბალი დონის ჩემპიონატში, როგორიც რუსულია და ყოველ თამაშზე მძიმე ტრავმის ზღვარზე?! მეტყვით, ტრავმას ევროპაშიც მიიღებსო მაგრამ რუსეთში მიღებული სულ სხვაა, იმიტომ რომ იქ დარჩენას ან უფრო ცუდ გუნდში წასვლას ნიშნავს. გჯერათ, რომ მართლა არანაირი ინტერესი არ ყოფილა მის მიმართ და ეს ყველაფერი რუბინის დამოკიდებულებამ, ფასმა და რეაქციამ არ ჩაშალა? იმ ნარატივს რომ გივრცელებენ, დიდი არაფერი მოთამაშე ხარ და რეალურად არავის უნდოდიო, თან 20 მილიონს გადებენ რომ არავინ გიყიდოს, ეგ ნორმალური გგონიათ? ან პრესას აბრალებენ მერე მის ფსიქოლოგიურ წნეხს და ან თავად ფეხბურთელს. კარგით რა
zura222
აუუ ესხალხი გამაგიჟებს რააა @ ანუ თურმე რუბინი სპეციალურად უგდებენ თვითშეფასებას ხვიჩას ანუ ცდილობენ არ განვითარდეს და პირიქით უკან წავიდეს ?? კი მაგრამ რატომ ? რა ლოგიკაა ?? თუ არ განვითარდება და უკან წავა 2024 წლამდე გუნდასც ვერ დაეხმარება და 2 წლის მერე საერთოდ უფასოდ წავა გუნდიდან ! ანუ იქნება ვინმემ ამიხსნას რა ლოგიკაა ?????????
ეეე
კეთილი ინებოს გაანძრიოს ერთი ადგილი და 2ო საც გადაიხდიან და 50-საც.
Skeleton
დააკვირდით რა ხდება. რუბინი ცდილობს თვითშეფასება დაუგდოს ფეხბურთელს. ახლა იმას აწვებიან, აი კი იწერებოდა ამდენი შენზე მარა რეალურად არავის უნდიხარო. სლუცკიც იგივე ნარატივს ავრცელებს. ამ ბიჭის ფსიქოლოგიურად მოშლა უნდათ რუსებს. რეალური ინტერესი იყო მაგრამ რუბინს რაც აწყობდა იმაზე არ წამოვიდნენ სხვა გუნდები, ამას არ ამბობენ და არანაირი ინტერესი არ ყოფილაო გვეუბნებიან. რომელმა მაგ ასაკის რუსმა ფეხბურთელმა გაუტანა ბოლო წლებში ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთისნაირ გუნდებს გოლები და რომელმა ჩაატარა უმაღლესი დონის თამაშები. ეს ნარატივი რასაც სლუცკი და რუბინი აჟღერებს უბრალოდ სამარცხვინოა, და აქ ქართველებიც ტაშს უკრავენ და მოსწონთ ეგ ყველაფერი. დაუფიქრდით რა მოგწონთ უბრალოდ. ზედმეტად გააპიარეთო, იმდენად ნიჭიერიც არაა როგორც თქვენ გგონიათო და რეალურად არავის უნდაო, ამას გეუბნებათ რუსები. ეგენი ყველა ჩენც ნიჭიერ ფეხბურთელზე ამას იძახდნენ, ყიფიანზე თუნდაც. ის შორმა, რაც ხვიჩამ ამ გუნდში ჩადო არაფრად მიაჩნიათ, უსახურ გუნდში იმდენი გააკეთა, რომ ხალხი სტადიონებზე დააბრუნა მისი თამაშის საყურებლად. მსგავსი უმადურება ძალიან საწყენია და ამას ხვიჩაც ხვდება. ძალიან საეჭვოა მან შეძლოს და ისევ ბოლომდე ითამაშოს და იბრძოლოს იმ გუნდში, სადაც არ დააფასებენ. ისედაც მუდმივად ტრავმის რისკზე თამაშობს და ერთმა უხეშმა მოქმედებამ შეიძლება დიდი ხნით ჩამოაშოროს ფეხბურთს. ძალიან ცოტა შანსია რომ რუსეთიდან თავი დააღწიოს. ფაქტიურად მიუღწეველია ეგ ამბავი. ტრავმას მიაყენებენ და გამოუსადეგარი როცა იქნება სადმე ურალში გაუშვებენ. მერე ისევ ნიშნის მოგებით გვეტყვიან, აი როგორი გაზვიადებული იყო თქვენი წარმოდგენებიო.
სოსო
20 მილიონი ფასი რომ დაადო მაგათმა პრეზიდენტმა,იქნებ მაგის გამო გაჩერდა ყველა?ძალიან მეეჭვება, ხვიჩამ ერთი წლის წინანდელი სულისკვეთებით ითამაშოს და ივარჯიშოს,რუბინისათვის.გაბზარული, ვეღარასოდეს გახდება ახალივით.
სუს
მედიაში რომ იწერებოდა ესადა ის კლუბია დაინტერესებულიო...თუ იყო დაინტერესებული რომელი კლუბი დაკარავდა მილიონებს თუნდაც ნაკლებ შეთავაზებაზე.ფეხბურთი ხომ ბიზნესი გახდა და სპორტის არაფერი დარჩა. სპორტს ვგულუსხმობ შეჯიბრებაას ერთმანეთში.
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
“მახსოვს ეს ისტორია…” - უკრაინელმა ჟურნალისტმა ახსნა, რატომ არჩია წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
"კვარაცხელიას ფასი არ შეიცვალა (20 მილიონი), მაგრამ მოვრიგდებით" - "რუბინის" დირექტორი
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
"შეუძლებელია ხვიჩა დიდებამ და ფულმა გააფუჭოს" - "რუბინის" ყოფილი დირექტორი ქართველს ადიდებს
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
"თქვენს გამო არ თამაშობდა ხვიჩა ორი თვე" - "რუბინის" დირექტორი აღშფოთდა
"ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ფეხბურთელთან მუშაობა მომიწია" - "რუბინის" დირექტორი კვარაცხელიაზე
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
"რუბინის" დირექტორი კვარაცხელიაზე - ლეგიონერების შენარჩუნებაში უმწეონი ვართ
კვარაცხელიას ტრანსფერის დეტალები: ჯუღელი, ბერიძე, საიმანოვი და "რუბინის" წილი - რუსული გამოცემა "კომბინაციას" განმარტავს
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს