ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიცნო. 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 21 წლის ბიჭმა ოცნება აისრულა და სამშობლოში ოლიმპიური ოქროთი დაბრუნდა. ლაშა 2021 წელს "საუკეთესო სპორტსმენად" აღიარეს და სახელმწიფოსგან მილიონი ლარიც მიიღო. ასევე საჩუქრად გადაეცა ავტომობილი და ბინა თბილისში. როცა ახალგაზრდა სპორტსმენს ჰკითხეს, რას გააკეთებდა მოგებული ფულით, დაუფიქრებლად უპასუხა, რომ ემიგრაციაში მყოფ ბებიას და დეიდას სამშობლოში დააბრუნებდა. ეს სურვილი უკვე აისრულა. მონატრებული ბებია და დეიდა, მისი ორი დეიდაშვილი საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. ახლა ემიგრაციიდან დაბრუნებულმა დეიდაშვილებმა დაიწყეს ძიუდოზე სიარული და მათაც ლაშას მწვრთნელი ავარჯიშებს.

ამ დღეებში სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფილმის "9 ძმა" საპილოტე ვერსია, სადაც სპორტსმენი ლაშა ბექაური მონაწილეობს. ფილმის რეჟისორები არიან ზურაბ ვასაძე და სერგო ეგოიანი. "9 ძმა" - გასაიდუმლოებული ანტიტერორისტული სპეცდანაყოფია და სპორტსმენების გარდა, მასში მონაწილეობენ მსახიობები: ნანკა კალატოზიშვილი, ლაშა მაქაცარია, გიორგი ვარდოსანიძე, ზურაბ ინგოროყვა, გიორგი გილიგაშვილი და სხვები. როგორც შევიტყვეთ, ფილმის გადაღებები გაზაფხულზე განახლდება. ლოკაციების სიმრავლიდან გამომდინარე, გადასაღები პროცესის მომზადებას ბევრი დრო დასჭირდება.

ლაშას დედის, ვიკა წიკლაურის თქმით, მის შვილს ძალიან მოეწონა მსახიობის როლში ყოფნა. ის გვიამბობს, რამხელა შრომის ფასად მიაღწია მისმა ვაჟმა სპორტში თავის მიზანს.

ვიკა წიკლაური:

- გასულ წელს, კარგ ამბებთან ერთად, იყო ბევრი ნერვიულობა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დაგვირგვინდა. ლაშამ ოცნება აისრულა და ეს დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის. თუმცა მანამდე კოვიდი შეხვდა და სამი მნიშვნელოვანი ტურნირი გამოტოვა, უკვე აღარაფრის იმედი აღარ გვქონდა. ძალიან განვიცადეთ, მაგრამ იმდენი იბრძოლა, იმდენი იშრომა, მიზანს მაინც მიაღწია. თან იმ პერიოდში მხარი დაიზიანა და ტრავმა ჰქონდა. დიდი ნერვიულობის შემდეგ, ღვთის წყალობით, ყველაფერი საუკეთესოდ დასრულდა. ვისურვებდი, საქართველოში ყველას ოჯახში იყოს ასეთი დიდი სიხარული.

- კოვიდი რთულად გადაიტანა?

- უკვე ტურნირზე მიდიოდა და ტესტირება ჩაუტარდა წასვლის წინ. გზიდან მოაბრუნეს, რადგან დაუდასტურდა... იოლად გადაიტანა კოვიდი, არაფერი აწუხებდა, ვარჯიშსაც ახერხებდა, მაგრამ მერეც, მთელი სამი თვე ტესტი დადებითს აჩვენებდა და ვერ ერთვებოდა ტურნირებში. რაც შეეხება ტრავმას, მწვრთნელების გადაწყვეტილებით, გუნდურ შეჯიბრებაზე წაიყვანეს, რომ კიდევ ერთხელ გამოეცადა თავისი ძალები, წინ საოლიმპიადო პერიოდი იყო. არ ვუყურებ ლაშას თამაშებს ხოლმე, რადგან ძალიან ვნერვიულობ. იმ დღეს ისე სწრაფად უჭიდავია, განადგურებული მოვიდა, მხრის ძვალი მოვიტეხეო. მერე მეც ვუყურე ამ თამაშს. ლამის სიკვდილის ტოლფასი იყო, საშინელება, მხარი რომ დაუზიანდა. მთელმა ოჯახმა ძალიან ვინერვიულეთ, ფარ-ხმალი დავყარეთ, გვეგონა, ვერ წავიდოდა ოლიმპიადაზე, მაგრამ თვითონ არ დანებდა, იმდენად მოტივირებული იყო, თავისი მაინც გაიტანა. დიდი ტკივილის მიუხედავად, ბევრი იშრომა, ექიმები, მწვრთნელები დაეხმარნენ და მადლობა მათ. მებრძოლი სული აქვს, შეუპოვარია.

- ლაშა ამბობს, დედა ჩემს შეჯიბრებას არასოდეს უყურებს, ის ამ დროს ტაძარში მიდის და ლოცულობსო. ოლიმპიადამდე გავრცელდა ვიდეო, სადაც ძალიან ემოციურად კითხულობთ ზურაბ ბენიაიძის ლექსს, რომელიც ოლიმპიადაზე წასულ შვილს მიუძღვენით. ისეთი ტექსტია და ისე კითხულობთ, თითქოს ომში აცილებთ შვილს...

- არ მეგონა, ამხელა ხმაური თუ მოჰყვებოდა ამ ლექსს. ავტორი ლაშას მეგობარია და სიურპრიზი მოვუწყვეთ. როცა ლაშა მიდიოდა, გავაცილე აეროპორტში და მითხრა, - დე, ახლა ისე დამლოცე, თითქოს ომში მაცილებო. მართლა დავლოცე და წავიდა. ამ ლექსის შინაარსიც ასეთია, ომში მიმავალ შვილს აცილებს დედა. 26-ში ლაშას დაბადების დღე იყო და 2 დღეში, 28-ში უწევდა შეჯიბრებაზე გასვლა. ვიფიქრე, ამ ლექსს მივუძღვნი, ვიდეოს გავუგზავნი და მოტივაციას მივცემ ჩემს შვილს, რომ ბრძოლის ჟინი გაუძლიერდეს-მეთქი. საერთო მილოცვაც გაუკეთეს მეგობრებმა და გავუგზავნეთ. ვინც ეს ვიდეო ააწყო, იმან იხუმრა, ასეთი ლექსი რომ მომიძღვნან, ტოკიოს მეც მოვიგებო. მერე ლაშამ მითხრა, - დე, ძალიან დიდი მოტივაცია მომცა ამ ლექსმაო. უფლის ნება იყო და მისი ძალისხმევა, რომ ეს შედეგი მიიღო.

როცა ლაშა ტატამზე იდგა, მე ღვთაების მონასტერში, მამა ბენიამინთან ვიყავი და ვლოცულობდი, ღვთისმშობელს ვესაუბრებოდი. ასე მგონია, გულმხურვალე ლოცვით მეტ ძალას ვაძლევ შვილს. მუხლებზე ხოხვით ვთხოვდი ყველა წმინდანს, ჩემს შვილს ბრძოლის ჟინი მიეცით-მეთქი... მამა ბენიამინის მრევლია ჯაბა, მას 8 წლის შვილი ჰყავს. ის ბავშვი პერიოდულად შემორბოდა და ამბავი მოჰქონდა. ამას მოუგო, ახლა იმას მოუგოო... არ მჯეროდა, მაშინ სხვა განზომილებაში ვიყავი. ლაშამ რომ გაიმარჯვა, ყველა მილოცავდა, ზარზმის მონასტრიდანაც დამირეკეს. მერე გავიგე, იმდენი შეკვეთილი წირვა და პარაკლისი შემდგარა იმ დღეს; თურმე ერი და ბერი ლოცულობდა, რომ ჩემს შვილს გაემარჯვა. მან იქიდან მამამისს დაურეკა, იმასაც ყველა შეჯიბრების წინ თავისი რიტუალი აქვს სახლში. დიდი ემოცია იყო. სიტყვით ვერ გადმოგცემთ ამ ბედნიერებას.

იხილეთ გაგრძელება

ავტორი: თეა ხურცილავა

ჭიჭე
ფილმში გადაღებებმა და ქალებმა ბევრი კარგი სპორცმენი დაგვაკარგვინა, ვნახოთ ეყოფა თუ არა ძალა და გონიერება!
ჟორა
ლაშა, გაგიგრძელდა ტატამზე დაბრუნება, რაც კატასტროფის დასაწყისი მგონია, მით უმეტეს კინოში მონაწილეობა. ნათქვამია ორი საზამთრო ხელში დღემდე არავის დაუჭერიაო, არა მგონია გამოგივიდეს.
დ
თქვენს დედაშვილობას ვენაცვალე! ასეთი დედის გაზრდილი შვილი კარგი იქნება, აბა რა იქნება. ლაშას უბრალოდ უფლება არა ჰქონია, რომ ცუდი იყოს.
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
[VIDEO] ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია! ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა