"ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტი და კომპანია დაიჭირეს, ვინ იქნება შემდეგი?

ჩაწყობილი თამაშების სკანდალმა თითქმის მთელი ევროპა მოიარა და ამას წინათ ჩვენთანაც კი იფეთქა. მანიპულირებულ თამაშებს ლამის მთელი მსოფლიო იძიებს და ნამდვილად არ გაგვიკვირდა ის, რომ ნაღმი თურქეთშიც გასკდა.

ჩვენი მეზობელი ქვეყანა მანიპულაციების სკანდალმა ამ უქმეებზე შეძრა. თურქეთის პოლიციამ გუშინ არაერთი ფუნქციონერი და ფეხბურთელი დააკავა.

ეჭვმიტანილთა შორის, სხვებთან ერთად, თურქეთის მოქმედი ჩემპიონის, „ფენერბაჰჩეს“ პრეზიდენტი აზიზ ილდირიმიცაა. დაკავებულია „ფენერის“ ვიცე-პრეზიდენტი შექიფ მოსტუროღლუ და ფეხბურთელები, ემანუელ ემენიკე და სეზერ იოზთურქი. თუმცა სკანდალში მარტო „ფენერბაჰჩე“ როდია გახვეული...

თურქული მედიის ცნობით, პოლიციამ კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი აღმოაჩინა და კვირას დაჯგუფების რამდენიმე წევრი დააკავა. გუშინ საღამოს 40 ეჭმიტანილი იყო დაკავებული და როგორც ჩვენი თურქი კოლეგები იტყობინებიან, ამ დღეს და ხვალ დაჭერილთა რიცხვი აუცილებლად გაიზრდება. გაირკვა ისიც, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ორგანიზებული მანიპულაციებია ცნობილი, კონკრეტული მატჩები კი არ სახელდება.

მარტო ფენერი არა, სივასი და ესქიშეჰირიც

დაკავებულთაგან ყველაზე ცნობილი პიროვნებები „ფენერის“ პრეზიდენტი აზიზ ილდირიმი და ვიცე-პრეზიდენტი შექიფ მოსტუროღლუ, ასევე ფეხბურთელები ემანუელ ემენიკე და სეზერ იოზთურქი არიან. „ფენერბაჰჩეს“ გარდა, სკანდალში გახვეულია „ესქიშეჰირსპორიც“ - დააკავეს კლუბის სპორტული დირექტორი, თურქეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი უმით ქარანი და მთავარი მწვრთნელი ბიულენთ უიგუნიც. სკანდალი „სივასსპორსაც“ გადასწვდა, სადაც პრეზიდენტი მეჩნუნ ოთიაქმაზი, მეკარე კორჩან ჩელიქაი და ექს-ფეხბურთელი მეჰმეთ ილდიზი დაიჭირეს. დაკავებულები არიან ასევე თურქეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშე სერქან ჩალიკი (გენჩლერბირლიგი), „ანკარაგიუჯუს“ ფეხბურთელი სერდარ კულბილგე და ცნობილი თურქი ფეხბურთელის, ემრე ბელოზოღლუს ბიძაშვილი, რომელსაც მუდმივად ურთიერთობა ჰქონდა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან.

დანარჩენი დაკავებულები უმეტესად მეორე ლიგის კლუბებიდან არიან. გარდა ამისა, პოლიციამ რამდენიმე ფეხბურთელისა და ფუნქციონერის სახლები გაჩხრიკა. თურქული პრესის ცნობით, გაიჩხრიკა „ტრაბზონსპორის“ ხელმძღვანელებისა და მოთამაშეების სახლებიც. „ფენერბაჰჩემ“ საღამოს გაავრცელა ოფიციალური პრესრელიზი, სადაც ნათქვამია, რომ კლუბი დამნაშავეების სწრაფად გამოვლენას და მათ დასჯას ითხოვს – „ფენერი“ სამართალდამცავ სტრუქტურებს სრულ ნდობას უცხადებს.

სამაგიეროდ, დაკავებისას კრიტიკული განცხადება გააკეთა „ფენერის“ პრეზიდენტმა აზიზ ილდირიმმა: „ეს ყველაფერი სისულელეა, ჩვენ არაფერი არ დაგვიშავებია. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მილიტარისტულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. პოლიცია იმასაც კი არ ამბობს, თუ რომელ მატჩებზეა საუბარი.“

შეგახსენებთ, რომ „ფენერბაჰჩე“ თურქეთის ჩემპიონი ბოლო ტურში, „სივასის“ დამარცხების (4:3) შემდეგ გახდა. დიდი შანსია, რომ ერთ-ერთი მანიპულირებული მატჩი სწორედ ეს იყოს. „ფენერს“ ეს შეხვედრა რომ ვერ მოეგო, ჩემპიონი „ტრაბზონი“ ხდებოდა. ჩვენი თურქი კოლეგების ცნობით, გამორიცხული არაა, რომ „ფენერს“ ჩემპიონობა ჩამოართვან და „ტრაბზონს“ გადასცენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს