გერმანიის ჩემპიონში უკვე სასტიკი კონკურენციაა
თამამად ვიტყვით: დიდი ხანია, დორტმუნდის „ბორუსიაში“ ასეთი მძაფრი კონკურენცია არ ყოფილა. მას მერე, რაც გერმანიის ჩემპიონმა ახალი სეზონისთვის ხუთი ახალი ფეხბურთელი შეიძინა, ვესტფალიელთა მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს თითქმის ყველა პოზიციაზე ორი კარგი ფეხბურთელი ჰყავს.

კონკურენციის გაზრდა იმიტომ იყო საჭირო, რომ დორტმუნდელები სექტემბრიდან ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებენ და რაკი არ უნდათ, რომ თავი შეირცხვინონ და ერთდროულად სამ ფრონტს (ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა) კარგად გაუმკლავდნენ, სათადარიგოთა სკამიც გრძელი და რაც მთავარია, ხარისხიანი უნდა ჰქონდეთ.

ახალი სეზონისთვის მზადება „ბორუსიამ“ 28 ფეხბურთელით დაიწყო და ახლა ისეთი ვითარებაა, რომ რამდენიმე ვარსკვლავს სათადარიგოთა სკამის ხეხვის საფრთხე ემუქრებათ. კონკურენცია განსაკუთრებით ნახევარდაცვაშია გამძაფრებული, სადაც ხუთი ადგილისთვის („დორტმუნდი“ ხომ 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით თამაშობს) 12 ფეხბურთელი იბრძვის. დღევანდელი მდგომარეობით, ნახევარდაცვაში მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე შეიძლება იმის თქმა, რომ მას სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს - ეს არის 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი სვენ ბენდერი. დანარჩენ ოთხ ადგილზე კი 11 მოთამაშე აცხადებს პრეტენზიას.

აქედან ხუთი ფეხბურთელი უმაღლესი კლასისაა და ხუთივე ძალიან ამბიციურია: 19 წლის უნიჭიერესი მარიო გიოტცე, 23 წლის კევინ გროსკროიტცი, 22 წლის იაპონელი ტალანტი შინჯი კაგავა და ახალწვეულები, 22 წლის ხორვატი ივან პერიშიჩი და 20 წლის ილქაი გიუნდოგანი. მათ გარდა, ძირითად შემადგენლობაში თამაშის პრეტენზია აქვთ 25 წლის პოლონელ გარემარბ იაკუბ ბლაშჩიკოვსკის, 18 წლის ტალანტ მორიტც ლაიტნერს, 30 წლის საყრდენ სებასტიან კელს, 29 წლის მოჰამედ ზიდანს და 33 წლის ანტონიო და სილვას.

„თითქმის ყველა პოზიციაზე ორი მაღალი კლასის მოთამაშე მყავს. წინა სეზონის დასრულების შემდეგ კონკურენციის გაზრდა მინდოდა და მიხარია, რომ ეს შევძელი. სიმართლე გითხრათ, ჯერ არ მიფიქრია, ვინ უნდა ვათამაშო სასტარტოში. ყველა პოზიციაზე ჯანსაღი კონკურენცია მსურს და ვინ ითამაშებს ძირითადში, ეს მხოლოდ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული,“ - აცხადებს კლოპი.

სამაგიეროდ, იურგენს დაცვაში ყველაფერი გარკვეული და დალაგებული აქვს: მარჯვენა მცველი ისევ 26 წლის პოლონელი ლუკაშ პიჟჩეკი იქნება, რომელმაც წინა სეზონი ძალიან კარგად ჩაატარა, დაცვის ცენტრს კვლავ სამაგალითო უკანახაზელები 22 წლის ნევენ სუბოტიჩი და მატს ჰუმელსი (ასევე 22) გაამაგრებენ, დაცვის მარცხენა ფლანგზე კი 23 წლის მარსელ შმელცერი ითამაშებს. წყალი არ გაუვა იმასაც, რომ

„დორტმუნდის“ მეკარე ახალ სეზონშიც გამოცდილი რომან ვაიდენფელერი იქნება.

ერთადერთი ცენტრფორვარდის ადგილზე კლოპი უპირატესობას ისევ 26 წლის ლუკას ბარიოსს მიანიჭებს, თუმცა მისი შეცვლა ნებისმიერ დროს შეეძლება 22 წლის პოლონელ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის, რომელიც გასულ სეზონშიც ძალიან ნაყოფიერი იყო - მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ათამაშებდნენ. ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაში ზიდანსაც შეუძლია, მაგრამ ეგვიპტელი მნიშვნელოვან შეხვედრებში ნაკლებად სანდოა. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ „ბორუსიამ“ სექტემბრამდე ერთი ახალი თავდამსხმელი იყიდოს. ფაქტია, რომ სხვა პოზიციებზე BVB-ს გაძლიერება ნამდვილად არ სჭირდება.

კაგავა: მანჩესტერი არ მაინტერესებს!

ადრეც გაცნობეთ, რომ შინჯი კაგავას ძალიან ბევრი მთხოვნელი გამოუჩნდა. იაპონელი გამთამაშებელი გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩენა იყო, რის გამოც სხვადასხვა გრანდებთან ერთად, მას თვალი „მანჩესტერ იუნაიტედმაც“ დაადგა. თუმცა 22 წლის კაგავა ამბობს, რომ „დორტმუნდიდან“ წასვლაზე ერთი წამიც არ უფიქრია.

„გაზეთში მეც წავიკითხე, რომ თურმე „მანჩესტერ იუნაიტედი“ სერიოზულად დაინტერესდა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ „ბორუსიაში“ თავს იდეალურად ვგრძნობ. „დორტმუნდის“ სახით ისეთი კლუბი ვიპოვნე, საიდანაც წასვლა, არა მგონია, ოდესმე მომინდეს,“ - აცხადებს კაგავა „ვესტფალიშე ცაითუნგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

კაგავამ გასულ სეზონში მხოლოდ პირველ წრეში ითამაშა, რადგან იანვარში აზიის თასზე მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონი ნაადრევად დაასრულა. პირველ წრეში კი, 17 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა და ერთ-ერთი საუკეთესო დორტმუნდელი იყო. „ახლა ჩემი მიზანი „ბორუსიას“ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნებაა. წინ ძალიან მაგარი სეზონი გველის, რადგან ჩემპიონთა ლიგაშიც უნდა ვითამაშოთ,“ - ამბობს კაგავა, რომელსაც „ბორუსიასთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადასარევი გიორგი
ყველა ქართველმა იცის, რომ ზუსტად ფეხბურთია ჩვენი თამაში! :) მოვა საქართველოს ნაკრების დროც, მთავარია საკუთარი ძალების ვირწმუნოთ
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
მუსიალამ ბოლო სამ დღეში მოედანზე გონება მეორედ დაკარგა - ფეხბურთელმა ამის მიზეზი ახსნა
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?