ქართული კლუბებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა “საქართველო 2008”-მ ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-3 წრე 2 გამარჯვებით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ამროსი ორმოცაძისა და მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი 14-წლამდელთა გუნდი პეი ოფში გასასვლელად იბრძვის. ჩვენს გუნდს აქამდე გამართული 10 მატჩიდან 6 მოგება ჰქონდა 11 თებერვლის მატჩების მოგებით წარმატების შანსები გაიუმჯობესა.

პირველ მატჩში “საქართველო 2008”-ამ ლატვიური ვეფ-ი დაამარცხა – 68:37 (სტატისტიკა). ჩვენს გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო ლუკა ლოლაძე, რომელმაც 14 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა და 6 ჩაჭრა მოაგროვა. მისმა ტყუპისცალმა, სანდრომ 12 წუთი ითამაშა და 12 ქულასთან ერთად 3 მოხსნა მიითვალა. 11 ქულა დააგროვა ბაჩო ბლიაძემ.

მეორე შეხვედრაში “საქართველოს 2008”-ის მეტოქე იყო “ტარტუ როკი”. ქართველებმა ესტონური გუნდიც საკმაოდ იოლად – 53:34 (სტატისტიკა) დაამარცხეს. ამჯერად ჩვენს გუნდში 11 ქულით საუკეთესო შედეგი დიანისი გრიგორიანმა დააფიქსირა. ანდრია გაბუნიამ თავი 7 ქულას მოუყარა, სანდრო ლომაძის ანგარიშზე 4 ქულა, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა.

მომდევნო 2 მატჩს ქართველი 14-წლამდელები 12 თებერვალს გამართავენ 11:00 საათზე ლატვიურ DSN-თან, ხოლო 17:00-ზე BS რიგასთან.

GBF.GE

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა