გერმანიაში გიორგი ჩაკვეტაძის სადებიუტო შეხვედრებს გერმანული მედია აქტიურად ეხმაურება. Mopo წერს:

"ქართველმა უკვე რამდენიმე ეპიზოდში აჩვენა, თუ რა შეუძლია და ეს სტადიონზე მყოფმა გულშემატკივრებმაც შენიშნეს...

ჩაკვეტაძემ გასულ კვირას დარმშტადტში (5-0) მოგებულ მატჩში 12 წუთი იასპარეზა. მისი სათამაშო დრო "ჰაიდენჰაიმის" (2:0) წინააღმდეგ გაორმაგდა. 66-ე წუთზე მოედანზე ის ფარიდე ალიდუს ნაცვლად შევიდა, როდესაც ანგარიში 1:0 იყო.

ნახევარმცველი მაშინვე თამაშში ჩაერთო და ენთუზიაზმით სავსე იყო. მთლიანობაში, ის ბურთს 26-ჯერ შეეხო და მისი პასების უმეტესობა თანაგუნდელებმა მიიღეს - სიზუსტე 88 პროცენტი. მისი მაჩვენებელი დუელებშიც (ასევე 88 პროცენტი) კარგი იყო.

"გიორგის აშკარად აქვს პოტენციალი და ამას ისევ და ისევ გამოავლენს, - განმარტა მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ვოლტერმა, - ამავდროულად, მან ჯერ კიდევ ადაპტაცია უნდა გაიაროს და საკუთარი თავი იპოვოს. მხოლოდ ერთი კვირაა, რაც ჩვენთანაა."

ეჭვგარეშეა, რომ ჩაკვეტაძეს დრო დასჭირდება, რომ მოწესრიგდეს და ყველა პროცესი ბოლომდე გაიაზროს, თუმცა დასაწყისი მისთვის წარმატებული იყო. თუ ასე გააგრძელებს, მასთან ერთად არამხოლოდ "ფოლკსპარკზე" მყოფი გულშემატკივრები ისიამოვნებენ..."

ჩაკვეტაძეზე kicker-იც წერს და ფეხბურთელის კომენტარსაც გვთავაზობს. "ჰამბურგის" შეხვედრას ქართველი გულშემატკივრებიც დაესწრნენ, რაზეც შეხვედრის შემდეგ გიორგიმაც ისაუბრა:

"ეს ძალიან სასიიამოვნო იყო. მატჩის შემდეგ მათ შევხვდი და მაისური ვაჩუქე...

გუნდში თავს კომფორტულად ვგრძნობ, შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, რომლებმაც კარგად მიმიღეს.

მთავარი მწვრთნელიც ძალიან მეხმარება და ვგრძნობ, რომ კარგ ხელში ვარ."

ზურა
გამოჩნდა თუ არა ეს ბიჭი სარბიელზე, ყველა ნორმალურმა ქართველმა დაინახა მასში ფეხბურევუქმევუქმნათეეთის ახალი ქართველი ჯადოქარი, მაგრამ ქართველი რის ქართველია რომ კარგს და გამორჩეულს სარმა არ გამოვდოთ და პრობლემები არ შევუქმნათ. წარმატებები გიორგის. ღმერთი მოწყალეა.
სოსო
ღმერთო,მიეცი ჯანმრთელობა!დანარჩენს თვითონ გააკეთებს.
G.LA
მიდი გიო აბა შენ იცი, დიდი შრომა და აუცილებლად დაბრუნდები. ჰამბურგი დიდი ტრადიციების გუნდია. ჩვენ შენი გვჯერა, გვეიმედები და ძალიან მოგვენატრე ისევ ისეთი ჩაკვე მოგვენატრა ნაკრებში. წარამტება ჩაკვეს!
merabi-1960
სახელოვან გუნდში კარგ დროს და რაც მთავარია, ყოველმხრივ საუკეთესო ქვეყანაში მივიდა.რომ იტყვინ, ჰა ბურთი და ჰა მოედანი. იმედია, გაამართლებს და თავის ნიჭს სრულად გამოავლენს. ჩვენც ეს გვინდა...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა