"ხეტაფემ" "რეალის" ახალგაზრდა ფეხბურთელი პაბლო სარაბია შეიძინა
"ხეტაფემ" "რეალის" ახალგაზრდა ფეხბურთელი პაბლო სარაბია შეიძინა. სარაბია 19 წლის გარემარბია, მას "რეალთან" 2016 წლამდე ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული.

ტრანსფერის თანხა არც ერთ კლუბს არ გამოუმზევებია, თუმცა ესპანური პრესა მიიჩნევს, რომ "ხეტაფემ" ნიჭიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ სულ 3 მილიონი ევრო გადაიხადა. ხელშეკრულებაში ერთი პუნქტია, რომლის მიხედვითაც "სამეფო კლუბს" სარაბიას გამოსყიდვის უფლება აქვს. "რეალიდან" "ხეტაფეში" ხშირია ტრანსფერები. ეს გზა გაიარეს: რუბენ დე ლა რედმა, ესტებან გრანერომ, დანი პარეხომ და სხვებმა. პაბლო სარაბია "რეალის" აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლებოდა, თუმცა მას მოურინიოს ფორმაციის გუნდში მოხვედრის არავითარი შანსი არა ჰქონდა.

ლუის გარსია მექსიკაში გადაიხვეწა

მექსიკურმა "პუებლამ" ესპანელი ვეტერანი ლუის გარსია აიყვანა. "ბარსელონასა" და "ლივერპულის" ყოფილი ნახევარმცველი ბოლოს საბერძნეთში, ათენის "პანათინაიკოსში" თამაშობდა.

33 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა გაუვიდა ბერძნულ გუნდთან და თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა მექსიკაში, სადაც "პუებლასთან" ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შეგახსენებთ, რომ ლუის გარსიამ ესპანეთის ნაკრების მაისურით 2006 წლის მუნდიალზე იასპარეზა.

ესპანეთი. ლა ლიგა. ტრანსფერები

თარიღი ფეხბურთელი საიდან სად თანხა

20 ივნისი ხავიერ მატილია ვილიარეალი ბეტისი 1,2 მლნ ევრო

22 ივნისი ექტორ მორენო ალკმაარი ესპანიოლი 4 მლნ.

22 ივნისი ტომეუ ნადალი მალიორკა ხეტაფე თავ. აგენტი

22 ივნისი აიოსე დიასი მალიორკა დეპორტივო თავ. აგენტი

22 ივნისი რაფაელ სასტრე სპორტინგი უესკა თავ. აგენტი

23 ივნისი სერხიო სანჩესი სევილია მალაგა 2,8 მლნ.

23 ივნისი ხოაკინი ვალენსია მალაგა 4,2 მლნ.

25 ივნისი ჯეფერსონ მონტერო ვილიარეალი ბეტისი იჯარა

26 ივნისი მანოლო გასპარი მალაგა კარტახენა თავ. აგენტი

27 ივნისი მანუ ფერნანდესი დეპორტივო უელვა თავ. აგენტი

27 ივნისი რაფაელ ვარანი ლანსი რეალი 10 მლნ.

27 ივნისი დავიდ დე ხეა ატლეტიკო მანჩესტერი 25 მლნ.

29 ივნისი ხავი კასტელიანო მალიორკა ლას პალმასი თავ. აგენტი

29 ივნისი მიკელანჯელო ალბერტაცი მილანი ხეტაფე იჯარა

29 ივნისი სერხი ენრიჩი მალიორკა უელვა იჯარა

30 ივნისი დიეგო რივასი სოსიედადი ერკულესი თავ. აგენტი

30 ივნისი გილერმე უდინეზე გრანადა თავ. აგენტი

30 ივნისი რუბენ გონსალესი მალიორკა ოსასუნა თავ. აგენტი

1 ივლისი მანუ ფერნანდეში ვალენსია ბეშიქთაში 2 მლნ.

2 ივლისი კეილორ ნავასი ალბასეტე ლევანტე იჯარა

2 ივლისი ვიქტორ სანჩესი ბარსელონა ქსამაქსი თავ. აგენტი

2 ივლისი მიკელ ორბეგოზო სოსიედადი ბილბაო თავ. აგენტი

2 ივლისი ბენ საჰარი ესპანიოლი ოსერი იჯარა

3 ივლისი სალვა პერესი ვილიარეალი კარტახენა იჯარა

3 ივლისი პაბლო სარაბია რეალი ხეტაფე 3 მლნ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა