თუ თქვენ მოგზაურობის მოყვარული ხართ და ამავე დროს, სპორტიც გიზიდავთ, თქვენთვის საკმაოდ საინტერესო სტატია გვაქვს. დღეს შემოგთავაზებთ იმ ქვეყნებს და ქალაქებს, სადაც საინტერესო სპორტულ მოგზაურობას მოიწყობთ, ნახავთ სხვადასხვა მუზეუმს, სპორტულ შეჯიბრებას და ასე შემდეგ.

ბარსელონა, ესპანეთი

არსებობს ერთი ადგილი, რომლის მონახულებაზეც ფეხბურთის ყველა ფანს უოცნებია. ეს ადგილი "კამპ ნოუა" (Camp Nou) - რომელიც ბარსელონაში მდეობარეობს. "კამპ ნოუ" ევროპის ყველაზე დიდი სტადიონია, რომელიც 100 000-მდე მაყურებელს იტევს. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონია. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ფეხბურთის, განსაკუთრებით კი, „ბარსელონას“ გუნდის ფანები ამ "კამპ ნოუს" სტუმრობენ.

თუ თქვენც ამ გუნდის ან უბრალოდ ფეხბურთის ფანი ხართ და "კამპ ნოუ" ჯერ არ გინახავთ, მაშინ შეგიძლიათ ქუთაისიდან ბარსელონის მიმართულებით შეიძინოთ Wizz Air - ის ავიაბილეთები და საკმაოდ იაფად მოხვდეთ თქვენს საოცნებო ადგილზე.

ციურიხი, შვეიცარია

ფეხბურთის მოყვარულებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი არსებობს და ეს ფიფას მუზეუმია, რომელიც ციურიხში მდებარეობს. მუზემის მთლიანი ღირებულება 30 მილიონ დოლარადაა შეფასებული. მუზეუმი 1000-ზე მეტ ექსპონატს, 1480 ფოტოს და 500 ვიდეოს ინახავს. „ფიფას“ მუზეუმის მონახულება ნებისმიერ ფეხბურთის ფანს აღაფრთოვანებს და წარუშლელ მოგონებებს დაუტოვებს.

ციურიხში გასამგზავრებლად თბილისის აეროპორტიდან ავიაკომპანიები ტრანზიტულ რეისებს გვთავაზობენ. Pegasus Airlines-ი საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად მოგახვედრებთ თბილისიდან ციურიხში.

მადეირა, პორტუგალია

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს ფანებისთვის 2013 წელს მისი სახელობის მუზეუმი გაიხსნა. The Museu CR 7 - ასე ეწოდება მუზეუმს, რომელიც პორტუგალიელი ფეხბურთელის თასებს ინახავს. მუზეუმი პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე, კრიშტიანოს მშობლიურ ქალაქ ფუნჩალში მდებარეობს.

მადეირაზე გამგზავრებით, მუზეუმთან ერთად, ულამაზეს კუნძულს და მის ქალაქებს მოინახულებთ. ამიტომ, არ გადადოთ ეს საინტერესო მოგზაურობა, მოძებნეთ პორტუგალიის ავიაბილეთები AVIA.GE-ს საძიებო სისტემის დახმარებით და საუკეთესო ფასად მოიწყვეთ დაუვიწყარი მოგზაურობა.

ათენი, საბერძნეთი

თუ თქვენ სპორტული შეჯიბრებები, განსაკუთრებით კი, ოლიმპიადები გიზიდავთ, მაშინ მათი წარმოშობის ადგილს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. ოლიმპიურ თამაშებს საფუძველი ძველ საბერძნეთში, ძველი წელთაღრიცხვით 776 წელს ჩაეყარა. თქვენ დღესაც შეგიძლიათ ესტუმროთ პანათენის სტადიონს ათენში, სადაც ოლიმპიური მანია დაიწყო.

ათენში გამგზავრების საუკეთესო და ყველაზე იაფი გზა Wizz Air-ის რეისებია. ავიაკომპანია ქუთაისიდან პირდაპირ ფრენებს ასრულებს ათენის მიმართულებით.

მონტე-კარლო, მონაკო

თუ ადრენალინის მოყვარული ხართ და ავტორბოლები გიტაცებთ, მაშინ მონაკო თქვენთვის ნამდვილი სამოთხე იქნება. Circuit de Monaco არის ცნობილი ქუჩა მონტე-კარლოში, სადაც ავტორბოლები ტარდება. ყველაზე ცნობილი ავტორბოლაა Grand Prix de Monaco - მონაკოს გრან პრი, რომელიც ფორმულა 1-ის საავტომობილო რბოლაა და ყოველწლიურად ტარდება მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში.

სწორედ ამ პერიოდში შეგიძლიათ დაესწროთ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ავტორბოლას და დაუვიწყარი მოგონებები შეიქმნათ.

Avia.ge-ს საძიებო სისტემა დაგეხმარებათ მოძებნოთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები თქვენთვის სასურველი მიმართულებით და მარტივად, სახლიდან გაუსვლელად დაგეგმოთ თქვენი საოცნებო მოგზაურობა.

R

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...