საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობას აგრძელებს. ოთხწლიანი განვითარების გეგმის შემუშევება უეფას ექსპერტების დახმარებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით უეფა გროუს წარმომადგენლები იმყოფებიან.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მხრიდან კი - დანიელ ფლეჩერი, უეფა "გროუს“ მენტორი; ოლექს კუჩერევი, სტრატეგიული განვითარების ექსპერტი; ლეს ჰაუვი, უეფას მასობრივი ფეხბურთის განვითარების მენტორი, ასევე - შეინ ჯონსი, უეფას სტრატეგიული ექსპერტი.

ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხო ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორებიცაა მასობრივი ფეხბურთი, ბავშვთა ფეხბურთი, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და განათლება, ეროვნული ჩემპიონატის ხელშეწყობა, ბრენდის იდენტობა და სხვა. სემინარის ფარგლებში, მონაწილეებს ონლაინკონფერენციის საშუალებით მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა გაუზიარეს.

დანიელ ფლეჩერი (უეფა "გროუს“ მენტორი): „ჩართულები ვართ სამუშაო პროცესში, რათა გავიგოთ, თუ რა არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციისთვის, არამედ ქართული ფეხბურთისთვის. განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში ვისახავთ მიზნებს, სადაც ყველაზე მეტი შესაძლებლობა გვექნება და სადაც ყველაზე დიდი მხარდაჭერის გამოხატვა შეგვიძლია.

ვფიქრობ, აქ ფანტასტიკურ ადამიანებთან ვთანამშრომლობთ. ისინი დიდი ხანია ფეხბურთში მუშაობენ და ეს სფერო ძალიან კარგად იციან. ასე რომ, დიდ საფეხბურთო მემკვიდრეობას, საქართველოში ფეხბურთის სიყვარულს და ამ ადამიანების უნარებსა და გამოცდილებას თუ გავაერთიანებთ, ვფიქრობ, უეფას მხარდაჭერასთან ერთად, შევძლებთ წარმატების მიღწევას.“

ოლექს კუჩერევი (სტრატეგიული განვითარების ექსპერტი): „თანამშრომლობა ფანტასტიკურია, რადგან ყოველდღიურ შეხვედრებში ვხედავთ ტოპ მენეჯმენტის აქტიურ ჩართულობას. უკვე მეორე სამუშაო შეხვედრას ვმართავთ თბილისში, სადაც კონტექსტუალური ანალიზი გავაკეთეთ. გვაქვს იმ ძირითადი მიმართულებების პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სურს ქართული ფეხბურთის განვითარება.

გვქონდა შესანიშნავი კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან. პოზიტიური იყო იმის ხილვა, თუ როგორ ჩართო ფედერაციამ ყველა დაინტერესებული მხარე - სპონსორები, პარტნიორები, სამთავრობო ინსტიტუტები. ასე რომ, სწორ გზაზე ვართ. გვაქვს შესანიშნავი ჩართულობა ფეხბურთის ფედერაციის სტაფის მხრიდან, მაგიდაზე გვაქვს ძალიან დიდი ოდენობის ინფორმაცია. ახლა მთავარი საკითხია პრიორიტეტების განსაზღვრა და უახლოესი მომავლისთვის ძირითადი მიმართულებების დადგენა.“

სამუშაო პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება. პროცესში ჩართულები იქნებიან როგორც უეფას ექსპერტები, ისე სფფ-ის პარტნიორები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ გეგმაზე მუშაობა 2021 წლის დეკემბერში დაიწყო.

პირველი სტრატეგიული გეგმა კი, უეფას ხელშეწყობით, 2016 წელს ჩამოყალიბდა. 2019 წელს კი ფეხბურთის ფედერაციამ საზოგადოებას ახალი ხედვა "მომავლის 11“ წარუდგინა.

gff

mikhael
გამზადებულ გეგმას მივცემ უფასოდ ოღონდ ამათ რამე გააკეთონ.
გლახუნა
ერთი 200 მლნი კიდევ გამოუყოთ და ...
ყოჩაღი ოლეგი
სტრატეგიის განმარტება ისავლეს უკვე? გაერკვნენ?
11
ყველაზე სუსტი ფედერაცია. თქვენი განვითარებული არ გაიშვა :)
kaka
ესენი უნდა წავიდნენ რაც მალე მიტ უკეტესი
aron
არცევნებზე ცუდად მოიქცნენ არ უნდა ეპატიოტ ამატ
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
სართიჭალის ახალი სტადიონის დათვალიერება
ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს
უეფას დელეგაციის ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციაში
სფფ-ის რუსთავის ტექნიკურმა ცენტრმა პრო ლიცენზიის მასტერ-ტესტს უმასპინძლა
სუპერთასის განსხვავებული ფორმატი და მეტი ინფრასტრუქტურა - სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა
სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს