რუსეთმა არტილერია და სარაკეტო სისტემები უკრაინის საზღვართან წინ წასწია და აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, კვირის ბოლოსთვის შეიჭრება მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე. რუსეთს ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დასაწყებად ძალები, ფაქტობრივად, სრულად ჰყავს მობილიზებული. დღეს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტისთვის მიმართვის გაგზავნას.

შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, საფრთხის ქვეშაა მთელ უკრაინაში სპორტული ღონისძიებების ჩატარება, ვინაიდან შეიძლება სამხედრო მდგომარეობა შემოიღონ. Meta-ratings-ის ცნობით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ფეხბურთში ჩემპიონატის განახლება გადაიდება.

კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის შიში არ აქვს და ქვეყნის დატოვებას არ გეგმავს:

"არსად წასვლას და გაქცევას არ ვაპირებ. ამ რთულ დროს საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება. თუ პანიკაში ხარ, უკვე დამარცხდი. სისტემატურად კლუბის ოფისში ვიმყოფები. მოვლენების სხვადასხვა სახით განვითარებისთვის მზად ვართ. მჯერა, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება და გულშემატკივრებს მატჩებზე ვეპატიჟები. ჩვენს გუნდებს მხარდაჭერა, ყურადღება და ენერგია სჭირდებათ".

რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრაზე გავრცელებულმა ინფორმაციებმა "ჩელსის" მფლობელ რომან აბრამოვიჩის მდგომარეობაზე სერიოზული გავლენა მოახდინა. "ტაიმსი" იტყობინება, რომ რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამო ერთი დღის განმავლობაში აბრამოვიჩმა დაახლოებით 580 მილიონი ფუნტი დაკარგა.

მეტალურგიული და სამთომომპოვებელი კომპანია Evraz-ის აქციები, რომლის პაკეტსაც რუსი ოლიგარქი ფლობს, 29%-ით გაუფასურდა.

აბრამოვიჩმა Evraz-ის წილი (28.6%) 2006 წელს შეიძინა. გასულ წელს აბრამოვიჩის ქონება 12.1 მილიარდ ფუნტად ფასობდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
უკრაინა ომობს, სურკისები კი მონტე-კარლოში გრიალებენ
სურკისები უკრაინიდან გაიქცნენ და 16 მილიონი წაიღეს
"დრო იწურება, გადარიცხეთ ფული უკრაინის დასახმარებლად!" - დიდი ბრიტანეთიდან აბრამოვიჩს ბოლო გაფრთხილება მისცეს
"დინამოში" 1.5 მილიარდი შევტენე - ლუჩესკუს დანიშვნის გამო შოკირებულ ფანებს პრეზიდენტმა უპასუხა
"თუ ფეხბურთელების 4 მილიონად გაყიდვას დავიწყებ, გუნდი არ მეყოლება" - კიევის "დინამოს" პრეზიდენტი
სურკისებს კიევის "დინამოს" 400 მილიონად გაყიდვა უნდოდათ
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
"ჩელსის" გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინას აუცილებლად უნდა მოხმარდეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
რომან აბრამოვიჩი ფეხბურთს უბრუნდება? - "ჩელსის" ყოფილმა მფლობელმა შესაძლოა, რუსული კლუბი იყიდოს
ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
"ჩელსის" გაყიდვიდან აბრამოვიჩის 2.3 მილიარდი უკრაინას გადაეცემა