ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველები მასობრივად ტოვებენ
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველები მასობრივად ტოვებენ. უკვე არახალი ამბავია, რომ გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, ომარ თეთრაძის დათხოვნის შემდეგ "კრასნოდარში" გადავიდა ვოლგელთა და რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე.

როგორც ჩანს, ოთარი გამონაკლისი არ იქნება - მისი წამოსვლა დანარჩენი ქართველებისთვისაც სიგნალი იყო და "სპორტლაიფის" მტკიცებით, "კრასნოდარში" გადასვლას ნიჟნინოვგოროდელთა სხვა ქართველებიც, გოგიტა გოგუა, გია გრიგალავა და გოჩა ხოჯავაც აპირებენ.

"27 წლის ნახევარმცველი გოგიტა გოგუა კრასნოდარელების მორიგი ახალწვეული გახდება. ის ყოფილ თანაგუნდელ ოთარ მარცვალაძეს შეუერთდება, რომელმაც "კრასნოდართან" კონტრაქტი უკვე გააფორმა.

შესაძლოა, "კრასნოდარის" ქართული "დიასპორა" "ვოლგას" კიდევ რამდენიმე მოთამაშემ შეავსოს - გუნდში გია გრიგალავასა და გოჩა ხოჯავასაც ელიან.

ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ მახაჩყალის "ანჟიში" და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" სპორტულ დირექტორად ნამუშევარი მამუკა ჯუღელი ამიერიდან "კრასნოდართან" ითანამშრომლებს.

მისი გუნდში მიწვევის ინიციატორი "კრასნოდარის" გენერალური დირექტორი ვლადიმირ ხაშიგია, რომელთანაც ქართველს დიდი ხნის მეგობრობა და პარტნიორობა აკავშირებს.

ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგადან" ომარ თეთრაძის დათხოვნამ კლუბში ჯუღელის პოზიციები მკვეთრად შეასუსტა, ამიტომ, გამორიცხული არ არის, "ვოლგას" ყოფილმა ფეხბურთელებმა, ძირითადად ქართველებმა, მალე "კრასნოდარის" რიგები შეავსონ.

ახალ გუნდში ჯუღელის პირველი ტრანსფერი ოთარ მარცვალაძის გადაყვანა იყო, რომელსაც მთელი კარიერის განმავლობაში პატრონობს - მახაჩყალის "ანჟისა" და "ვოლგაშიც" მან მიიყვანა" - იუწყება "სპორტლაიფი".

მაშ, ასე, თუ რუსულ წყაროს დავეყრდნობით, "ვოლგას" ექვსი ქართველიდან კლუბს ოთხი დატოვებს - ნიჟნი ნოვგოროდში მხოლოდ ლაშა სალუქვაძე და მათე ვაწაძე რჩებიან. თუმცა საეჭვოა, ჯუღელის წასვლის შემდეგ "ვოლგაში" ესენიც გაჩერდნენ.

კომენტარისთვის გია გრიგალავას დავუკავშირდით.

"პირადად მოლაპარაკება არავისთან მქონია. დღეს, 4 ივლისს ნიჟნიში მივემგზავრები და ყველაფერს ადგილზე გავარკვევ. საქართველოში ოთხი დღე ვისვენებდი და რუსეთიდან ზარებს არც ვპასუხობდი. თუ რაიმე წინადადებაა, დაინტერესებული კლუბი "ვოლგას" მიმართავს" - გვითხრა გრიგალავამ, რომელსაც, სხვათა შორის, "კრასნოდარი" ჯერ კიდევ იანვარში, "ვოლგაში" გადასვლამდე იწვევდა.

ინფორმაციები გადავამოწმეთ და დავადგინეთ, რომ ჯუღელმა და თეთრაძემ ზემოთ ნახსენებ ჩვენებურებს "ვოლგასთან" ერთობ ორიგინალური კონტრაქტები გააფორმებინეს - თუკი ისინი კლუბს დატოვებდნენ, ქართველები კონტრაქტის გაწყვეტის უფლებას მიიღებდნენ.

მამუკა ჯუღელი და ომარ თეთრაძე დიდი ხნის მეგობრები და პარტნიორები არიან. ერთად უმუშავიათ "ანჟიში", "ვოლგაში", შარშან დეკემბერს კი ჯუღელ-თეთრაძის დუეტს ბრიანსკის "დინამოში" იწვევდნენ. გასულ სეზონში ბრიანსკელებმა რუსეთის პირველ დივიზიონში მე-14 ადგილი დაიკავეს, მაგრამ წლეულს "დინამოს" მეპატრონეებს პრემიერლიგის საგზურისთვის ბრძოლა სურდათ, ჯუღელი და თეთრაძე კი, რომ იტყვიან, ამის სპეციალისტები არიან - ყველამ იცის, რომ ჯუღელი გავლენიანი მენეჯერია, რუსეთში მოთამაშე ბევრი ქართველი მისი კლიენტია და სადაც მიდის, თეთრაძე და ქართველი ფეხბურთელებიც მიჰყვებიან, მათ კი ძლიერი კოლექტივის ჩამოყალიბება შეუძლიათ.

ჯუღელს "დინამოში" მუშაობა სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით შესთავაზეს, საკითხი თითქოს გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ მაინც ნიჟნინოვგოროდულ კლუბში დარჩენა ამჯობინა.

ახლა კი, ლოგიკური დასკვნა - როგორც უკვე ვთქვით, სადაც მიდის ჯუღელი, იქ მთავარ მწვრთნელად ომარ თეთრაძე ინიშნება. ვფიქრობ, ამ ამბებში ყველას გამორჩა ეს ფაქტორი, ისევე, როგორც "კრასნოდარის" მეპატრონე სერგეი გალიცკის სიტყვები - "პრემიერლიგაში პირველი ეტაპის შემდეგ დაკავებული მეცხრე ადგილის გამო ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ".

გალიცკიმ მიანიშნა, რომ მთავარი მწვრთნელის, სლავოლუბ მუსლინის მუშაობით აღტაცებული არ არის, მისი ერთი წაფორხილება და...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

eddy
რამდენად საინტერესოა ჭორებზე აწკობილი ინფოს მოწოდება გაურკვეველია. ერტინად ჯგროდ რომ კიდულობენ ქართველებს ეს კარგი ნიშანი არ არის არსად. რაც შეეხება მერცვალაძეს კარგი აგენტი რომ კავდეს ნებისმიერ ეუროპიულ გუნდში იტამაშებდა.
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...