იან რაითი 90-იანების ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია - "არსენალის" ლეგენდამ პრემიერლიგაში 113 გოლი გაიტანა; თამაშებისა და გოლების ოდენობის შეფარდებით ისეთ ფორვარდებზე მაღლა დგას, როგორებიც დიდიე დროგბა, უეინ რუნი, რობი ფაულერი, მაიკლ ოუენი, რობინ ვან პერსი და სხვები არიან. ამ სტატიაში მოთხრობილი ამბავი კი იანს თავს 2005 წელს გადახდა.

რაითი წარმოშობით იამაიკელი გახლავთ, ლონდონში კი მძიმე პირობებში იზრდებოდა. მამამ მიატოვა, დედა ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო და როგორც თვითონ ამბობს, მშობლებისაგან 1 თბილი სიტყვაც არ ახსოვს. თავდამსხმელის ცხოვრებაში უდიდესი როლი ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა პილოტმა სიდნი პიგდენმა ითამაშა. როგორც იანი ამბობს, სწორედ მისტერ პიგდენი იყო პირველი მამაკაცი მის ცხოვრებაში, რომელმაც მასზე დადებითი გავლენა იქონია.

2005 წელს კი მოსწავლე და მასწავლებელი ერთმანეთს "ჰაიბერიზე" შეხვდნენ - რაითი ძველ ამბავზე იცინოდა, მასწავლებლის დანახვაზე კი სახე შეეცვალა... იქამდე კი სიდნი ამბობდა, რომ იანი 24 წელია არ უნახავს და ალბათ, ვეღარ მიცნობსო.

პიგდენი: "გამარჯობა, იან. დიდი ხანი გავიდა, ჩვენ კი ერთმანეთი არ გვინახავს."

გაოცებულმა იანმა მაშინვე ქუდი მოიხადა: "მისტერ პიგდენ! თქვენ ცოცხალი ბრძანდებით?"

პიგდენი: "ხედავთ, ცოცხალი თუ ხარო, მეკითხება?!" სიდნიმ ღიმილით შეხედა მოსწავლეს და ჰკითხა: "როგორ ხარ, აბა?"

რაითმა კი ტირილნარევი ხმით უპასუხა: "არც კი მჯერა. ვიღაცამ მითხრა, რომ ცოცხალი აღარ იყავით..." და ატირდა...

პიგდენი: "როგორც ხედავ, ძალიან მომთმენი ვარ და ძალიან მიხარია, რომ საკუთარი ცხოვრება ასე კარგად წარმართე."

ატირებული იანი კი მასწავლებელს ჩაეხუტა და ამბობდა: "არ ვიცი, რა ვთქვა, ვერ ვიჯერებ".

იან რაითი და მასწავლებელი

სიდნი პიგდენი 1922 წელს დაიბადა და 2017 წელს გარდაიცვალა. მეორე მსოფლიო ომში პილოტი იყო და ნაცისტ-ფაშისტების წინააღმდეგ იბრძოდა. ომის დასრულების შემდეგ საზეიმოდ ბუკინგემის სასახლეს სწორედ მან გადაუფრინა. მასწავლებელი ამბობდა, რომ იანის წარმატება მისთვის უფრო საამაყო იყო, ვიდრე ის ფაქტი, რომ დედოფალმა საზეიმო გადაფრენისთვის აირჩია.

იანი იხსენებდა, რომ სიდნი პიგდენი პირველი ადამიანი იყო მის ცხოვრებაში, რომელმაც აგრძნობინა, რომ რაითის ცხოვრებას ფასი ჰქონდა. მასწავლებელი ფეხბურთის მომავალ ვარსკვლავს სულ გვერდში ედგა და ცხოვრების გზის გაკვალვაში დაეხმარა.

ახლა თარნემის აკადემიის ეზოში, იქ, სადაც მისტერ პიგდენი და იან რაითი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ, მასწავლებლის მოსაგონრად სპეციალური დაფაა. ყოფილი ფეხბურთელი კი აკადემიას ფინანსურად ეხმარება, რათა სკოლამ შეძლოს და დაიქირაოს სპეციალური თანამშრომლები, რომლებიც მოსწავლეებს სირთულეების გადალახვაში დაეხმარებიან, ისე, როგორც ერთ დროს მისტერ პიგდენი იანს დაეხმარა.

არდილეს
საფლავი მოეკითხა თუკი გარდაცვლილი ეგონა!!! კაი რააა

ბრავო
1
ძალიან მაგარი ისტორიაა, ემოციის გარეშე რომ ვერ უყურებ... ორი დიდებული ადამიანი. რაიტი როგორი ემოციური იყო
ინგლისელო
ინგლისელები იმავე ენაზე ლაპარაკობენ და ბაქინგემს ამბობენ :) ბუკინგემს ის წერდა და ამბობდა, ვინც ინგლისური არ იცოდა :)
სოსო
ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი ისტორიაა,მაგრამ ბაკინგემი,ადრე ბუკინჰემად იწერებოდა ქართულ თარგმანში.იმედი მაქვს,იმგლისელები ისევ ინგლისურად ლაპარაკობენ და მხოლოდ ქართველები უგულებელყოფენ, უკვე დამკვიდრებულ ფორმებს.2003 წლიდან ხომ ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო საქართველოში და ძველი ყველაფერი ჩაირეცხა.
გულშემატკივარი
მასწავლებლის დანახვაზე ეგრევე რომ ქუდი მოიხადა, მარტო მაგის გამო გამიჩნდა პატივისცემა იან რაითის მიმართ! კარგი ფეხბურთელი იყო და წესიერი კაცი ყოფილა!
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა