ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რუსეთისთვის გორგაძე, მიქაუტაძე, კვესელაძე და ნინიაშვილი ბრუნდებიან

რუსეთისთვის გორგაძე, მიქაუტაძე, კვესელაძე და ნინიაშვილი ბრუნდებიან

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 27 თებერვალს „დინამო არენაზე“ გასამართი 250-ე ტესტისთვის გაფართოებული შემადგენლობა გამოიძახა.

საქართველო 18 საათზე 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში რუსეთს ერკინება. ამ გუნდს 1993 წლიდან 26-ედ ვეთამაშებით და 24-მატჩიანი წაუგებელი სერია გვაქვს. 29 წლის წინ, პირველ მატჩში, რუსეთმა სოპოტში 15:9 მოიგო და 2002 წელს თბილისში ფრეს (12:12) გამორჩა, დანარჩენი 23 რკენა კი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა – აქედან ბოლო 20 მიჯრით.

შარშან „დათვებს“ ორჯერ შევხვდით და ჯერ „მიხეილ მესხზე“ 16:7 დავამარცხეთ, მერე კი კალინინგრადში 23:6. საქართველოს რუსეთისთვის გატანილი აქვს 70 ლელო (მიიღო 17) და 618 ქულა (273 გაშვებული).

შეხვედრა 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდითაც ტარდება და გამარჯვების შემთხვევაში, "ბორჯღალოსნებს" საფრანგეთის საგზური დაბევებული ექნება, თუმცა დარჩენილ თამაშებში პირველი ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

გაფართოებულ რაზმში სულ 33 მოთამაშეა – 19 მორკინალი და 14 ხაზის. წინა ორი მატჩის შემდეგ გუნდს უბრუნდებიან დავით ნინიაშვილი და კოტე მიქაუტაძე, რომლებმაც ტრავმები მოიშუშეს. მწვრთნელებმა უხმეს გიორგი კვესელაძეს "გლოსთერიდან“ და ბექა გორგაძეს „პოდან", რომლებსაც პორტუგალიისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ არ უთამაშიათ.

გაფართოებული შემადგენლობა რუსეთთან

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 27 კეპი, 10 ქულა), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 69 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, უკეპო), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 5 კეპი, 5 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი, 7 კეპი), გიორგი პერტაია (შავი ლომი, უკეპო);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 86 კეპი, 55 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (აჟენი, 67 კეპი, 25 ქულა), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 20 კეპი, 15 ქულა);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 70 კეპი, 10 ქულა), ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 14 კეპი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 35 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 8 კეპი, 10 ქულა);

მესამე ხაზი: ბექა გორგაძე (პო, 33 კეპი, 35 ქულა), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 24 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 14 კეპი, 20 ქულა), ოთარ გიორგაძე (ბრივი, 31 კეპი, 40 ქულა), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, უკეპო), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 2 კეპი);

ხაზი

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 62 კეპი, 65 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 37 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 30 კეპი, 210 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4 კეპი, 9 ქულა);

ცენტრები, ფრთები და 15: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 82 კეპი, 60 ქულა), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 37 კეპი, 25 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 17 კეპი, 75 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 40 ქულა), თორნიკე კახოიძე (ლელო, 1 კეპი), დავით მესხი (ენისეი, 2 კეპი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 53 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 9 კეპი, 23 ქულა).

rugby.ge

• Oto

ყოჩაღ სოსო! ყოჩაღ!

• სოსო

გუშინ ტულონის და მონპელიეს თამაშს ვუყურე რუგგერ ინფოზე.ძალიან დაძაბული თამაში ფრედ,24-24 დამთავრდა და სტუმრებმა უკვე გაწითლებულზე დადებული და გარდასახული ლელოთი გაათანაბრეს ანგარიში.80 წუთი ითამაშა გიგაშვილმა ტულონში და ძალიან მაგრადაც იბრძოლა,მონპელიეში სრული მატჩი ჩაატარა გელა აფრასიძემ და ანგარიშიც მისმა გარდასახვამ გაათანაბრა.მიშა ნარიაშვილი კი,მატჩის მიწურულს გამოვიდა და გუნდს დაეხმარა ანგარიშის გათანაბრებაში

• სოსო

რუსეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს,რომელიც გუნდს ძალიან აქტიურ,შემტევ თამაშს ათამაშებს.მართალია ორივე თამაში წააგეს,მისი ხელმძღვანელობით,მაგრამ თამაშში ცვლილებები,თანაც სასიკეთო,აშკარააა.მათი სისუსტე დაცვაში საკმაოდ ხშირი და უხეში შეცდომებია,მაგრამ ამასაც თანდათან გამოასწორებენ და გაცილებით ძლიერებიც გახდებიან.ჩვენს ნაკრებს არ უნდა ეგონოს,რომ ადვილი თამაში ელით.თუ რუსებმა თამაში გაშალეს და იგრძნეს,მათთანაც პორტუგალიასავით შეიძლება გაგვიჭირდეს.ჰო კიდევ,მათ ნაკრებში თამაშზე თანხმობა განაცხადა ნარმანიამ,მაგრამ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ,მორალურად მზად არ ვარ,არ ვითამაშებო და რუსეთის გულშემატკივრები,კაკალს ამტვრევენ,რად გვინდა ისეთი კაცი,რომელიც მეტოქეების შერჩევით ითამაშებსო.სხვათა შორის,მათ შორის ზოგიერთი ქართველიცაა და სწორედ მათი გამკვირვებია ყველაზე მეტად.თუ გადაწყვიტე,ბარემ ბოლომდე გამოიცვალე სამშობლოვო,ფაქტობრივად უბიძგებენ,სხვა შემთხვევაში საქართველოს ყველანაირად მხარდამჭერი ეს გულშემატკივრები.არადა თუ ერთმა გააკეთა,მერე ყველა მას მიჰბაძავს და წავა ომი,ვინ უფრო იაფად ჰყიდის სამშობლოს.პოლიტიკაში მაგის მეტს,რას ვხედავთ?!

საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ

პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა

"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში

პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო

ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა

[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია

ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა

"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო

ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო

"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"

უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს

"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი

"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი

დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა

საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ

შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო

პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა

"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში