რობერტო დი მატეო გვარწმუნებს, რომ მთავარი მწვრთნელობიდან ასისტენტად დაქვეითება რ აწუხებს
რობერტო დი მატეო გვარწმუნებს, რომ მთავარი მწვრთნელობიდან ასისტენტად დაქვეითება რ აწუხებს.

შეგახსენებთ, რომ 41 წლის იტალიელი სპეციალისტი 2008-09 წლებში „მილტონს“ თავკაცობდა, 2009-11 წლებში კი „ვესტ ბრომვიჩს“. „ვესტ ბრომვიჩიდან“ დი მატეო თებერვალში დაითხოვეს და მას მერე უმუშევრად იყო, თუმცა გასულ ოთხშაბათს ახალი სამსახური იშოვნა - „ჩელსიში“ ანდრე ვილაშ-ბოაშის თანაშემწე გახდა.

დი მატეო ამბობს: „რასაკვირველია, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავარ, მაგრამ განსაკუთრებულ პრობლემებს არ ველი. კარგად ვიცი რასაც ნიშნავს ინგლისურ გუნდში მენეჯერად ანუ მთავარ მწვრთნელად მუშაობა. ამ საქმეში, ისევე, როგორც ჩვეულებრივ მწვრთნელად მუშაობაში გამოცდილი ვარ. ერთი სიტყვით, ორივე პროფესიაში ვერკვევი და ყველა ღონეს ვიხმარ, რათა ანდრეს დავეხმარო. მზად ვარ „ჩელსის“ მწვრთნელთა ჯგუფის ნებისმიერ სხვა წევრსაც ამოვუდგე მხარში. ჩვენ გამარჯვებები გვჭირდება.

გასული სეზონის განმავლობაში „პორტოს“ თამაშს თვალს ვადევნებდი, ვნახე რა დიდებულ წარმატებას მიაღწია ვილაშ-ბოაშმა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ თანაშემწედ მიმიწვევდა. მისი შემოთავაზება სრულიად მოულოდნელი იყო. ძალიან გამიხარდა, რომ ანდრეს ფეხბურთისადმი ჩემი დამოკიდებულების შესახებ სცოდნია და, თურმე, სწორედ ამიტომ მიმიწვია. ვფიქრობ, მას ფეხბურთი უყვარს, შეტევა, შემოქმედება აინტერესებს. და თუ, ბოლო წლებში, ჩემი მომზადებული გუნდების ერთი-ორი თამაში მაინც გინახავთ, დამეთანხმებით, რომ ამ ფილოსოფიასთან ბევრი საერთოს ნახვა შეიძლება. ყოველთვის ვცდილობდი ჩემს გუნდებს მოეგოთ, არ-წაგება ჩემი ამოცანა არასდროს ყოფილა. ჩემი საქმე შენება, პასებით თამაში გახლდათ.

ამიერიდან, „ჩელსის“ სათავეში ანდრე ვილაშ-ბოაში დგას და წარმატების მისაღწევად ჩვენ ყველანი მის შეხედულებებს მოვერგებით“.

შემდეგ, დი მატეომ სიამოვნებით აღნიშნა, რომ ვილაშ-ბოაშთან პირველივე ლაპარაკის შემდეგ კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა: „ჩვენ ერთმანეთს პირველი სიტყვებიდანვე გავუგეთ. ვფიქრობ, კარგი პარტნიორობა ბუნებრივად ჩამოყალიბდა. ადამიანზე ხომ პირველივე შეხვედრის შემდეგ შეიძლება ითქვას, შენი ჭკუისაა თუ არა. დიდი მადლობა ვილაშ-ბოაშსა და რომან აბრამოვიჩს „ჩელსიში“ მუშაობის საშუალება რომ მომცეს“.

რობერტო დი მატეო „სტემფორდ ბრიჯზე“ 1996-2002 წლებში თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში მან 119 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"