„მანჩესტერ სიტი“ „არსენალს“ უტევს: 27 მილიონ ფუნტს სთავაზობს და სანაცვლოდ გაელ კლიშისა და სამირ ნასრის ითხოვს
„მანჩესტერ სიტი“ „არსენალს“ უტევს: 27 მილიონ ფუნტს სთავაზობს და სანაცვლოდ გაელ კლიშისა და სამირ ნასრის ითხოვს. ის, რომ ისტლენდელებს კლიშისა და ნასრის ყიდვა სურდათ ინგლისურ პრესაში აქამდეც ეწერა და ამ თემას ჩვენც რამდენჯერმე გამოვხმაურებივართ, მაგრამ ახლა ყველაფერი ნაღდი ჩანს და, რაც მთავარია, ვადები გამოიკვეთა - ვაჭრობა ამ კვირაში გაიმართება.

კიდევ უფრო სწორად ასე შეიძლება თქმა: კლიშის მანჩესტერში გადაბარგებას ჩრდილოლონდონელები ასე თუ ისე შეგუებულები იყვნენ. ისიც ცნობილი იყო, რომ 25 წლის ფრანგი მარცხენა მცველი 7 მილიონად იყიდებოდა, მაგრამ ახლა, წინა პლანზე 24 წლის შემტევი ნახევარმცველის, სამირ ნასრის ამბავი წამოვიდა. გაზეთები წერენ, რომ თუ ნასრი ახალი კონტრაქტის შესახებ „არსენალთან“ ვერც ამ დღეებში მოილაპარაკებს, მისი ტრანსფერის გაჩერება ძნელი საქმე გახდება. გაზეთები იმასაც წერენ, რომ ნასრის ყიდვის იმედი ბოლომდე არც „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ჩელსის“ გადასწურვიათ, მაგრამ განა თავად ფერგიუსონმა არ თქვა რამდენიმე დღის წინ, ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ იმ კვირაში ნასრის „სიტი“ იყიდისო?

ნასრი ლონდონ კოლნის საწვრთნელ ბაზაზე ხუთშაბათამდე არ დაბრუნდება. მიზეზი: ისევე, როგორც სხვა მოთამაშეებს, რომელთაც სეზონის დამთავრების შემდეგ ნაკრებებში თამაშმა მოუწიათ, დასასვენებლად მასაც ერგო ორიოდ დამატებითი დღე. ვარსკვლავმა, რომელის „მეთოფეებმა“ 2008 წელს 15,8 მილიონ ფუნტად იყიდეს, თქვა, რომ ის გუნდიდან წასვლას ხელფასის კი არა, ტიტულების ნაკლებობის გამო ცდილობს:

„როდესაც ფეხბურთელს ტიტული არ მოგიგია, „ოქროს ბურთის“ ლაურეატად არავინ დაგასახელებს. ინგლისში ჯილდოების მოსაგებად ჩამოვედი, მაგრამ ჯერჯერობით არც აქ გამოდის რაიმე. ერთადერთი, რაც კარიერაში მომიგია, ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის ოქროს მედალია და მასაც დიდი ხნის წინ, 2004-ში დავესაკუთრე.

ხელფასზე ხმას არ ვიღებ. კარგა ხანია დიდ გასამრჯელოს ვიღებ. პრიორიტეტად ტიტულების მოგება მაქვს დასახული. ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია“.

ამბობენ, რომ „არსენალმა“ „მარსელისგან“ შეიძლება 26 წლის ფრანგი ნახევარმცველი მატიე ვალბუენა იყიდოს. სავარაუდოდ, მწვრთნელ არსენ ვენგერს ის ნასრის შემცვლელად წარმოდგენია. ვალბუენას აგენტმა, კრისტოფ ჰოტუმ თქვა:

„ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ჯერ არ მინდა. დღეს, ერთადერთი, იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი კლიენტი „მარსელის“ ფეხბურთელია და დღეს, შვებულების შემდეგ, გუნდში ჩვეულებრივ გამოცხადდება“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა