შოთა არველაძის "ჰალ სიტიმ" ზედიზედ მეორე ფრეს (სტუმრად ქპრ-სთან 1:1) მიაღწია. ქართველი სპეციალისტის გუნდი იგებდა, თუმცა 3 ქულის მოპოვება ვერ მოახერხა. ჰალალებს ნერვიულობა გადახდათ, რადგან გუნდის მეკარე მატ ინგრამი ალბერტ ადომასთან შეჯახების შემდეგ, მოედანზე უგონოდ დაეცა. მას 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, ორივე გუნდის ექიმები მკურნალობდნენ, საბოლოოდ კი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეხვედრა სათადარიგო კიპერმა, 19 წლის ჰარვი კატრაიტმა განაგრძო და გოლიც მის კარში გაიტანეს. არველაძემ შეხვედრის შემდეგ ტრავმირებულ მეკარეზე ისაუბრა. საბედნიეროდ, ცუდი ვარაუდი არ გამართლდა:

"ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უკეთაა, საუბრობს და ექიმებთან კონტაქტში შევიდა. ის მიწაზე ზურგით დაეცა და თავიც დაარტყა."

ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრის შემდეგ განცხადება სოციალური ქსელითაც გავრცელა:

"თითოეულმა ფეხბურთელმა ისევ დიდი გუნდური ძალისხმევა გამოიჩინა. ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ კარგი შემართებითა და სულისკვეთებით ვითამაშეთ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც სტუმრად დაგვეხმარნენ.

ჩვენ ვაგრძელებთ!"

"ჰალს" 34 ქულა აქვს, გასავარდ ზონაში მყოფ უეინ რუნის "დერბის" 13 ქულით აღემატება და 22 თებერვალს აუტსაიდერ "ბარნსლის" უმასპინძლებს. შოთას თავკაცობით გუნდმა 1 შეხვედრაში გაიმარჯვა, 2 ფრე აქვს და 3-ჯერ დამარცხდა.

tngh
ინგლისში გასვლაზე ფრე ყველა ლიგაში კარგია. წარმატებები შოთის!!!
ფ
უხ! მოეგო ნეტავი ეს თამაში.
ირაკლი
წარმატებები!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
"ხვიჩას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს" - შოთა არველაძემ თქვა, რატომ უნდა მისცენ კვარაცხელიას "ოქროს ბურთი"