ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ 1:4 დამარცხდა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო და მიუხედავად ოთხი გოლის გაშვებისა, "ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილის მარცხში დადანაშაულება არასწორი იქნება.

მასპინძლებს ანგარიშის გახსნა დებიუტშივე შეეძლოთ, მაგრამ ხილის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, ობამეიანგმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, 23-ე წუთზე კი მან ალბას პასი მიიღო და მამარდაშვილის კარის ცხრიანში გაიტანა გოლი. „ვალენსიამ“ მალე გაიტანა, თუმცა გაიაზე თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. 32-ე წუთზე დემბელეს ჩაწოდებული ბურთი ფ. დე იონგმა გაიტანა, ხოლო შემდეგ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა. 41-ე წუთზე უკვე სოლერის გატანილი არ ჩათვალა არბიტრმა, რადგან იქამდე გაიას ბურთი ხაზს იქით გაექცა.

შესვენების შემდეგ გავის მეოთხე გოლის გატანა გიორგიმ არ დაანება, 52-ე წუთზე სოლერმა ანგარიში შეამცირა, თუმცა 63-ეზე პედრიმ ქართველის კარი დალაშქრა. 78-ე წუთზე ობამეიანგი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ჰეთ-თრიკის შესრულება ვერ შეძლო.

„ვალენსია“ 30 ქულით მე-12 ადგილზეა და 26 თებერვალს გასვლაზე „მალიორკას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 38 315 მაყურებელი

ვალენსია - ბარსელონა 1:4

გოლები: 0:1 ობამეიანგი (23), 0:2 ფ. დე იონგი (32), 0:3 ობამეიანგი (38), 1:3 სოლერი (52), 1:4 პედრი (63)

odala
ნამეტანი უაზროდ შედგნენ მამარდაშვილს: თავგანწირვა, მონდომება მაინც ეჩვენებინა გაშვებულ გოლებშიო. ისეთი გოლები გაუტანეს რეაგირებაც ვერ მოასწრო. ცარიელ კარში ურტყამდნენ 2 მეტრიდან და რა რეაგირება უნდა მოესწრო. ან აუბამეიანგის გოლზე რა უნდა ექნა? უმაღლესი კლასის სტრაიკერმა დაურტყა უზუსტესად და უძლიერესად. ბოლო გოლიც კიდევ ნებისმიერ მეკარეს შეიძლება გაუვიდეს. გიორგი მარცხნივ მოძრაობდა და ბურთი მარჯვნივ აიჭრა. პირველ თამაშებში დაუშვა შეცდომები, მაგრამ ამ მატჩში მისი დადანაშაულება უსამართლობაა!
ლეო
არცერთ მხარეს არ ვედავები, ყველას თავისი ხედვა აქვს! ერთზე ვიტყვი: ტერშტეგენმა რომ პირველი სასაცილო ბურთი გაუშვა, რომ ჩათვლილიყო??!! მითუმეტეს მას არც გამოცდილება აკლია და არც აღიარება! ბოლოსდაბოლოს გერმანიის ნაკრების მეკარეა!!!
giorgi
რეებს ბოდიალობთ.მეკარიმ შეიძლება ოთხიდან ოთხივე ბურთი გაუშვას მარა თავგანწირვით გაუშვას,შეეტყოს რომ თავი გადადო,ბურთზე წავიდა.მთელი სხეულით გაწირა თავი.მთელი ნახტომით და ასე შემდეგ რასაც სახელოვანი მეკარეები აკეთებენ.სად დაინახეთ მისი თავგაწირვა.საერთოდ ვერ გაინძრა ადგილიდან.ძალიან დაბალი კლასის მეკარე.აქ არაფერ შუაშია ასაკი.თავგანწირვული ნახტოვი არა აქვს,ბურთს უბდა შეაკვდეს ,ეს ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამს 2 მეტრიანი მეკარე დააკვირდით.ძაან სუსტი მეკრეა,სიმართლეს თვალებში შევხეთოთ
უშანგი
დაცვა საერთოდ არ ყავდა,რა დამაჯერებლიბაზე ლაპარაკობთ?
გულშემატკივარი
არა მეგობარო, მთლად ეგრეც არაა. ზუსტად ეგეთი ბურთები აქვთ გაშვებული ზემოჩამოთვლილთაგან უმეტესობას, თანაც არა კარიერის დასაწყისში, არამედ სახელი რომ ჰქონდათ უკვე დაგდებული მაგარი მეკარის. ძალიან მაგარი დაურტყა ობამეიანგმა. ესპანელებს ჰქონდათ ანალიზი, ობამეიანგს მაგ პოზიციიდან 6% ჰქონდა გატანის შანსი და გამოიყენა, მაგრამ მერე იყო მეორე ანალიზი, ეგეთი ძლიერი და ზუსტი დარტყმის ალბათობა იყო დაახლოებით 10%. რა თქმა უნდა იყო აღების შანსი, მაგრამ არც თუ დიდი. მაგას ტოპმეკარეობა ჭირდება, მამარდაშვილი კი ჯერ არაა ტოპი.
მერაბი
წარმატებები მამარდაშვილს. ჩვენიანია და გული შეგვტკივა მასზე და გინდა, რომ საუკეთესო მატჩები ჩაატაროს. ჯერ-ჯერობით არ გამოსდის და მთლიანობაში არც ვალენსიაა კუპერის დროინდელი გუნდის დარი. ჩემი მოკრძალებული აზრით, მამარდშვილს უჭირს გამოსვლებზე თამაში და მცველების იმედზეა ხშირ შემთხვევაში
გიორგი
მშრალად რომ შევხედოთ - კარში დაარტყეს 6-ჯერ, გავიდა 4 გოლი. ცუდი მეკარე ხართ, თუ ასაღები ბურთებიდან გაუშვებ გოლს. საშუალო - თუ ასაღებს დარტყმებს აიღებ და გასაშვებს გაუშვებ. კარგი მეკარეა თუ გასაშვები ბურთებიდან რაღაცას აიღებ მაინც. ეხლა ვიკითხოთ ამ ყველაფერში მამარდა სად ჯდება? ვგულიშემატკივრობ და სულაც არ ვარ ჩასაფრებული, მაგრამ "ურა-გულშემატკივრებად" არ უნდა ვიქცეთ
SILVERMARCS
მე მხოლოდ პირველ გოლს ვუყურე! კარგი მეკარე აუცილებლად აიღებდა! ახლა გისვამთ კითხვას, აიღებდა თუ ვერა პირველ ბურთს სახელგანთქმული მეკარეები: 1. იაშინი 2. გორდონ ბენქსი 3. შილტონი 4. დასაევი 5. ტომაშევსკი 6. შილტონი 7. ნოიერი 8. ბუფონი 9. ტიბო კურტუა 10.კასილიასი
გეგი
ადამიანი ნუ იქნები ასეთი ღრძო!
rokdi
ძალიან ცუდი იყო გუშინდელ თამაშზე მამარდიან,ისე თავის ისტორიულ სამშობლოში რომ ითამაშოს ეტევან არარატში არა
სოსო
არ იყო მეკარის ბრალი,აგერ ობამეიანგს ჩაუთვალეს ეგ გოლი.ძლიერად დარტყმული მოხვდა,მიმართულება შეიცვალა და თან მეკარის უკან ჩაეშვა კარში.საწყის დარტყმაზე რეაგირება რომ არ გაეკეთებინა,მაშინაც ძნელი ასაღები იქნებოდა ასეთი ტრაექტორიით წასული ბურთი და რეაქციის შემდეგ სხეული გადაჯგუფება ხომ კიდევ უფრო ძნელია.არ ვამბობ,რომ დამაჯერებელი იყო,მაგრამ ვერც ერთ გოლზე ვერ იტყვი,რომ მეკარის შეცდომის შედეგად გავიდა.
"ობიექტური შემფასებელი"
მეოთხე გოლი, თუ შენიშნეთ რიკოშეტის შემდეგ გავიდა, ამიტომ "შუაში გაუშვა" არასწორი შეფასებაა, ბარსელონელ ობამეიანგს ზურგზე რომ არ მოხვედროდა ბურთი,მაშინ გიორგი უპრობლემოდ აიღებდა.
მაკა
ბოლო გოლი მამარდაშვილის ბრალია აშკარად შუაში დარტკმული გაუშვა სირცხვილია გააგდონ რა სადმე გარეჯი ზუგდიდის მეკარედ წავა რა რა ლა ლიგა გაგიჯდა ეს ხალხი ? დინამოში არ მიიღებენ მაგას
მხოლოდ მეოთხე
რომელია სამია მაგის ბრალი, გამჭოლ გადაცემებზე მცველებს რომ თავდამსხმელები ასწრებენ თამაშს? ერთადერთი მეოთხე გოლია, სადაც შეიძლება მეკარის გაკრიტიკება. თუმცა ისიცაა რომ იდეალური დარტყმული გაუვარდა პედრის, ძლიერი, ოდნავ აჭრილი და მეკარის ზემოდან რომ ეშვება კარში. მოულოდნელობის ეფექტი ჰქონდა ალბათ და ოდნავ სწორი პოზიციის შერჩევის შემთხვევაში შეიძლება აეღო კიდეც, თუმცა დარტყმა იყო ძალიან მაგარი. რაც შეეხება სხვა გოლებს, ის მცველების ბრალია და არა მეკარის.
გიზოგ
ასეთი დაცვის ხელში, ახალგაზრდა გამოუცდელი მეკარისთვის თამაში ბარსელონასთან ძალიან ძნელი უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა. გიორგი საქართველოს ჩემპიონატიდან პირდაპირ ლალიგაში მოხვდა და რა გასაკვირია იმ სისწრაფეებს ჯერ ვერ შეეგოა. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.გიოს ყველაფერი წინ აქვს. წარმატებები მას.
ika
ოტხიდან სამი გოლი მაგის ბრალია((((
რომა
რეალობის სეგრძნება დაკარგული გაქვს? სად გინახია მასეთი დარტყმული ბურთების მოგერიება თუ მეკარეს არ გაუმართლა და შემთხვევით არ მოიგერია? წადით ენა თუ არიცით გუგლ ტრანსლაითით გადათარგმნეთ ნათელ წერტილად მამარდას აღნიშნავენ და წერენ მეკარეს არ შეეძლო გუნდის გადარჩენაო გამოდიხართ აქ და იასინს ადარებთ ძოფს და კვადრატში აყვანილ ბუფონს! რამდენი მეკარე იცი მაგ ასაკში მასე მოთამაშე მითუმეტეს მეორე ეშელონის ქვეყნებიდან?!
Lasha
კარგი ბიჭია, პროგრესსაც ვატყობ. 4 გოლს რომ გაუშვებს მეკარე, იმ თამაშს კარგი ვერაფრით დაერქმევა. თუმცა არ უთამაშია ურიგოდ. მე-4 ბურთზე დავა შეიძლება, საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი, თან კარის შუაში გაშვებული, ნამდვილად ტოვებს კითხვებს. აქ ამართლეთ თქვენ, რეკოშეტებით და მსგავსებით, მაგრამ თუ მყარად უნდა ძირითადში თამაში, ასეთი ბურთების გაშვება არ არგებს.
გიორგი
გულზე ხელი რომ დავიდო, დიდად კმაყოფილი მამარდას თამაშით არ ვარ. კარში დარყმული 6-დან 4 რომ გავა, გასაგებია რომ მეკარის ბრალი არ არის ყველა გაშვებული ბურთი, მაგრამ ვერც მეკარის დიდ როლს ვერ ვხედავ გუნდის გადარჩენაში. მწვრთნელის ადგილას დიდად იმედიანად ვერ ვიქნებოდი ეგეთი მეკარის ხელში
არდილეს
ვკითხულობ კომენტარებს და თუ იტყვი რომ ვერ ითამაშა ან შეცდომა დაუშვა, ეგრევე დაგესევიან. რა შუაშია ბოღმიანები? ყველა ვგულშემატკივრობთ მაგ ბიჭს!!!! ჩემთვის შვილის ტოლია და როგორც შვილზე ისე განვიცდი,მაგრამ ვერ ითამაშა ისე,როგორც ჩვენ გვსურს.... თითქოს შებოჭილი იყო... იმედით ვუყურებთ მომავალ თამაშებს... კრიტიკის მიუღებლობა და ნაკლის არ დანახვაა პრობლემა, თორემ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება
ისიდორე
რა თქმა უნდა ყველას გვინდა ჩვენი გოლკიპერი მაგარი იყოს მაგრამ ასე სინამდვილეში არარის ძალიან სუსტი მეკარეა. ამ შეხვედრაში ორი ბურთი მამარდაშვილის ბრალია
არდილეს
მართალია, ან შიშით თამაშობს ან რეაქციის სისწრაფე აკლია.
მერაბი
ვალენსია უდაოდ კრიზისშია. გიორგის უფრო მეტი თავდაჯერებულობა. არავისზე ნაკლები არაა. გუნდში ფსიქოლოგები არა ყავთ?! ასეთ ჩემპიონატში ამ სპეციალისტების გარეშე ვერც ერთი მოთამშე ფსიქოლოგიურ დატვირთვებს ვერ გაუძლებს.
რონი
რას ერჩით ამ მამარდას რაგინდათ? კაცი გამოვიდა ითამაშა მშვენიერი თამაში კურტუა ნოიერი შტეგენები და კასილასები უშვებდნენ შეცდომებს მამარდა ვინსაა ლუპით რო აკვირდებით?! თან არცერთი გოლი არიყო მაგ ბიჭის ბრალი ბოლო გოლი რიკოშეტით გავიდა. კაი დაინახეთ და ის აღნიშნეთ თქვენ გადით გადაჭედილ მესტალიაზე და მასე ითამაშეთ! რამდენი ღრძო ადამიანი ხართ არ გრცხვენიათ? დაიხრჩობით თქვენივე ბოღმით! საიდან მოეყარენით ამდენი ღვარძლიანი შურიანი ხალხი ფუ მართლა თქვენი!!!!!!!!!

კიდევ ერთხხელ გიმეოორებთ ფეხბურთს პროფესორებო. საჯარიმო მოედნის გარედან დარტყმული ბურთი, იქვე საჯარიმო მოედნის გარეთ! რომ შეიცვლის მიმართულებას, კარგი მეკარე ვალდებულია ამ ბურთის მოგერიების! ვინმე ფეხბურთის სპეციალისტს მაინც ჰკითხეთ თქვე ოჯახაშენებულებო...! მე-4 გაშვებული გოლი აშკარად გიორგის ბრალი იყო! ასეთი კომენტარებით დათვურ სამსახურს უწევთ! ახალგაზრდა მეკარეა, რა უყოთ რომ გამოცდილება აკლია ასეთ მაღალ დონეზე თამაშის! მომავალი მის ხელშია! წარმატებები ვუსურვოთ!
giorgi
მეოთხე გოლი წინ მდომ ფეხბურთელს მოხვდა და ტრაექტორია შეიცვალა, ასე რომ არც ისე ობიექტური ხარ ამ შემთხვევაში
ქ. გ.
მწვრთნელების ბრალია დაცვის ცუდი თამაში. უნდა ასწავლონ პოზიციის შერჩევა და ერთმანათთან სწორი და დროული ჩანაცვლება და ურთიერთობა.
ქ. გ.
არ იყო. ანარეკლის შედეგად მიმართულება შეიცვალა ბურთმა.

აქ ზოგიერთი ფეხბურთის ცოდნას რომ იჩემებთ - საჯარიმოს გარედან მიმართულება შეცვლილ ბურთზე, კარგი მეკარე უნდა ასწრებდეს რეაგირების მოხდენას!
Რაგბის ფანი
მე-4 გოლზე ვინც აპელირებთ, თვალის ექიმს გაესინჯეთ! ამხელა 2 მეტრიანი რიკოშეტი!

100%
დავით 67
ცოტა ობიექტურები რომ იყოთ ვერა? როგორ მე-4 გოლი არ გინახავთ თუ თავს ისულელებთ. არ იყო მეკარის ბრალი?
cheroeli
ეს ბიჭი უდიდესი გუნდების წინააღმდეგ თამაშობს და კიდევ დიდხანს იქნება იქ.ამ კომეტარების პატრონები კი ნაღდად მეცოდება
მერა
ვალენსიამ ითამაშა ძალიან ცუდად.მამარდა არც ერთ გოლში არაა დამნაშავე.ასეთი დაცვა ნებისმიერ მეკარეს შეუქმნის პრობლემებს.მთავარია დინჯად,მანდრაჟის გარეშე თამაშობდა ვალენსიას კი გამოღვიძება აშკარად არ აწყენდა.
გეგი
ამდენი ბოღმიანი ერთად საიდან შეიყარეთ თქვე მართლა არაფრის მაქნისებო!
დდდ
მესამე გოლი ობსაიდი იყო, 2-1ზე სხვა თამაში წავიდოდა და მესამე გოლსაც არ გაუშვებდა. მოკლედ გუნდი უნდა განვითარდეს.
ქომაგი
მამარდამ კი არა ბორდალასმა წააგო. ხავიმ ზუსტად გათვალა, რომ ხელოვნურ თამასგარეზე ითამაშებდა ვალენსია და პირველი ორი გოლი ამ პროცესში მყოფი ვალენსიელი მცველების ზურგში სიღრმიდან შეჭრილი თავდამსხმელის წყალობით შექმნა. 0:2-ის მერე საერთოდ რა აზრი აქვს მანდ რა ხდებოდა. იმას არ ვამბობ, რომ მაგარი მატჩი ჰქონდა, მაგრამ საკუთარი გუნდის მცველებზე და მწვრთნელზე უარესი ნამდვილად არ ყოფილა. ისე მე მამარდას მიმდინარე თამაშებს განვიხილავ, როგორც უდიდეს გამოცდილებას. მეკარეა, კიდევ 2-3 წელი რომ იყოს ასე, ხან სათადარიგო, ხან ძირითადში თვით ბარსას ან რეალის წინააღმდეგ, რა უშავდება რო? ამის მერე კიდევ 10-15 წელი მაინც რჩება უმაღლეს დონეზე სათამაშოდ. ასე, რომ ჩასაფრებულო ვითომ ქართველებო, თქვენს თავებს მიხედეთ, თორემ მამარდას უკვე აქვს ამქვეყნიური სამოთხის ბილეთი და რა ძაანაც არ უნდა გინდოდეთ, ნამდვილად არ დაკარგავს!!!
მ.მ
მეკარემ გაშვებული გოლისდროსაც დამაჯერებელი მოძრაობა უნდა გააკეთოს
თემო
სხვა თუ არა,პედრის გოლი მამარდაშვილის სინდისზეა.
Dato
აწი დიდი ხნით დაემშვიდობება ძირითად შემადგენლობას...
ზურა
კარგი, კარგი ერთი რა ნუ გამოხვედი შენ მარტო ფეხბურთის მცოდნე. სუბიექტური ხარ აშკარად. მეც სუბიექტური ვარ ქართველს, რომ ეხება, მაგრამ რრალობის ჰანცდა არ უნდა დაკარგო ადამიანმა
barca
მამარდაშვილს რო გაშვებულ გოლებს დააბრალებ ან ფეხბურთის აზრზე არ ხარ ან თამაშისთვის არ გიყურებია. ანეგდოტს გავს მამარდაშვილზე გოლების დაბრალება.
ილია
1-ელ გოლზე 1-1 ზე დარჩა და 9იანში დაურტყეს. მე-2 ზე 2 მეტრიდან დაურტყეს, მე-3 ც ზუსტად იგივენაირად. მე-4 ზე ობამეიანგს ხელში მოხვდა ბურთი და შეიცვალა ტრაექტორია.. და მეკარეა კარლსონი კიარა.. ბრავო მამარდ. კარგი იყავი
Levani
ახლა ვნახე გოლები და პირველ გილზე რეაგირება შეეძლო,თავის კუთხეში გაუტანა. 2ე,3ე აქ ვერავინ ვერაფერს იზავდა.4ე გოლი შორიდან დარტყმული გაუშვა,ნუ უკვე ფსიქოლოგიურად როგორც მისი ყველა გუნდელი მოშლილი იყო. ჩემი შეფასებით ტრაგედია არაა და შემდეგ ტურშიც სასტარტოში ველოდები. რა თა უნდა მოსამატებელი აქვს,მაგრამ ახლა ხო სწავლობს და უმატებს-იმ სილესენმაც ხო როდისღაც ისწავლა. ომდევნო სეზონში ბევრად ძლიერი მეკარე იქნება და დროა ლორიაც ჯაბას გზას გაუყვეს. ჩენს სიას ლორიას დავუმატებ- ლორია,ჩაბრაძე,აბურჯანია,კვეკვე,ყაზაიშვილი,ოქრიაშვილი,ჯანო,ქვილითაია,კაჭარავა,ელგუჯა ლობჟანიძე- ამ ხალხის ხილვას არ ვისურვებდი ნაკრებში (ნუ ჩაბრაძე,ლობჟანიძე და აბუ ან ვინმე თუ მოუმატებენ კი ბატონო,მაგრამ ჯერ-ჯერობით არა)
KING EDVARD
პირველი სამი კარგი, მართლა ვერ დაბრალდება, მაგრამ მეოთხე ბურთი ნაღდად შეეძლო და და უნდა აეღო თუ ამ დონის გუნდში თამაში სურს.
ქართველი
იმენა გულშემატკივარს ვაკვირდები და ყველას ერთისულიაქ თქვან გოლი არიყო გიორგის ბრალიო.. მთავარი კი გოლის გაშვება კიარაა? მთავარი თავდაჯერებულობა და სტაბილურობაა.. დაცვის სწორი მართვა,გამოსვლებზე თამაში, ბურთის თამაშში შეყვანა ისე რომ არ დაიკარგოს.. ბოლო მცველის დაზღვევა.. და იმ ბურთების მოგერიება რომელიც მისი ბრალი არ იქნება ამ ყველაფრის მერე თუ მოვიდა უკვე ტოპი ხარ :) ვინც უყურა მატჩს ბარსას რომ გაეშვა 3 გოლი არც ტერ შტეგენს დააბრალებდნენ, იტყოდენ არ იყო მისი ბრალიო,მაგრამ ტოპ მეკარეა და არც დიდ მატჩად ჩაუთვალეს..
ინფო
ლორიას მსგავსი მეკარეა სავარაუდოდ იგივე დონეზე ითამაშებს. გამიხარდება თუ ბევრად დიდი მეკარე იქნება .
დაᲗო
დაკვირვებული ვარ როცა საქები სტატიები დაიწერება მერე ვეღარ თამაშობენ ...რა უბედურებააა
კიშვარდა
არა შეჯდა მწყერი ხესა
სოსო
გაშვებულ გოლებში ძნელია მეკარის დადანაშაულება და იმედი მაქვს,კვლავ ძირითადში დააყენებენ.
odala
ბაღანამ რა ქნა, ბაღანამ? ჩააბარა გამოცდა?
Levani
ვერ მოვახერხე ყურება და როგორ ითამაშა გიორგიმ?(4 გოლში მისი ბრალიც იქნებოდა,იმედი მაქვს რომ ცოტა და მისი გუნდელებიც რო არ დაგლეჯდნენ ამასაც ვხვდები)
gio
მამარდაშვილმა კარგად ითამაშა დაცვა არ ვარგოდა.
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
მამარდაშვილი: იმედი მაქვს, ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ
[VIDEO] იამალის დუბლი და ლამაზი გოლები - "ბარსელონამ" "მესტალიაზე" გაილაღა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
"მატჩის შემდეგ მამარდაშვილს ეს ვუთხარი" - დომინიკ სობოსლაი
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს