"ჰამბურგის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "ზანდჰაუზენთან" მეორე ბუნდესლიგის 22-ე ტურის მატჩში 46-ე წუთზე 20 წლის ფარიდუ ალიდუს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და მისი თამაში გერმანულმა მედიამ დადებითად შეაფასა.

"ჰამბურგი" 23 ტურის შემდეგ 41 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ვერდერს" 1 ქულით ჩამორჩება და ბრემენულ გუნდს 27 თებერვალს უმასპინძლებს. "ბილდის" ვარაუდით, შეიძლება გიორგი ამ შეხვედრაში უკვე სასტარტოში დააყენონ:

"ფარიდ ალიდუ "ჰაიდენჰაიმთან" დაპირისპირებაში ერთ-ერთი აქტიური იყო. "ზანდჰაუზენთან" ჭაბუკს ბევრი არაფერი გამოუვიდა, ახლა კი 22 წლის გიორგი ჩაკვეტაძის სახით კიდევ ერთი ძლიერი კონკურენტი ჰყავს. კვირას ქართველი "ვერდერთან" ძირითად შემადგენლობაში იქნება?

ეს საკითხი ჯერ კიდევ ღიაა. ერთი რამ ცხადია: "გენტიდან" იჯარით აყვანილი ქართველი HSV-ში ყოველ მატჩში მეტს და უკეთ თამაშობს - "დარმშტადთან" (5:0) 12 წუთი, "ჰაიდენჰაიმთან" (2:0) 24 წუთი და "ზანდჰაუზენთან" (1:1) სრული მეორე ტაიმი.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ მუტცელმა ქართველი შეაქო: "გიორგი სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. თქვენ ხედავთ, რომ ის რიტმში სულ უფრო და უფრო ჯდება, ფორმაში შედის და ძლიერდება. თავდასხმაში მუდამ შეუძლია რაღაც სახიფათოს შექმნა".

"ბილდის" მსგავსად, აღნიშნულ თემას ანალოგიური წერილი myshareusa-მ მიუძღვნა.

დათა თუთაშხია
არ არის მზად 90 წუთის სათამაშოდო, ასე რომ ძირითადში არ დააყენებენ ჯერ. 45 წუთი იმიტომ ათამაშეს, რომ გუნდი მოშლილი იყო სრულად და სასწრაფოდ შეცვლები იყო გასაკეთებელი, თორემ 45-ე წუთზე ორ ფეხბურთელს ვინ ცვლის. სავარაუდოდ შემდეგ თამაშში ნაკლების თამაში მოუწევს და ტყუილად ნუ იქმნით წინასწარ ილუზიებს და არასწორ მოლოდინებს, არანაირი უკუსვლა ეგ არ იქნება, როგორც ხშირად ამ არასწორი მოლოდინების გამო მერე ისევ მცდარ შეფასებებს რომ აკეთებთ.
qomagi
ნაბიჯ ნაბიჯ უნდა წავიდეს წინ ჩაკვეტაძე აჩქარება საჭირო არ არის, სწორი მუშაობით და ნებისყოფით არაა დიდი დრო ძველ ჩაკვეტაძემდე,1-თვეში სრულად შეეძლება 90-წუთის თამაშის ჩატარება.ჰამბურგი კი იმედია გადავა ბუნდესლიგაში და ჩაკვეტაძე ამ კლუბში დარჩება, ჰამბურგს არც ტრადიციით და არც სახელით არაფერი დაეწუნება,ვითუმეტეს თუ ბუნდესლიგაში გადავა.
აჩი
ბელგია ერთი იმით არის კარგი, რომ თუ გუნდიდან მოთამაშის გაშვებაზე (გაყიდვაზე) მიდგა საქმე, რუსებივით საქმეს არ გაუფუჭებენ. შეიძლება ვცდები, მაგრამ, არა მგონია...
აჩი
არ არის აჩქარება საჭირო, მწვრთენლმა უკეთ იცის, თუ რამდენი დრო ათამაშოს. ჯერ-ჯერობით ყველაფერი ძალიან კარგად მიდის.
tngh
გიო თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ფაქტია, რომ ჯერ 90 წუთისთვის მზად არ არის. ფორსირება საჭირო არ არის!!!
გიზოგ
აჩქარება საჭირო არ არის. მეორე ტაიმის თამაში უკეთესია ჯერჯერობით. დაღლილ ხალხთან შესვლა უწევს და არ უჭირს თამაში. მას ხომ სრული მოსასამზადებელი პერიოდი არ აქვს გავლილი და საშისია ზედმეტი დატვირთვა. ვფიქრობ ჭკვიანი მწვრთნელის ხელშია და ყველაფერი კარგად იქნება.
სოსო
ეს თამაში ისეთი დატვირთვით ითამაშა,რომ ცხადია,მომდევნო თამაშში,60 წუთსაც ადვილად გაუძლებს.ასე რომ ადვილი შესაძლებელია უკვე ძირითადშიც ვიხილოთ.ვფიქრობ მწვრთნელს გარისკვადაც არ ჩაეთვლება და თუ არ დააყენა,უბრალოდ თამაშის გასაძლიერებლად შენახვა იქნება მიზეზი.გიო ყოველ მომენტში სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა და თუ კარში დარტყმის სიზუსტესაც რაიმე უშველა,გოლები დიდხანს არ დაიგვიანებს.ძალიან მინდა, ეს ვერდერთან გამოუვიდეს.
las
ქართულ ფეხბურთს ყოველთვის ეყოლება ტალანტები. ის რომ შედეგი არ გვაქვს ეს არის ჩვენი უსუსური ქვეყნის ბრალი. თუნდაც რომ აიღო ჩაკვეტაძე, მას რომ ისეთივე პირობები ქონოდა როგორც სამხრეთ ამერიკელ და ევროპელ ახალგაზრდა მოთამაშეებს აქვთ დღEს ერთ-ერთი საუკეთესო პლეიმეკერი იქნებოდა. იგივე კვარაცხელია.საუკეთესო გარემარბი. ნიჭით და აზროვნებით ახლოსაც ვერ დადგებოდენ ვინისიუსი და სანჩო. მაგრამ რას იხამ ვინისიუსი რეალის აღზრდიალი, სად რეალში თამაში და სად ფარჩაკ რუბინში. სულ ცალფეხა რომ იყო რეალის სკოლა და გარემოცვა გასწავლის ფეხბურთს

ჰაჰა )) ხვიჩას მომენტებს ვუყურებდი მანამდე და ქვეცნობიერმა ამოაგდო ეტყობა სახელი
მერაბი
მჯერა, ადრინდელ გიორგის მალე ვიხილავთ. "ჰამბურგს" თუ გადაყვა ბუნდესლიგაში, საუკეთესო ვარიანტი იქნება.
baggio
ხვიჩა არა, გიორგი ჩაკვეტაძე დანარჩენში გეთანხმები
გიორგი
შეეშვით ამ ბელგიაში თამაშს რომელმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა კარგად ან რომლისთვის იყო ტრამპლინი? არ არის ქართველებისთვის ეგ ქვეყანა რა ვერ გაიგეთ, მაგას ისევ რუსეთი ჯობია, გადახედეთ სტატისტიკას და გაიგებთ რასაც ვამბობ, ჩაკვე შენი დიდი იმედი გვაქ და გვჯერას ისევ ის დაბრუნდები ცოტა ხანში რაც იყავი 4 წლის უკან, და წადი ამ ბელგიიდან
წელს გაყიდის გენტი
გენტში კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აქვს. გენტს თუ რაიმეს აღება უნდა, ამ ზაფხულს უნდა გაყიდოს, რადგან ზამთარში ვერ ექნება გარანტია რომ ვინმე გადაიხდის მილიონებს და არ დაელოდება კიდევ 5-6 თვე. ხვიჩასთვის მთავარია ეხლა მიდმივი პრაქტიკა ჰამბურგში და კარგი თამაში და დარწმუნებული ვარ ზაფხულში რომელიმე გერმანული გუნდი იყიდის. კარგი პრესა გერმანიაში უკვე ყველა სკაუტის თვალთახედვის არეში მოაქცევს. იმედია დატოვებს არა მარტო გენტს, ბელგიასაც
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა