შოთა არველაძის "ჰალის" მეკარე მატ ინგრამი უკანასკნელი ტურის შეხვედრაში დაშავდა და გარკვეული დროის განმავლობაში გუნდს ვერ დაეხმარება. ამჟამად ლაზარეთშია სათადარიგო კიპერი ნათან ბაქსტერიც და გუნდი მხოლოდ 19 წლის ჰარვი კატრაიტიტის იმედადაა. ბრიტანული მედია წერს, რომ შესაძლოა, სასწრაფო წესით მეკარის იჯარით დამატება გახდეს საჭირო.

ამავდროულად, hulldailymail-ი მსჯელობს, რომ "ვეფხვებს" გატანა ძალიან უჭირთ და ქართველი სპეციალისტი ამ პრობლემაზე ბევრს მუშაობს:

"შოთა არველაძე ითხოვს, რომ "ჰალ სიტის" ფეხბურთელებმა თავიანთი საგოლე შანსები მაქსიმალურად გამოიყენონ, თუკი სეზონის პოზიტიური დასასრულით ტკბობა სურთ.

"ჰალმა" ქპრ-სთან (1:1) მიმდინარე სეზონში მხოლოდ 27-ე გოლი გაიტანა, როცა მარკუს ფორსმა "ვეფხვები" დააწინაურა.

ბოლო ხუთ თამაშში მხოლოდ ორჯერ არ დამარცხდა და ესაა ის გზა, რაც კლუბს აუცილებლად სჭირდება...

ქართველი სპეციალისტის კრებულზე ნაკლები მხოლოდ "ბარნსლიმ" (19) და "პიტერბრომ" (23) გაიტანეს. არველაძეს სურს, მეტი საგოლე შანსი შექმნან, რათა დაქვეითების საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდნენ.

"იმედი მაქვს, რომ ფორსი გააგრძელებს გოლების გატანას, რადგან ჩვენ გვჭირდება მეტი ზუსტი დარტყმა", - თქვა არველაძემ იჯარით აყვანილ ფორვარდზე."

ფორსზე, რომელიც "ბრენტფორდის" საკუთრებაა, შოთა დიდ იმედებს ამყარებს და 22 წლის ფეხბურთელმა მისი გამართლება დაიწყო. ყველაზე შედეგიანი კი კეინ ლევის-პოტერია - 20 წლის შემტევის ანგარიშზე 6 გოლი და 3 შედეგიანი პასია. არველაძის "ჰალი" უახლოეს ტურებში აუტსაიდერებს - "ბარნსლისა" და "პიტერბროს" დაუპირისპირდება, სადაც გოლების გატანასა და გამარჯვებას აუცილებლად დაგეგმავს.

tngh
იმედია, მომავალი სეზონი ბევრად უფრო წარმატებული იქნება შოთისთვის და "ჰალისთვის".
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
"ხვიჩას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს" - შოთა არველაძემ თქვა, რატომ უნდა მისცენ კვარაცხელიას "ოქროს ბურთი"