როგორც მოსალოდნელი იყო, ზე რაგბის გათამაშების ფინალში ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" და ბრისბენის "რედსი" გავიდნენ
ზე რაგბის გათამაშება დასასრულს მიუახლოვდა. ფინალში, როგორც მოსალოდნელი იყო ზეპური რაგბის ყველაზე ტიტულოვანი ახალზელანდიური გუნდი, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" და წლეულს რეგულარულ გათამაშებაში შესანიშნავად მოთამაშე ბრისბენის "რედსი" გავიდნენ.

ბრისბენელებმა ნახევარფინალში შინ ახლი ზელანდიის კიდევ ერთი უძლიერესი კლუბი, ოქლენდის "ბლუზი" დაამარცხეს - 30:13. "წითლებმა" მეტოქის ვარსკვლავებით მოჭედილ გუნდს შანსი არ დაუტივეს. თავად განსაჯეთ, "ბლუზში" ახალი ზელანდიის ნაკრების ლამის ნახევარი თამაშობს - ჯო როკოთოკო, ლუკ მაკალისტერი, კევინ მეალამუ, ჯონ აფოა, ალი ვილიამსი, ჯერომ კაინო "ოლ ბლექსის" წამყვანი მოთამაშეები არიან, რომებსაც შინაურ კედლებში მსოფლიოს თასის მოგების ყველაზე მეტი პრეტენზია აქვს.

"რედსმა" მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანა, საპასუხოდ კი მხოლოდ ერთი მიიღო. ოთხიდან ორი ლელო მასპინძლებმა პირველ ტაიმში მიითვალეს და მშრალი ანგარიშით 15:0-ს იგებდნენ. "ბლუზმა" მეტოქის ჩათვლის მოედანში მხოლოდ ტაიმის ბოლო წუთზე შეაღწია და ანგარიშში სხვაობა რვა ქულამდე შეამცირა.

მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. ბრისბენელები მატჩის მსვლელობას ყურადღებით აკონტროლებდნენ და სტუმრებს კიდევ ორი უპასუხო ლელო აგემესეს. მატჩის გმირი კი უდავოდ ავსტრალიელთა გარემარბი როდ დევისი იყო, რომელმაც სამი ლელო გაიტანა. შესანიშნავად ითამაშა მგეზავმა ქუადე კუპერმაც, რომლის ანგარიშზეც ორი გარდასახვა, თითო არეკნი და საჯარიმოა.

"რედსი" ფინალში შინ ითამაშებს ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზთან", რომელმაც სტუმრად მოუგო დღეისთვის საუკეთესო სამხრეთაფრიკულ გუნდს, კეიპთაუნის "სტორმერზს" - 29:10. "ჯვაროსნებმა" ერთი შეხედვით იოლად დაჩაგრეს მასპინძლები. მაგრამ რეალურად, მათი წარმატების მთავარი მიზეზი დაცვაში უშეცდომო თამაშია. ქრაისთჩერჩელები კეიპთაუნელების შემოტევებს კარგად იგერიბებდნენ და საკუთარ შანსს ხელიდან არ უშვებდნენ. ამდენად 30-ე წუთისთვის "კრუსეიდერზი" მეტოქეს 23:3-ს უგებდა.

მეორე ტაიმში "სტორმერზს", ფაქტობრივად, აღარ უბრძოლია. "კრუსეიდერზის" შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მგეზავი დენ კარტერი იყო, რომელმაც გუნდს 19 ქულა მოუტანა (ხუთი საჯარიმო და ორი გარდასახვა).

ნახევარფინალი

სტორმერზი-კრუსეიდერზი 10:29, რედსი-ბლუზი 30:13

ფინალი

რედსი-კრუსეიდერზი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

omar korgazakhia
თასი წითლებისაა... :)
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...