დღეს, 23 თებერვალს, ჩინეთში დასრულებული ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ საქართველოს მოციგურავეები - ლუკა ბერულავა და კარინა საფინა.

ოლიმპიურ დელეგაციას აეროპორტში დახვდნენ გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები.

საქართველოს ოლიმპიური გუნდი ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) 9 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

ფიგურულ ციგურაობაში კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე მე-9 ადგილი დაიკავა და საქართველოსთვის ისტორიული შედეგი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ საქართველო სპორტულ წყვილებში ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იყო წარმოდგენილი, დებიუტშივე ლიდერთა შორის ასპარეზობა კი უდავოდ შესანიშნავი შედეგია. მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა ყინულზე ცეკვებში მე-19 ადგილი დაიკავა. ქალთა ერთეულებში ანასტასია გუბანოვამ მე-11 ადგილით დაასრულა გამოსვლა. კაცთა ერთეულებში მე-10 შედეგი ჰქონდა მორის ყვითელაშვილს; გუნდურში კი, სადაც საქართველოს ნაკრებს დებიუტი ჰქონდა, მე-6 ადგილი დავიკავეთ.

გარდა ამისა, მორის ყვითელაშვილმა საუკეთესო ათეულში შესვლით საჩვენებელი პროგრამით გამოსვლა დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მთლიანი შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები პეკინის თამაშებზე კონკურენტუნარიანი და მოტივირებული გუნდით წარდგა.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედ იასპარეზა და ამ მხრივ, საქართველოს რეკორდსმენი გახდა სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური, რომელმაც გიგანტურ სლალომში მისთვის საუკეთესო, 34-ე ადგილი დაიკავა, სლალომში კი 42-ე ადგილი ერგო.

ოლიმპიურ ტრასებზე დებიუტი ჰქონდა სოსო ჯაფარიძეს. ქართველმა მოთხილამურემ სლალომში 32-ე ადგილი დაიკავა, რაც უდავოდ კარგი მაჩვენებელია.

ასევე იმედის მომცემი იყო ციგაობაში საბა ქუმარიტაშვილის ასპარეზობა. 21 წლის მოციგავემ მისთვის სადებიუტო თამაშები 31-ე ადგილით დაასრულა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ჟორა
კარგია რომ კუბერტენის დევიზს "მთავარია მონაწილეობის მიღება" ვასრულებთ, მაგრამ დროა კბილების გამოჩენისა. ყვითელაშვილი ძალიან ძვირი უჯდება ქვეყანას (სხვებიც) და თუ მეტი ტალანტი არ აქვს, დროს და ამდენ ფულს რატომ კარგავს? ვარჯიშობს მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო კლუბში "ხრუსტალნიში", თუ რამის თავი აქვს შედეგი უნდა დაედო.
გია პაპა
ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ, ჰოკეიში გუნდი როდის გვეყოლება?
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში