საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო ბაღათურია, საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის (FIBA) წარმომადგენელი, ფიბას ივენთ მენეჯერი ნატალი სენდმანი და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე, უნივერსიტეტის ქუჩაზე ახალაშენებულ მულტიფუნქციურ სპორტულ სასახლეს ესტუმრნენ და მიმდინარე სამშენებლო პროცესს გაეცნენ.

სამუშაოების დათვალიერებისას FIBA-ს წარმომადგენელმა ნატალი სენდმანმა დადებითი შეფასება მისცა ქართული მხარის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, საქართველო მალე მიიღებს ევროპული სტანდარტის სპორტულ სასახლეს.

"შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმით, რაც გაკეთდა გასული წლის დეკემბრიდან, მაშინ, როდესაც ბოლოს ვიმყოფებოდი აქ, დღემდე. იმედი მაქვს, რომ სამუშაოებს დავასრულებთ აპრილის ბოლოს და გავმართავთ ოფიციალურ ვიზიტებს, თუმცა ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ყველა იმ სამუშაოთი, რაც ჩატარდა და მჯერა, რომ გამოგვივა და საქართველოში წარმატებულ ,,ევრობასკეტს" ჩავატარებთ“, - აღნიშნა ნატალი სენდმანმა.

მასშტაბური სამუშაოების გაცნობის შემდეგ გაიმართა გაფართოებული შეხვედრა სამშენებლო პროცესში ჩართული ორგანიზაციების მონაწილეობით. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბოცვაძე, შპს „სპორტმშენსერვისის“ გენერალური დირექტორი გერონტი ცინდელიანი და მშენებელი კომპანია „საბა კონსტრაქშენის“ გენერალური დირექტორი ლევან თარგამაძე. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო ბაღათურიამ და ნატალი სენდმანმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სამუშაოების ეტაპების, მისი ვადების, საჭიროებების შესახებ და სამშენებლო სამუშაოების შემდგომი ეტაპების გეგმაზეც იმსჯელეს.

ინფორმაციისთვის, პირველი ასეთი სამუშაო შეხვედრა 26 იანვარს გაიმართა, როდესაც საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა თავად დაათვალიერა ევრობასკეტისთვის მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობა. მისი ინიციატივით გადაწყდა, რომ პროცესში ჩართული სამუშაო ჯგუფების ერთობლივი შეხვედრები მოეწყობა ყოველკვირეულად, სადაც დამკვეთი და მშენებელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი იქნება ჩატარებული სამუშაოების ანგარიში და შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი.

ამ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, ასევე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.

შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს კი კულტურის სამინისტრო ყოველკვირეულად გადაუგზავნის საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის (FIBA) ხელმძღვანელობას.

ცნობისათვის, 10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მასშტაბური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სრულად დასრულებულია რკინა-ბეტონის და მეტალის კონსტრუქციის სამუშაოები და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომელთა ძირითადი ნაწილი დასრულებულია. კომპლექსის მშენებლობის დამთავრება გაზაფხულზე იგეგმება, რის შემდეგაც 1 თვის მანძილზე დანადგარების ტესტირების პროცესი განხორციელდება.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველო კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის, „ევრობასკეტ 2022“-ის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყანა იქნება და შეჯიბრება სწორედ ახალაშენებულ სპორტულ კომპლექსში ჩატარდება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

იბერი
ხო ძნელია ახალი არენამ შთაბეჭდილება არ მოახდინოს - განსაკუთრებით სასაფლაოებით გარშემო. სადმე თუ გინახიათ ახალი არენა შენდებოდეს სასაფლაოებიდან 100 მეტრში მითხარით და ხმის ამომღების კარგიც. ჯერ სად ხართ შთაბეჭდილებები აწი ნახეთ. უცხოელი მოთამაშეები და გულშემატკივრები რომ ჩამოვლენ მერე ნახეთ ვიდეოები და სთორები სოც მედიაში სასაფლაოებიდან. იდეალური ადგილი შეირჩა ვერაფერს იტყვი
H
კი ყველას გული უსკდებოდა იმაზე რასაც ნაცები ციხეებში, პოლიციაში, სასამართლოში, პროკურატურაში და სამეგრელოს ტყეებში აკეთაბდნენ.
G.LA
მორჩით ნაცებზე და ქოცებზე ლაპარაკს. აქ რუსეთის ნაკრები ჩამოვა და ეს უნდა გვახსოვდეს, ჩვენები რომ კარგად დახვდნენ. ნაცებმაც ქოცებმაც და ჩვენ არ აქტივისტებიც ახლავე ერთად უნდა ვიდგეთ. ვინ იცის მანამ ან მერე კიდევ რა ხერხით .... გვეწვევა რუსეთი. გთხოვთ ყველას თავი დავანებოთ ნაცებსაც და ქოცებსაც. მჯერა ლამაზი და კარგი დარბაზი გვექნება და ამ დარბაზში რუსებს დავამარცხებთ აუვცილებლად. ძალიან, ძალიან მინდა ასე რომ მოხდეს.
ანტა
რაც ნაცების დროს კეთებოდა გული გისკდებოდა?
Odala
გული გაუსკდებათ ნაცებს
ბექა
ალილუია!
გიორგი 11
არ გააკეთებდნენ და ... მოუხდათ წულუკიანის მკაცრი ხელი :)
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე