სხვადასხვა სახეობაში მონაწილე უკრაინელმა სპორტსმენებმა რუსეთის სამხედრო ოპერაციაზე კომენტარი გააკეთეს. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა ხუთშაბათს დილით დაიწყო. დღეს უკრაინელმა კალათბურთელებმა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას მიმართეს.

ალექს ლენისა და სვიატოსლავ მიხაილუკის განცხადება

"საკრამენტო კინგსის" ცენტრმა ალექს ლენმა და "ტორონტო რეპტორსის" ფორვარდმა სვიატოსლავ მიხაილუკმა რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააკრიტიკეს და საკუთარ ქვეყანას გამძლეობა უსურვეს.

"ჩვენს ძვირფას, მშობლიურ უკრაინას დიდი ტრაგედია დაატყდა. ომს კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. უკრაინა მშვიდობიანი და სუვერენული ქვეყანაა. იქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ბედის გადაწყვეტა თვითონვე სურთ. ვლოცულობთ ჩვენი ოჯახებისთვის, ნათესავებისთვის და თანამოძმეებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს საშინელი ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება. ძვირფასო უკრაინელებო, მოითმინეთ! ჩვენი ძალა ერთიანობაა! ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!" - წერენ კალათბურთელები.

ალექს ლენმა "საკრამენტოს" შემადგენლობაში მატჩი დღეს გამართა. "კინგსი" "მინესოტას" დაუპირისპირდა და 114:134 დამარცხდა. უკრაინელმა კალათბურთელმა მოედანზე 19 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 4 ქულით, 3 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.

რაც შეეხება მიხაილუკის "ტორონტოს", კანადელები თავიანთ შეხვედრას ხვალ, 26 თებერვალს, "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

kobi
ტვიტერებზე და სოც ქსელებზე რომ ფაფარაყრილი ლომები რომ ხართ მაგას აჯობებს წახვიდეთ და თქვენ მოქალაქეებთან ერთად იომოთ,მაგრამ მაგას არ იზამთ მხდალები ხართ და იმიტომ
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან