საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა სკოპიეს ბორის ტრაიკოვსკის დარბაზში ივარჯიშა, სადაც ხვალ, 27 თებერვალს, თბილისის დროით 23:00 საათზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია 2 დღის წინ, თბილისსი 91:70 დაამარცხა და ხვალ ტურნირის მეორე წრის მატჩში დაუპირისპირდება. ჩვენი შესარჩევი ჯგუფის კიდევ 2 წევრის – ესპანეთისა და უკრაინის ეროვნული გუნდების მატჩი ცნობილი მიზეზების გამო გადაიდო. უკრაინა ესპანეთს 24 თებერვალს კორდობაში შეხვდა, ხოლო კიევში დაგეგმილი შეხვედრა მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ შედგება.

დღევანდელი ვარჯიში მთლიანად კომბინაციების დამუშავებას დაეთმო. ილიას ზუროსმა ასისტენტებთან – მილოშ გლიგორიევიჩთან, გეორგიოს ლიმნიატისთან და ანატოლი ბოისასთან ერთად კალათბურთელებს ნახევარ მოედანზე, ცალ ფარში დაცვითი და შეტევითი კომბინაციები დაამუშავებინეს.

გუნდში სრული საბრძოლო განწყობაა, არაა ტრავმები და ყველა კალათბურთელი ბრძოლის მოლოდინშია. ჩრდილოეთმაკედონიელებს რამდენიმე კალათბურთელი დაუბრუნდა, რომლებსაც ტრავმის გამო წინა შეხვედრაში არ უთამაშიათ. ამის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. საქართველოს წინ ბორის ტრაიკოვსკის სახელობის დარბაზში ვარჯიში ჰქონდათ მასპინძლებს და მოედანზე მყოფი მაკედონიელი კალათბურთელები ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმაც იხილა.

ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას 23:00 საათიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

GBF.GE

duscatto
shengela ratom ar emateba? espanetshi kofnas nakrebtan chasuliko
დავითი
უკრაინას შევთავაზოთ დროებით თბილისში თამაში
რრრ
მაკედონიასთან მოგება იმ ჯგუფში არ გადაგვყვება, იქ მხოლოდ ეპანეთან და უკრაინასთან მოგებული ქულები გაგვყვება, ხვალინდელი მოგება იმაში გვარგია, რომ გამსვლელ სამეულს ვინაღდებთ, რაც ჩემი აზრით ისედაც განაღდებული გვაქ თუ 21 ქულაზე მეტს არ წავაგებთ ხვალ სკოპიეში.დდდ
Joko
უმნიშვნელოვანესი თამაშია, თუ გვინდა რომ შემდეგ ჯგუფში შანსი გვქონდეს აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან შემდეგ ჯგუფში გადაგვყვება ამ ჯგუფში დაფიქსირებული ყველა ქულა, და აღნიშნული თამაშის(ღმერთმა არ ქნას) ვერ მოგებით, ფაქტიურად უშანსოდ ვრჩებით. მაქსიმალურად მობილიზება არის საჭირო!!! წარმატებები ბიჭებო!!!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89