მეორე ბუნდესლიგის 24-ე ტურში "ჰამბურგი" საკუთარ მოედანზე დაძაბულ მატჩში 2:3 დამარცხდა ლიდერ "ვერდერთან".

მასპინძელთა გუნდში 46-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ტურნირზე მეოთხე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მას ურიგო შთაბეჭდილება არ დუტოვებია, თუმცა შედეგიანი მოქმედებით ვერ გამოირჩა.

პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები 1:0-ს იგებდნენ, HSV-მ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა ბრემენელები 76-ე წუთზე 3:1 დაწინაურდნენ, მე-80 წუთზე "ჰამბურგმა" ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, კომპენსირებულ დროში გატანილი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ "მუსიკოსების" მეკარე ჰოიერმა იხსნა თავისი გუნდი.

"ჰამბურგი" 41 ქულით მე-4 ადგილზეა და 5 მარტს გასვლაზე "ნიურნბერგს" შეხვდება.

ჰამბურგი. "ფოლკსპარკშტადიონი". 25 000 მაყურებელი

ჰამბურგი - ვერდერი 2:3

გოლები: 0:1 დაკში (10, პენ), 1:1 მეფერტი (46), 1:2 ფიულგკრუგი (51, პენ), 1:3 დაკში (76), 2:3 გლატცელი (80)

ნუგზარი
ვინც ამბობთ რომ ჩაკვემ პიკი გაიარა და ესაა მისი მაქსიმუმი. მომავალი სეზონის ბოლოს შემეხმიანეთ.
სოსო
არავითარი კრეატივი?გიო მეორე ტაიმში შევიდა და 2 წუთში,მან მისცა სწრაფი პასი,საჯარიმოში,მგონი გლატცელს,რომელმაც პასი გაუგრძელა მეფერტს და იმანაც გაათანაბრა ანგარიში.ცუდი ის არის,რომ ვერდერი მაშინვე შეტევაზე გადავიდა,ჰამბურგის დაცვა კი,ძალიან უაზროდ იგერიებდა ბურთს და კუთხურების სერიის შემდეგ,საკმაოდ უწყინარ სიტუაციაში,ბურთი ზურგიდან მოხვდა ხელში,მცველს.პირველ ტაიმშიც ასეთივე პენალტი აიკიდეს და ახლაც პენალტი დაინიშნა.ორი გოლის ასე უაზროდ გაშვება, საკმაოდ ძნელი გადასატანია ასე მნიშვნელოვან მატჩში,და ჰამბურგიც აირია.მეკარის შეცდომის შემდეგ კი,მესამე გოლიც გაუშვეს და ვერდერი ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავიდა.როცა გუნდი დაცვაში ზის,უძლიერეს გუნდებსაც უჭირთ დაცვის გარღვევა და გიოს რა უნდა ექნა?ჰამბურგს ჰყავს ძალიან ათლეტური გლატცელი და გუნდი, მის მომარაგებას ცდილობდა კარის წინ.მან ერთი გოლიც გაიტანა,მაგრამ მესამესი, მხოლოდ თამაშგარედან გატანა გამოუვიდათ.მგონი გავიწყდებათ,რომ გიო ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს ფორმის აღდგენას და ეს,მისი მხოლოდ მეოთხე თამაში იყო,თანაც ყველა შეცვლაზე.რა, თანაგუნდელები მას ჩათვლიან ლიდერად და მას გაჰყვებიან უკან?მას რა შეუძლია, მათ ხომ წარმოდგენაც არა აქვთ და თვითონაც მასზე არა ნაკლები ამბიცია აქვთ.ასე რომ მოთმინება!თანდათან უნდა დაამტკიცოს თანაგუნდელებთან საკუთარი უპირატესობა და მხოლოდ მაშინ გააკეთებენ მასზე აქცენტს.
გიო
თამაშს გიოს გამო ვუყურე და ისე მომეშალა ნერვები მეორედ აღარ ვუყურებ! სამწუხაროდ ლევან სალუქვაძე რასაც ამბობდა წლების წინ ამ ბიჭზე, გამართლდა. მე რომ ჰამბურგის მწვრთნელი ვიყო ამას არ დავიტოვებდი, ტიპი არც დარბის, ინერტულია.ბურთის მიღების ეშინია, მარტო მაშინ ითხოვს ბურთს, როცა ერთი ერთზე შეიძლება დარჩეს მცველთან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება 22 წლის ასაკში ვეტერანია და კარიერის პიკი უკვე ჰქონდა. მეშინია ყაზახეთში ან აზერბაიჯანის გუნდებში არ გაატაროს კარიერა..
ჯუჯი
არ ათამაშებდნენ. მის ფლანგზე თანაგუნდელები ავიწროვებდნენ. არც თვითონ იკლავ და თავს. მეხუთე ბორბალივით იყო.
პარტახი
არა რა, მე მგონი კაზახტანთან გასვლითი თამაში იყო ჩაკვეს მაქსიმუმი, თუ არა აბა რა გამართლება აქვს მის გუშინდელ ვითომ თამაშს, იდგა და მეზობლის ბავშვივით უყურებდა თუ როგორ ცდილობდნენ მისი თანაგუნდელები [მეკარის ჩათვლით] ანგარიშის გათანაბრებას-არავითარი კრეატივი,ჟინი-მხოლოდ პასი უკან. ამასაც ხომ ტრამვას,მოედნის საფარსა და სტადიონზე ატმოსფეროს ვეღარ დააბრალებს.
Levani
ამათ მართლა თუ არა აქვთ ფული და არ აპირებენ 1 ბუნდესლიგაში გადასვლას მაშინ რა ვიცი-ან ზანდჰაუზენთან რა დასაკარგი იყო 2 ქულა- რაღაცას მაიმუნობენ
მ.მ
სისწრაფეში პასი არ მიუღია რომ წინ გაქცეულიყო, შესაბამისად 80% პასი უკან ან დიაგონალზე.
სოსო
ვერდერი უკეთეს გუნდად ჩანდა.ანგარიშის გათანაბრებიდან 3 წუთში, მეორე პენალტის დანიშვნამ ვფიქრობ ჰამბურგი ცოტა არია,მერე მეკარის მიერ პოზიციურ შეცდომას(კარი ნაწილობრივ დაკარგა და საკმაოდ შორიდან დარტყმულს,ნახტომში ვეღარ მისწვდა),მესამე გოლიც მოჰყვა და ვერდერი მხოლოდ დაცვაზე გადაერთო.ჰამბურგმა შეძლო და მეორე გოლიც გაიტანა,მაგრამ ბოლო სამ წუთამდე,შეტევაში ვერაფერს ქმნიდა.საფინალო შტურმს,ოდნავი თამაშგარედან გატანილი გოლი და კიდევ ორი მომენტი მოჰყვა,ეგაა რომ ნაღდი გოლი აღარ გამოუვიდათ და წააგეს,
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება