უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის გამო ცსკა-ს კალათბურთელთა გუნდი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ დატოვა და Metaratings-ის ცნობით, კლუბი კონტრაქტის გაწყვეტაში პრობლემას არ შეუქმნის. თუმცა, დღეს ცსკა-მ განცხადება გაავრცელა და როგორც ჩანს, ლეგიონერების შენარჩუნებას იმედოვნებს:

"ოჯახური და პირადი მიზეზების გამო, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სიტუაციითაა გამოწვეული, აგრეთვე შესაძლო შედეგებით, ცსკა თორნიკე შენგელიამ და იფე ლუნდბერგმა დატოვეს. უახლოეს ხანში სამშობლოში მარიუს გრიგონისი და იოჰანეს ფოიგტმანი გაემგზავრებიან.

მოთამაშეთა მოქმედება კონტრაქტის პირობებისა და საკლუბო რეგლამენტის დარღვევაა, მაგრამ კლუბი გაგებით ეკიდება ყოველი კალათბურთელის პერსონალურ ვითარებას. მოთამაშეებთან შეთანხმების სტატუსი გადაწყვეტილი იქნება, როდესაც ევროპაში პოლიტიკური და სპორტული სიტუაციის ნორმალიზება მოხდება".

ცსკა-ს ევროლიგაზე საშინაო მატჩების ჩატარება აუკრძალეს, "ჟალგირისმა" არმიულ გუნდთან ნეიტრალურ მოედანზე თამაშზეც კი უარი განაცხადა, ხოლო VTB ლიგა ესტონეთის "კალევმა" და პოლონეთის "ზელენა გურამ" დატოვეს.

ხოდა
ეს ხალხი სპორტია თუ ტაშფანდური რუსეთში თავისი ქვეყნის გამო არ მიდიან რა, საკუთარი კეთილდღეობისთვის მიდიან და აქ სამშობლო ვასახელო და სისულეეები საკუთარ უსინდისო სულს უხსენით და ამართლეთ. სულ ფეხებზე მკიდია ვინ სად წავა, ყველას თავისი არჩევანი აქვს, უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს ყველაზე მაგარო ერო: რატო არცერთი სომეხი არ აღმოჩნდა ვინც ბაქოში იმღერებს და მერე ამ სისულეებით არამც თუ თავს გაიმართლებს, ისე გოთვერნულად ლაპარაკობენ თითქოს აქეთ გვაქვს მადლობა მოსახდელი რო გვასახელა მოსკოვს, რატო აზერი არ აღმოჩნდა ერთი ერევანში მომღერალი? ებრაელი-თეირანში და პირიქით, გავაგრძელო მაგალითები?
ID
რაო????? ოჯახური პირობების გამოო???? აი რუსული პროპაგანდა.... იმედია ამ პირობებით კონტრაქტის შეწყვეტაზე თოკოს არ მოუწერია ხელი... (იმედია)
12
ნიკოს ვარლასმა, რომელიც იცავს თორნიკე შენგელიას ინტერესებს, უარყო ინფორმაცია მისი კლუბიდან წასვლის შესახებ. "თოკო შენგელიას არც ერთ მედიაში განცხადება არ გაუკეთებია. ახლა ის ორიენტირებულია ოჯახის კეთილდღეობაზე. როდესაც გადაწყვეტილება მიიღება მის მომავალზე, ის ამაზე პირველ რიგში ცსკა -სთან ისაუბრებს", განაცხადა ვარლასმა.
პტაგმატული ინაშვილი
პატრიოტთა ალიანსიდან ხარ? ეგ მიწა შენი სტალინის საბჭოთა ხელისუფლებამ გადასცა უკანონო ხელშეკრულებით თურქეთს! ასევე გაასხვისა საინგილო და ლორეც. სოჭი კი საკუთარი რუსეთისთვის დაიტოვა! ნუ ცდილობთ რუსეთის აგრესიის და ოკუპანტობის გამართლებას, სირცხვილია, დღეს მაინც!
საქართველო
წლების წინ თურქეთმაც მოახდია ანექსია,მაგათმა რომ წაგვართვეს წართმევა ეგეთი უნდა,მაგრამ ჩვენ რატომღაც მეგობრებს ვეძახით, ამ მომენტში იმოქმედა ისე როგორც სწორი იყო, მთელ საქართველოს თუ დაავიწყდა რომ თურქეთიც ოკუპანტია,როგორც რუსეთი,რატომ გიკვირს რომ ოკუპაციიდან 13 წლის შემდეგ 1 რიგითი ქართველი ცსკა-ში თამაშობდა.
ლაკმუსი
ამიტომაც ვცხოვრობთ ასეთ ქვეყანაში. სანამ ჩვენს ტვინში რამე დაილექება, მანამდე წიქვილის ქვაც დატრიალებული გვაქვს და ურემიც ამოყირავებული.
რატი
1000%
ნოდოს
შენ ამას ვერ გაიგებ ნოდო, ისევე როგორც შენი კომენტარის ამ დროისთვის 22 დამლაიქებელი.
ლაშა
ნოდო მსოფლიო ომის ზღვარზე ვართ
G.LA
შანსი არ არი, არავითარ შემთხვევაში აღარ დარჩება. ეგ უკვე საბოლოვო განაჩენი იქნება შენგელიასათვის. აქ აღარავინ მივიღებთ.
გიორგი
უკრაინის გამო არა, უბრალოდ კლუბი ყველანაირი ტურნირიდან მოკვეთეს და იქ აღარაფერი ესაქმება. თუმცა, უფრო კეთილშობილურად ფუთავს თითქოს პროტესტის გამო მოდის (ანუ საკუთარი ქვეყანა რომ შეურაწყვეს, მაგ დროს სპორტი და პოლიწიკა გამიჯნული ჰქონდა და აი უკრაინაში შეჭრა გააპროტესტა...)
ჭორიკანა ნოდოს!
ჰეიიი ნოდო! ტყვილად ლაქლაქს, წადი უკრაინაში და იომე! მაგრამ, რომ წახვიდე, მერე აქ ვინღამ იჭორავოს?
ნოდო
რა საოცრებაა ცხოვრება ქართველი რუსეთს ტოვებს იმიტომ რომ უკრაინაში შეიჭრა აქამდე პუტინი ანგელოზი იყო 2022 წელში გახდა ტირანი :)
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
[VIDEO] შენგელია ვირტუსის დიდების დარბაზში შეიყვანეს | თოკომ ვირტუსს 14 ქულა ჩაუგდო და გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება