პერუს ნაკრები გაძარცვეს, ვალენსია დაიმტვრა, ნეიმარს თავს დაესხნენ, კარლოს ტევესი აღიარებს, გაიხდის თუ არა ლარისა რიკელმე...
პერუ გაძარცვეს

ქალაქ მენდოსაში დაბანაკებული პერუს ნაკრები გაძარცვეს. როგორც "ო გლობო" წერს, პერუელებმა ადგილობრივ პოლიციას მიმართეს, რომ მენდოსას ერთ-ერთ სასტუმროში მათ რამდენიმე ფეხბურთელს პირადი ნივთები მოპარეს. ყველაზე მეტად პერუელთა გოლკიპერი სალომონ ლიბმანი და ნახევარმცველი ანტონიო გონსალესი დაზარალებულან. შეგახსენებთ, რომ პერუს ნაკრები C ჯგუფში თამაშობს ურუგვაის, მექსიკისა და ჩილეს ნაკრებებთან ერთად.

ვალენსიას საქმე ცუდადაა

კოპა ამერიკაზე პირველი დაზარალებულიც გვყავს - I ტურის მატჩში ტრავმა მიიღო "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ეკვადორის ნაკრების ნახევარმცველმა ანტონიო ვალენსიამ. ვალენსია პარაგვაელებთან მატჩში დაშავდა. ფეხბურთელმა კუნთი გაიჭიმა და ის ჯერ კიდევ შესვენებამდე შეცვალეს. სავარაუდოდ, ანტონიო ნაკრების მომდევნო შეხვედრას, ვენესუელელთა წინააღმდეგ, გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ შემოდგომით ვალენსიამ ფეხის უმძიმესი ტრავმა მიიღო. მოტეხილობის გამო მან თითქმის ნახევარი სეზონი გამოტოვა.

ფალკაო არგენტინას პატივს სცემს

პორტუგალიური "პორტუსა" და კოლუმბიის ნაკრების ფორვარდი რადამელ ფალკაო მოწიწებით ეპყრობა მომდევნო მეტოქეს - არგენტინის ნაკრებს. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში კოლუმბიელებმა იმარჯვეს, არგენტინელებმა კი - ვერა. "ფეხბურთი მოულოდნელობით აღსავსეა. ყოველ მატჩში შეიძლება მოხდეს სენსაცია. ამის ნათელი მაგალითია ბოლივიელთა თამაში არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ. ბოლივიელებმა დაცვაში ყველაფერი დიდებულად დაალაგეს. მათ შანსი თითქმის არ დაუტოვეს მეტოქეს. ამის მიუხედავად, ჩვენ მომავალ მეტოქეს პატივისცემით უნდა მოვეპყრათ. ძალიან, ძალიან რთული მატჩი გველის მათთან".

მოდი, ვაღიაროთ - ცუდად ვითამაშეთ

კარლოს ტევესი მიიჩნევს, რომ მისი თამაში ბოლივიელთა წინააღმდეგ ერთ-ერთი უცუდესი იყო კარიერაში, თუმცა იმედოვნებს, რომ შემდეგ მატჩებში საუკეთესო თვისებებს გამოავლენს: "მოდი, ვაღიაროთ - ჩვენ ვითამაშეთ ძალიან ცუდად. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ გახსნის მატჩი შეიძლებოდა რთული გამომდგარიყო. ბოლივიელებმა ბევრი იბრძოლეს და ვერმოგებაში მსაჯის დადანაშაულება უაზრობა იქნება. ბევრს ჰგონია, რომ სულ 5:0-ებს მოვიგებთ. არ იქნება ასე ხალხო. ყოველ თამაშში დიდი წინააღმდეგობის დაძლევა მოგვიწევს", - განაცხადა ტევესმა.

რას ერჩოდნენ საბრალო ნეიმარს

ბრაზილიისა და ვენესუელას ნაკრებთა მატჩის შესვენებისას მცირე ინციდენტი მოხდა. ბრაზილიელთა მტკიცებით, ვენესუელელთა თავკაცმა სესარ ფარიასმა შეურაცხყოფა მიაყენა მათ ვარსკვლავბიჭუნა ნეიმარს. ფარიასმა უთხრა ნეიმარს, რომ მისი ფეხბურთელების მიმართ მეტი პატივისცემა გამოეჩინა, რომ როცა მეტოქე ტრავმას იღებს და ეცემა, უნდა გაჩერდე. ყველაზე საოცარი ისაა, რომ ეპიზოდი, რომელზეც ფარიასი ამახვილებდა ყურადღებას, ნეიმარის გარეშე მოხდა, ვენესუელელს ის განსოში აერია (როგორ - საოცარია: ნეიმარს ვარხნილობით ხომ კილომეტრზე იცნობ).

"პირველი ტაიმი რომ მორჩა, მეტოქის მწვრთნელი მოიჭრა და დამიწყო ყვირილი. რა უნდოდა ვერ ვხვდებოდი - ესპანური ხომ არ ვიცი. ამის შემდეგ ინციდენტში ჩვენი მწვრთნელი მენეზეში ჩაერია, მან დამიცვა", - განაცხადა ნეიმარმა.

მოიგეთ, ლარისას ხათრით!

26 წლის პარაგვაელმა მოდელმა ლარისა რიკელმემ განაცხადა, რომ, თუკი პარაგვაის ნაკრები კოპა ამერიკას მოიგებს, ის გაშიშვლდება. თუ გახსოვთ, 2010 წლის მუნდიალზეც რიკელმე ყველაზე პოპულარული მოდელი იყო. პარაგვაის ნაკრები B ჯგუფშია და პირველ ტურში ფრეს დასჯერდა. "თუკი პარაგვაი კოპას მოიგებს, პირდაპირ მოედანზე გავალ და იქ გავშიშვლდები", - გვპირდება ლარისა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"