Marca სამკლავურის სავარაუდო მფლობელებად მცველ სერხიო რამოსსა და ნახევარმცველ ხაბი ალონსოს მიიჩნევს
მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს მეკარე იკერ კასილიასისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევა გადაუწყვეტია. ამის შესახებ Marca იტყობინება.

როგორც ირკვევა, მოურინიოს პრეტენზია არა უშუალოდ ესპანეთის ნაკრების მეკარესთან, არამედ მის ამპლუასთან ჰქონია. პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ ჯობს კაპიტანი არა მეკარე, არამედ რომელიმე მინდვრის მოთამაშე იყოს, რომელსაც მსაჯთან ურთიერთობა, მეკარესთან შედარებით, უფრო უადვილდება.

სხვათა შორის, მოურინიოს უწინდელ გუნდებში კაპიტნები ყოველთვის მინდვრის მოთამაშეები იყვნენ (ხავიერ ძანეტი "ინტერში" და ჯონ ტერი "ჩელსიში").

Marca იმაზეც მსჯელობს, თუ ვინ გახდება "რეალის" ახალი კაპიტანი. გამოცემა სამკლავურის სავარაუდო მფლობელებად მცველ სერხიო რამოსსა და ნახევარმცველ ხაბი ალონსოს მიიჩნევს.

კასილიასმა მადრიდულ კლუბში კაპიტნის სამკლავური 2010 წლის ზაფხულში, მას შემდეგ მიიღო, რაც "სამეფო კლუბი" მისმა "მარადიულმა კაპიტანმა" რაულმა დატოვა.

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა