ტირასპოლის "შერიფმა" ნამდვილი სენსაცია მოახდინა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა და თვით "რეალი" დაამარცხა. მისი უკრაინელი მწვრთნელი იური ვერნიდუბი კლუბის ხელმძღვანელობას დაეთხოვა და რუს ოკუპანტებთან საომრად ზაპოროჟიეში ჩავიდა. მან FootBoom-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ თავისი დამოკიდებულება არ დამალა:

"საარტილერიო ბრიგადას აყალიბებენ, არ ვიცი, როდის გავემგზავრებით. შესაძლოა, დღეს ან ხვალ. ისიც უცნობია, სად გაგვაგზავნიან. როდესაც ომი დაიწყო, პორტუგალიაში ვიყავი, სადაც ევროპა ლიგაზე "ბრაგასთან" უნდა გვეთამაშა. დაახლოებით 04:30 საათზე შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ რუსეთმა ფართომასშტაბიანი შემოტევა დაიწყო. სრულ შოკში

ვიყავი. ვფიქრობ, ამან ჩვენს თამაშზე იმოქმედა. თუმცა ფეხბურთელები სათამაშოდ განვაწყვე, ვცდილობდი, თავი შემეკავებინა. მადლობა ბიჭებს, რომ მხარი დამიჭირეს. ყველამ. ნამატჩევს გენერალურ დირექტორ ვაჟა თარხნიშვილთან მივედი და ვუთხარი, რომ მოლდოვაში დაბრუნების შემდეგ უკრაინაში ოჯახთან წავიდოდი. ჩემი მშობლები კი ზაპოროჟიეში იმყოფებოდნენ.

26 თებერვალს ზაპოროჟიეში ჩავედი, ღამე გავათიე და მეორე დღეს სამხედრო კომისარიატში გამოვცხადდი. კლუბში ჯერ არ იციან, დღეს შევატყობინებ. ადრე თუ გვიან მაინც გაიგებენ, რომ სამშობლოს დასაცავად წავედი. დღეს ვაპირებ თარხნიშვილთან შექმნილ სიტუაციაზე დალაპარაკებას. ვფიქრობ, ვაჟა ედუარდის ძე გამიგებს, მან ხომ იგივე გამოიარა, რაც ახლა უკრაინაში ხდება. 2008 წელს რუსეთმა მისი სამშობლოს წინააღმდეგ დაიწყო ომი. ამიტომ ის, როგორც არავინ გამიგებს.

ვინ გაიმარჯვებს? ჩვენ, აბა, სხვა ვინ? თქვენ ხედავთ, როგორ იბრძვიან უკრაინელები! ვფიქრობ, პუტინი ნანობს, რაც გააკეთა. უკრაინელი ერის ასეთი გაერთიანება ერთ რამედ ღირს. მთელი ზაპოროჟიე საომრად მზადაა, მთელი ქალაქი! ამიტომ სამხედრო კომისარიატებს დიდი სამუშაო აქვთ. ყველა უნდა გააფორმო, ორგანიზება გაუწიო... უკრაინა უპირველეს ყოვლისა! ჩვენ გავიმარჯვებთ!

შიში? 56 წლის ვარ, ვისი უნდა მეშინოდეს? პირიქით, ცხოვრება ვიცხოვრე. მე შიში ბავშვების, შვილიშვილების, მეუღლის და ყველა ნათესავის გამო მაქვს.

პუტინს ეს უნდოდა, მაგრამ მთელი მსოფლიოს იმპერატორი ვერასოდეს გახდება. ადოლფ ჰიტლერის ასლია. ადრე ისინი შევადარე. რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები - ეს "გებელსოვშინაა". პუტინი და მისი ხელის ყველა ჟურნალისტი - აქ გებელსი საფლავში გადატრიალდებოდა! ისიც კი ვერ მისცემდა საკუთარ თავს იმის უფლებას, რასაც რუსეთის ტელევიზიები აჩვენებენ.

უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის. პუტინი საქონელი, გონჯი და ვამპირია ერთად. სწორად ამბობენ: პუტინ, წადი შენი..."

Sapienti Sat
ბოროტი ინტრიგანი თუ არ ხარ, რატომ უნდა წავიდეს ცეცაძე, ან ფრუიძე უკრაინაში?!.. იქ რა დაკარგვიათ, ან რომელი "ტოკეიტო" და "ჩინგაჯგუკია", ან ერთი, ან მეორე. და საერთოდ, საქართველოს თუ თავს არ დაესხენ და ჩვენს მიწაზე ბოროტი განზრახვით, იარაღით ხელში არ შემოვიდნენ, არცეთ ომში, წასასვლელი არ არის.
გიორგი
აი ეს არის ვაჟკაცობა და არა ის თავის სილაჩრეს პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვა რამეას უკან რომ მალავენ
დათო
ცეცაძეც მიდის მარშუტკით)) ფრუიძესთან ერთად!))
ბესო შიოშვილი
შენ გენაცვალე! კაცი ხარ!! აი რას ნიშნავს, იყო ერის კაცი!!!
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ყველანაირი აკრძალვა რუსულ კლუბებთან და მათ ფეხბურთთან - აზერბაიჯანულ გუნდთან უკრაინელი ვერნიდუბის კონტაქტის დეტალები გასაჯროვდა
რუსეთი ჩლუნგთა ბრბოა, მათი პრეზიდენტი კი დამნაშავე - უკრაინელი მწვრთნელები ბიომასაზე
"შერიფის" მწვრთნელი: უკრაინელი ვარ და რუსეთში არასოდეს ვიმუშავებ
"კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი კაცს" - "რეალის" მძლეველ "შერიფის" მწვრთნელს სხვებთან შედარებით "სასაცილო" ხელფასი აქვს
ვერნიდუბი: "რეალის" დამარცხებით არაფერი ზებუნებრივი არ გაგვიკეთებია
უარი ფუფუნების საგნებზე - ვერნიდუბის გადაწყვეტილებამ აღფრთოვანება გამოიწვია