მოურინიომ თურქს ნახევარდაცვის ორგანიზება დაავალა
გუშინ "დიარიო ას-მა" ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთან და "რეალის" ახალწვეულ ნური შაჰინთან ინტერვიუ შემოგვთავაზა.

- თითქმის ორი თვე გავიდა, რაც "რეალში" თქვენი ტრანსფერი გადაწყდა. ჩამოხვედით მიწაზე, თუ ისევ ღრუბლებში ხართ?

- ოცნება ამიხდა და ახლა "რეალში" თამაშზე უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე მაშინ. ახლაც ზღაპარივითაა ის დრო, როცა პირველად გავიგე "რეალის" ჩემით დაინტერესების შესახებ და როცა კონტრაქტს ხელი მოვაწერე. დრო გადის და ჯერ ყველაფერი კარგად ვერ გავაანალიზე, იმდენად ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს ტრანსფერი.

- როგორ განხორციელდა თქვენი ტრანსფერი?

- ძალიან საოცარი მომენტი იყო. ერთხელ სახლში ვისვენებდი, როცა ჩემი აგენტი რეზა ფეზელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჩემი კარიერის შესახებ უნდა გამსაუბრებოდნენ. მოულოდნელად მითხრეს, რომ "რეალიდან" დამიკავშირდებოდნენ. ზუსტად ხუთ წუთში ჩემი ტელეფონი ახმაურდა, "გამარჯობა, მოურინიო ვარ" - მითხრა უცნობმა, ვიფიქრე, ალბათ მაშაყირებენო, თუმცა საუბარი გაგრძელდა: "მთელი სეზონი გაკვირდები "დორტმუნდში" და მსურს, ჩემს გუნდში ითამაშო". აი, ასე დაიწყო ყველაფერი.

- ამ ზარმა მნიშვნელოვნად შეცვალა თქვენი კარიერა, თუ გითხრათ მოურინიომ, რა სურს თქვენგან?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე - მას სურს, რომ მე ნახევარდაცვის ორგანიზება ვითავო.

- ალბათ ხვდებით, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა გარემოცვაში სასტარტოში მოხვედრა გაგიჭირდებათ...

- საკუთარი შესაძლებლობებისა დიდად მჯერა და ვიცი, რომ შევძლებ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრას. თუკი ტრავმა ხელს არ შემიშლის, ამაში დარწმუნებულიც ვარ. ამისთვის ძალიან ბევრს ვიშრომებ. ზიდანი ჩემი ერთ-ერთი კუმირია და მინდა, მის მსგავსად ვითამაშო მადრიდში.

- "რეალი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ დღეისათვის არის ერთი კლუბი, რომელიც მასზე ერთი საფეხურით მაღლა იმყოფება - "ბარსა"...

- "ბარსელონა" ბრწყინვალეა, მაგრამ ეჭვიც არავის ეპარება, რომ მსოფლიოს უდიდესი კლუბი "რეალია".

- ბუნდესლიგაში ბოლო სეზონში 6 კვირა მუხლის ტრავმის გამო გაგიცდათ. მზად ხართ 11 ივლისის შეკრებისთვის?

- დიახ, მზად ვარ და შეკრების პირველივე დღეს ბაზაზე გამოვცხადდები. ისევე კარგად ვარ ფიზიკურად, როგორც - ტრავმამდელ პერიოდში. ძველი ტრავმის კვალიც არ დარჩენილა. ნამდვილად ძალიან მონდომებული ვარ ჩემი კარიერის ახალი ეტაპი დავიწყო. ერთი სული მაქვს, როდის დასრულდება შვებულება, არადა, ფეხბურთელებს, როგორც წესი, ეს არ უხარიათ.

- თქვენ ესპანურს სწავლობთ, ეს გუნდში ინტეგრირებაში ხელს შეგიწყობთ?

- ჯერ კიდევ დორტმუნდში დავიწყე ესპანურის შესწავლა, უბრალო ინტერესის გამო. მაშინ არ ვიცოდი, რომ "რეალში" თამაში მომიწევდა. ძალიან დამეხმარა ლუკას ბარიოსი. უკვე ერთი თვეა, მე და ჩემი მეუღლე ესპანური ენის ინტენსიურ კურსებს გავდივართ. მეჰმეთ თოფალმა მითხრა, რომ როცა "ვალენსიაში" მოხვდა, აღმოაჩინა, რომ ინგლისური ძალიან ცოტამ იცოდა და გუნდელებს მისი გაგება უჭირდათ. ამიტომ, მე არ მსურს იგივე პრობლემები შემექმნას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა