ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ვალენსიამ“ სახლში „ბილბაო“ 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია. შეგახსენებთ, გასვლაზე „ვალენსიამ“ ფრეს (1:1) მიაღწია. გულშემატკივრები გუნდს „მესტალიას“ შესასვლელთან დახვდნენ და ფოიერვერკების ფონზე სტადიონზე გამამხნევებელი შეძახილებით შეაცილეს.

მასპინძელთა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ყველა ტურნირზე მე-11 შეხვედრა ჩაატარა და კარიერის უმნიშვნელოვანეს მატჩში საუცხოოდ გაისარჯა. მან ზედიზედ მეორეჯერ შეინახა კარი მშრალად.

პირველი ტაიმი ორმხრივ იერიშებში წარიმართა. ქართველი მეკარე დამაჯერებელი იყო, მუნიაინსა და უილიამსს არ დაანება გოლის გატანა, 43-ე წუთზე კი გედეშმა „ღამურები“ დააწინაურა. მეორე ტაიმში ბევრი იყო ბრძოლა, ანგარიში არ შეიცვალა და "ვალენსიამ" გაიმარჯვა.

დღეს, მეორე ნახევარფინალში, ერთმანეთს "ბეტისი" და "რაიო ვალეკანო" დაუპირისპირდებიან და მათ შორის გამარჯვებული 23 აპრილს ფინალში "ვალენსიას" შეხვდება.

"ვალენსიას" რვაჯერ აქვს მოგებული ესპანეთის თასი - ბოლოს 2019 წელს. მაშინ "ბარსელონას" სძლია.

ვალენსია. „მესტალია“

ვალენსია - ბილბაო 1:0

გოლი: გედეში (43)

Georgia
მამარდ გააფთრებული იაგუარივით იცავდი საკუთარ კარს ბრავო კარგი იყო წარმატებები ვალენსიას წინ ფინალია.
ILIA
ეს ბიჭი ყოველდღიურად იზრდება. გენაცვალე, ქართველო!
შაკო
სილესენი რო მივიდა და ჩაეხუტა, გამისწორდა
ვაჟა მასწავლებელი
რატომ არავინ არ აქცევთ ყურადღებას იმ ფაქტს, რომ მამარდას ამ ფერის ფორმა ძალიან უხდება - კავკასიონის არწივს გავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელების (ფრთების) გაშლით და თვალების ბრიალით ანიშნებს თანაგუნდელებს - წინ წადითო!
რატი
100% ფარისევლები.
დათო
…100%-ით გეთანხმებით!!!
Spain
ახლა არის ხო სუპერ მამარდა? ერთი თვის წინ ზედმეტი წონა აქვსო და რა საზიზღარ რამეებს წერდით აქ კლავიატურის ლომები. როცა მხარდაჭერა დასჭირდა ბიჭს ზედ უვლიდით და ერთმანეთს ეჯიბრებოდით ვინ უფრო დამამცირებელ სახელს მოუფიქრებდა. როცა გაიბრწყინებს და ისედაც ყველა აქებს, მაშინ რაში სჭირდება თქვენი "ყოჩაღ გიო" ები? ქართულ ფეხბურთში ცოტა ხნის წინ დავბრუნდი მსგავსი არაადეკვატური, გაბოროტებული გულშეატკივარი არ მინახავს. თუ გინდათ ამ ქვეყნისთვის ვინმემ ითამაშოს მიდგომა შეცვალეთ და ბრბოს ნუ დაემსგავსებით. მადლობთ ყურადღებისთვის
დოიჩლანდ
"ფოიერვერკი" გერმანული ენიდან არის შემოსული.
რა მაფიაა?
ინგლისური არაფერ შუაშია, გერმანულიდანაა შემოსული ეგ სიტყვა და ეგრე იკითხება, ფოიერვერკი. ))
1
Feuerwerk (ფოიერვერკ) არა ინგლისური, არამედ გერმანულია, რაც ორი სიტყვისაგან შედგება Feuer - ცეცხლი და werk - ამ შემთხვევაში ქარხანა ან ფაბრიკა, აქედან - სიტყვა-სიტყვით ცეცხლის ფაბრიკა
simartle
ყოჩაღ ვალენსია კარგად ითამაშეს შედარებით დაცვაში. მამარდას მაგარი რეაქცია აქვს და ყველანაერი მონაცემები რომ მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო იყოს. ეს ფოიერვერკი რა ჯანდაბაა გამარკვიეთ ერთი. თუ ცეცხლი ფაია ან ფაიარ არის ინფლისურად და იქიდან გადმოგაქვთ როგორც ნასესხები ანუ გრამატიკულად სწორად "ბასთარდიზეიშნ" რაც ნაბიჭვრობას ნიშნავს ფილოლოგიურადაც - ფოიერი რაღას შინშNავს თუ ფოიეში ხდება რაცხა რვერკი მოკლედ ქართულად თუ წერთ ქართულად დაწერეთ თუ შეიძლება:)
ალეკსანდრე
სხვა თაშორის დაცვამაც კარგად ითამაშა და ამანაც შემატა მეტი თავდაჯერებულობა მამარდას
ამაყი
მამარდ, ვამაყობთ! ძალიან მაგაროოო
გეგი
უუუ ძალიან მაგარია,ვულოცავ მთელი გულით და ეს ერთი და სხვა მრავალი თასი და გამარჯვება! მთავარია ახლა არ მოდუნდეს და ფინალშიც მაგრად ვიხილოთ მამარდა!ჯიგარი ხარ გიო!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა