ლა ლიგაში ახალი სეზონისთვის მზადება პირველებმა "ატლეტიკომ" და "ესპანიოლმა" დაიწყეს
გუშინ ლა ლიგას კლუბებიდან პირველებმა ახალი სეზონისთვის მზადება მადრიდის "ატლეტიკომ" და ბარსელონის "ესპანიოლმა" დაიწყეს. თუმცა შეკრების პირველ დღეს ორივე გუნდში ფეხბურთელების სამედიცინო შემოწმებით შემოიფარგლნენ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდულ კლუბს ახალი თავკაცი ჰყავს - გრეგორიო მანსანო, ხოლო კატალონიურს ისევ არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო თავკაცობს. ოთხშაბათიდან "ატლეტიკო" საზაფხულო ბანაკს სეგოვიის რეგიონში, ლოს ანხელეს დე სან რაფაელში დასცემს. "ესპანიოლი" ვარჯიშებს ოდნავ მოგვიანებით დაიწყებს, 11 ივლისს გუნდი პერალადაში შეიკრიბება.

სევილიას იტალიელი გამოუჯანმრთელდა

"სევილიას" იტალიელი ნახევარმცველი ტიბერიო გუარენტე გამოუჯანმრთელდა. გუარენტე მუხლის ტრავმის გამო დააკლდა გუნდს, თუმცა ახლა უკვე თავს 100 პროცენტით ჯანმრთელად გრძნობს და მზად არის შეკრებისათვის. 25 წლის ფეხბურთელმა 2 საათით ინდივიდუალურად ივარჯიშა ექიმ ხუან ხოსე ლოპესის მეთვალყურეობის ქვეშ. გუარენტე ზუსტად ერთი წლის წინათ გადავიდა "ატლანტადან" ანდალუსიაშია, 5-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა, მაგრამ სულ 3-ჯერ მოირგო "სევილიას" მაისურა.

მატება ბარსელონადან

"სარაგოსაში" სიახლეა - გუნდი "ბარსელონა B-ს" 2 ფეხბურთელით შეივსო. აბრაჰამისა და ედუ ორიოლის შემატებას არაგონული კლუბი ოფიციალურად ამ კვირაშივე გამოაცხადებს, თუმცა ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. მარცხენა მცველმა აბრაჰამმა განაცხადა, რომ მისთვის პრიმერადივიზიონში თამაშის პერსპექტივა დიდი გამოწვევაა. ედუ ორიოლი ფორვარდია, ის აცხადებს, რომ ყველაფერს გაიღებს მომავალში "სარაგოსას" წარმატებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"