კარგად მახსოვს, 1995 წელს ერთ დღეს ბულგარელები და ბოსნიელები როგორ დავამარცხეთ. ბულგარეთის ნაკრებს ფეხბურთელებმა აჯობეს, ხოლო ბოსნიისას...

კარგად მახსოვს, 1995 წელს ერთ დღეს ბულგარელები და ბოსნიელები როგორ დავამარცხეთ. ბულგარეთის ნაკრებს ფეხბურთელებმა აჯობეს, ხოლო ბოსნიისას - კალათბურთელებმა. საკალათბურთო მატჩის კომენტატორმა რეპორტაჟის მსვლელობისას მთავრობას მადლობა გადაუხადა - კიდევ კარგი, სამი დღის წინ ჩვენი ნაკრები სლოვაკეთში (სადაც შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი ჩავატარეთ) ჩარტერული რეისით გაფრინდა, თორემ თბილისში ბოსნიელები ჩამოგვასწრებდნენო...

1995 წელს საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ერთით მეტი თამაში რომ მოეგო, ევროპის ჩემპიონატზე მოხვდებოდა. მას მერე 15 წელი გავიდა და საკალათბურთო ნაკრები პირველად მიუახლოვდა ევროპას (საკალათბურთო მიმომხილველები ევრობასკეტს რომ უწოდებენ).

2 აგვისტოს პოლონეთის ნაკრებთან დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ ჯგუფში საუკეთესო ორ გუნდს შორის მოვხვდებით და ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ. მართალია, ბელგიაში წავიფორხილეთ, მაგრამ... პირველმა ორმა მატჩმა დაგვანახა, რომ ჩვენს ნაკრებს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს...

თუმცა მხოლოდ პოტენციალი, კარგი მწვრთნელი და გადაჭედილი სპორტის სასახლის ყიჟინა საკმარისი არ არის - შესარჩევი ტურნირი შედგება როგორც საშინაო, ისე საგარეო შეხვედრებისგან. ამიტომ, თუ სატურნირო ცხრილში სხვებზე წინ გვინდა ვიყოთ, აუცილებელია ერთი-ორი საგარეო პაექრობის მოგებაც. ოღონდ, როცა გუნდი 9 მთას იქით ტრანზიტული რეისით მიემგზავრება, თან ღამის გატეხვა უწევს, მეორე დღეს ენერგიით სავსე მასპინძლის (ბელგია, პოლონეთი და პორტუგალია მგზავრობაში ჩვენზე გაცილებით ნაკლებ დროს ხარჯავენ) დამარცხება ყოველთვის ისევე გაუჭირდება, როგორც ბელგიის ნაკრებისა...

შესარჩევი კარგად დავიწყეთ და არავინ იცის კიდევ როდის მოგვეცემა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ასეთი შანსი. ჰოდა, სწორედ ახლა სჭირდება ნაკრებს ხელშეწყობა. დარდი ნუ გაქვთ, გულშემატკივარი სპორტის სასახლეს ყოველთვის შეავსებს, გასვლით შეხვედრებზე გასამგზავრებლად კი აუცილებელია თვითმფრინავის დაქირავება, ჩარტერი. დიახ, ჩარტერი! ასეთ შემთხვევაში ბიჭებს არც ღამის გატეხვა მოუწევთ და გზაშიც, მაქსიმუმ, 3-4 საათი დაიხარჯოს.

ზემოთ ფეხბურთელები ვახსენეთ და, პორტუგალიის "ბოავიშტასთან" 14 წლის წინანდელი მატჩის შემდეგ გოჩა ჯამარაულის ნათქვამს გაგახსენებთ - ხანგრძლივმა მგზავრობამ ძალიან დაგვღალა, სათამაშოდ ძალა აღარ შემოგვრჩაო...

თბილისის "დინამომ" ის თამაში 0:5 დათმო. პორტუგალიას საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებიც ესტუმრება (26 აგვისტოს). ცხადია, ეს იქნება აუცილებლად მოსაგები მატჩი და დაუშვებელია ასეთ შორ მანძილზე ნაკრების ტრანზიტული რეისით გაშვება. რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ კალათბურთის ფედერაცია გაითვალისწინებს ბელგიურ "გამოცდილებას" და ამ პრობლემას დროულად მოაგვარებს.

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს